გიორგი ნაზღაიძე საცხოვრებლად რუსეთში წავიდა

0
2671

რამდენიმე საათის წინ, მოდელმა და რადიოწამყვანმა, გიორგი ნაზღაიძემ სოციალურ ქსელში იმის შესახებ დაპოსტა, რომ მოსკოვში მიემგზავრება. “ნახვამდის საქართველო“ დაწერა ქსელში ნაზღაიძემ.  რუსეთში გამგზავრების შესახებ, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით “მიუზიკ ბოქსი“ გიორგის დაუკავშირდა:

– გიორგი, რატომ გაემგზავრე მოსკოვში?

– ახალი ცხოვრების დაწყება მსურს და მინდა, რომ მოვსინჯო. მაქვს კონკრეტული შემოთავაზებები, მინიმუმ ერთი თვით მაინც დავრჩები პირველ ეტაპზე აქ, შეხვედრები მაქვს დაგეგმილი და ამის შემდეგ გადავწყვიტავ დავრჩები თუ არა.

– მაინცდამაინც რუსეთში რატომ გადაწყვიტე ახალი ცხოვრების დაწყება?

– იმიტომ, რომ ყველაზე ახლოს არის საქართველოსთან.

– ამის გამო მკაცრად გაგაკრიტიკებენ…

– ჩემ ქვეყანაში მე არავის ვჭირდები და მე ჩემი ოჯახი მყავს, რომელიც უნდა შევინახო, ვერ ხედავ რა ხდება? მსახიობებიც კი ფეხებზე დაიკიდეს, არ ვჭირდებით ჩვენ არცერთ მთავრობას, ამათი იმედი ქონდა ქართველ ხალხს და მემგონი ამათმაც იმედები გაუცრუეს. არ ვიცი მე პოლიტიკაში არ მივდივარ, რომ ვინმემ მაკრიტიკოს და თუ ვინმე გამაკრიტიკებს ერთი იმათაც გავკარი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here