გიორგი ქისტაური საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე: „ჩვენც გვინდა, დავტკბეთ ყოველდღიურობით…“

გიორგი ქისტაური საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე: „ჩვენც გვინდა, დავტკბეთ ყოველდღიურობით…“

გიორგი ქისტაური, რომელიც საზოგადოებამ სხვადასხვა პროექტიდან გაიცნო, უფრო მეტად კი ინტერნეტჩანახატებიდან, სადაც სხვადასხვა იუმორისტულ სახეს ირგებს ხოლმე, 17 მაისის წინ ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, სადაც საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არ უნდა, მუდმივად ეშინოდეს, რომ ერთ დღეს ვიღაც მანიაკის მსხვერპლი გახდება.

გთავაზობთ გიორგი ქისტაურის პოსტს, რომელიც მან ახლახან გამოაქვეყნა.

„დიდი ხანია ვფიქრობ როგორ და რანაირად დავწერო იმისთვის , რომ ზუსტად ისე გაიგოთ ყველაფერი როგორც არის და რაც არის.

მე ძალიან მიყვარს დედაჩემი, ჩემი მეგობრები, მამაჩემი, ჩემი მთლიანი ოჯახი, ადამიანები მიყვარს, მიყვარს ყოველი დილა და ყველა ღამე, მიყვარს ყველაფერი კარგი და ლამაზი, მიყვარს ჩემი თავი და იმის გამო, რომ ვიღაცას ჩემი გარეგნობა, ორიენტაცია, ქცევები, ხასიათი, წარმომავლობა, შეხედულებები არ მოსწონს, არ მინდა, გამომასალმონ ყველა მაღლა ჩამოთლილთან.

იმის გამო, რომ ვიღაცა პოტენციური მკვლელი და მანიაკია, არ მინდა, გავხდე მისი მსხვერპლი ყველა მიზეზის გარეშე, არ მინდა, დედაჩემს მდგომარეობა დაუმძიმდეს ასეთი ადამიანების გამო, მე მას ვჭირდები და იგი მე.

როდესაც არგუმენტები მოგყავთ – “ჩვენ ნუ შეგვეხებით და თქვენთვის რაც გინდათ ის გიქნიათ” , “აფიშირებას ნუ გაუკეთებთ და საკუთარ სახლებში რაც გინდათ, ის გიქნიათ”.

დავიწყოთ იქიდან , რომ ჩვენ ისეთ გარემოში გვიწევს ცხოვრება (გვინდა თუ არა), ვერ და არ გავბედავთ არავის არც გამოწვევას, არც არაფრის პროპაგანდას და მსგავს უსაფუძვლო რაღაცებს, რასაც გვაბრალებთ.

სუსტის და უძლურის დაჩაგვრა ყველაზე ადვილი რამ არის, მაგრამ ყველაზე არაადამიანური.

ამ სტატუსით იქნებ ვინმეს, ვისაც ვეზიზღები(თ) ასე, სულ არაფრის გამო, დავანახვო, რომ ჩვენც გვყავს მშობლები, დები, ძმები, ოჯახი, მეგობრები, ჩვენც გვიხარია ცხოვრება, ჩვენც გვინდა დავტკბეთ ყოველდღიურობით, ჩვენც გვაქვს იმის უფლება ჩავიცვათ, ვატაროთ, გავაკეთოთ ის, რაც გვინდა, მოვიქცეთ ისე როგორც გვინდა, ვიყოთ მასთან, ვისთანაც გვინდა და გვიყვარდეს ის, ვინც გვინდა, სიყვარულში ცუდი არაფერი არ არის, მტრობაში და სიბოროტეშია ყველაზე დიდი მინუსი, ამას უნდა დავუდგეთ წინ – არა სიყვარულს.

ნუ მოუკლავთ და ნუ ჩაუქოლავთ დედებს თავიანთ შვილებს, როგორი ცუდებიც არ უნდა ვიყოთ, ყველა დედას უყვარს თავისი შვილი – ისეთი, როგორიც არის და მოდი, მან გადაწყვიტოს მოკლავს, ჩაქოლავს თუ გულში ჩაიკრავს თავის შვილს, თქვენ ნუ გამოუტანთ ნურავის ნაადრევ განაჩენს და ნუ გაისტუმრებთ ამ ისედაც ნახევარწუთიანი ცხოვრებიდან“ – აღნიშნავს გიორგი ქისტაური.

სიახლეები/

|

May 16, 2017 / 6:02 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

სიმღერა, რომელსაც გრიგოლ ყიფშიძე საბავშვო„ ევროვიაზე“ წარადგენს (ვიდეო)

ნოემბერში საქართველოში საბავშვო „ევროვიზია“ გაიმართება. საქართველოა რაერთხელ გახდა ამ პრესტიჟული მუსიკალური კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი. წელს ჩვენს ქვეყანას გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს. მას სიმღერა კომპოზიტორმა გიგა კუხიანიძემ დაუწერა, ტექსტი თემო საჯაიას ეკუთვნის, არანჟირება – ბორიკო შხიანს. სიმღერის სახელწოდებაა „გულის ხმა“.

თამრიკო ჭოხონელიძე გია როინიშვილს აკრიტიკებს – „პირველად ვწერ საჯაროდ…“

თამრიკო ჭოხონელიძე ყოფილ მეუღლეს, გია როინიშვილს და მის პოლოტიკურ მოსაზრებებს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოქვეყნებული საჯარო წერილით უპირისპირდება. მომღერლის აღშფოთება ექსმეუღლის მიერ „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო წერილის გამოქვეყნებას მოჰყვა, სადაც მსახიობი აღნიშნავდა: „თბილისელების გარკვეული ნაწილი ისევ არსებულ ტოტალურ კორუფციას უჭერს მხარს…. იმედი მაქვს, ისინი გაცილებით ცოტანი არიან, ვიდრე პროგრესულად მოაზროვნე თბილისელები…. ამ კორუფციაზე ორიენტირებულ ,,საზოგადოებას” ნაკლებად ადარდებს […]

ბიორკი: „როგორც იქნა, ორი შოუ საქართველოში!..“

ისლანდიელი შემსრულებელი, ბიორკი, თავისი ოფიციალური „ფეისბუქის“ გევრდზე აქვეყნებს „SOU ფესტივალის პლაკატს, თავისი გამოსახულებით და აღნიშნავს, რომ საქართველოში მისი ორი შოუ გაიმართება. „როგორც იქნა, ცოცხალი შესრულებით შესანიშნავ საქართველოში – ორი შოუ! პირველი შოუ: 31 ოქტომბერს, თბილისის საკონცერტო დარბაზში მეორე შოუ: 3 ნოემბერს, ოპერისა და ბალეტის თეატრში ორივე შოუს დასაწყისი 21:00 საათზე ბილეთების ყიდვა უკვე შეგიძლიათ საიტზე www.tkt.ge. […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

გიორგი ქისტაურის სექსუალური და ქალური ფოტოები

შოუმენი გიორგი ქისტაური, რომელიმაც საზოგადოებას სხვადასხვა თავისი გამოგონილი პერსონაჟითა და სხვადასხვა თემის გაშარჟებით, ასევე სიმღერით დაამახსოვრა თავი, ძირითად დროს საზღვარგარეთ ატარებს. ახლა ბათუმშია და ზღვისპირა ქალაქიდან საკმაოდ პროვოკაციულ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც საკუთარი სხეულის და უფრო მეტად, უკანალის დემონსტრირებას ახდენს. „ცხენი“, აწერია ერთ-ერთ ფოტოს, რომელიც სოციალურ ქსელში ახლახან დადო. მანამდეც მისი „ფეისბუქის“ მომხმარებლები გიორგის კედელზე საკმაოდ […]

რას წერს გიორგი ქისტაური ნატა გულიაშვილზე?

ინტერნეტ-ვარსკვლავი გიორგი ქისტაური, სოციალურ ქსელში ვიდეორგოლს და მიმართვას აქვეყნებს, რომელსაც ნატა გულიაშვილის პროექტში გამოსვლას უძღვნის. გიორგი ვიდეოში ნატას აშარჟებს, ხოლო მოგვიანებით გამოქვეყნებულ პოსტში, მისი მისამართით თბილ სიტყვებს არ იშურებს.

“ნუ მიიღებთ ამ საწამლავს, ნუ გაინადგურებთ ფსიქიკას” – გიორგი ქისტაური გულახდილ პოსტს აქვეყნებს

მსახიობი გიორგი ქისტაური სოციალურ ქსელში საკმაოდ გულახდილ პოსტს აქვეყნებს, რომელიც ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარებას შეეხება. როგორც პოსტიდან ირკვევა ის და მისი მეგობრები საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მათ ურეცეპტოდ ყიდულობდნენ და "კაიფის მიზნით" სვამდნენ...

ამ წამებში თბილისის ცენტრში ძალიან გრანდიოზული LGBT ღონისძიება ტარდება

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, საქართველოში კი ამ თარიღის პარალელურად ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება.

რა უწოდა ნანუკა ჟორჟოლიანმა გიორგი ქისტაურს?

როგორც ყოველთვის, სოციალურ ქსელში გიორგი ქისტაურის ვიდეოებს, ფოტოებს და სტატუსებს, მუდამ დიდი გამოხმაურება აქვს. კიდევ ერთი ამის ნათელი მაგალითია მისი ახალი გარეკანის ფოტო, რომელზეც ცნობილი ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი შემდეგ კომენტარს აკეთებს - ''ლამაზი გოგოთქო რომ დავწერო მოსულა? თან ბევრ ლამაზ გოგოზე ლამაზითქო''.

რეკლამა