გიორგი ნაზღაიძემ სპეცრაზმელის როლი მოირგო

0
2159

მოდელმა და ტელესახე გიორგი ნაზღაიძემ თავი კინოში მოსინჯა. მან აზერბაიჯანულ კინოსურათში მიიღო მონაწილეობა. შესაბამისი ფოტოები გადასაღები მოედნიდან ახლახან განათავსა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე. ფოტოებმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია, რადგან მსახიობს გრიმი აქვს გაკეთებული, სადაც ნაცემივით გამოიყურება.

გიორგი ნაზღაიძე:

ვითამაშე უარყოფითი გმირის როლი, კონკრეტულად სპეცრაზმელი ჯარისკაცის, რომელიც ცდილობს მოკლას კარგი გმირები, როგორც ხდება. ბოლოს ბარში შემიტყუებენ და იქ ჩამცხრილავენ, ჩვეულებრივი ბოევიკია…

სამსახიობო გამოცდილებაზე რას გვეტყვი?

უარყოფითი გმირის როლის,  მით უმეტეს ჯარისკაცის შესრულება რთული აღმოჩნდა, მაგრამ კარგად გავართვი თავი. იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა კლიპსა თუ რეკლამაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, ამ ყოველივემ გამიადვილა როლზე მუშაობა.

ფილმი, მგონი, უკვე გამოსულია ეკრანებზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here