გიორგი მიქაძის „ვოისას“ ქართული პრემიერა „ბლექ სი არენაზე“ (ფოტორეპორტაჟი)

0
1548

4 აგვისტოს, „ბლექ სი არენას“ სცენაზე, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში, გაიმართა აშშ-ში მოღვაწე ქართველი პიანისტისა და კომპოზიტორის, გიორგი მიქაძის პროექტის VOISA ქართული პრემიერა, რომლის ნოვატორული დადგმა ბასა ფოცხიშვილმა და მისმა გუნდმა მოამზადეს. უნდა ითქვას, რომ ქართული ფოლკისა და თანამედროვე მუსიკალური ჟანრების სინთეზზე დაფუძნებული პროექტი სახელმწიფო მნიშვნელობისაა, რადგან მისი მიზანია, ახლებური კუთხით გააცნოს ქართული მუსიკა უცხოელ მსმენელს, თუმცა მისი შეფასება ქართველი მაყურებლისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა.

შოუ ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა და გიორგი მიქაძის, ანსამბლ „ბასიანის“ და ოლ სთარ ბენდის, მათ შორის ანტუან კატსის, შაჰარ ელნათანის, ზაკ მალინსის, ფერნანდო საჩის და რონი ეითანის და აშშ-ს ერთ-ერთი საუკეთესო ჰიპ-ჰოპ არტისტის, MC-ის, OK Player-ის არტისტის რეიდარ ელისის შესრულებით, 14 კომპოზიცია გაჟღერდა, მეგრულ, სვანურ და აფხაზურ მოტივებზე დაყრდნობით. ღონისძიების წამყვანი გახლდათ ია სუხიტაშვილი.

ყველა კომპოზიციას საკუთარი სცენოგრაფია შეესაბამებოდა, რომელიც შეიძლება ითქვას, ქართული რეალობისთვის ძალიან უცხო და საინტერესო აღმოჩნდა. ბასა ფოცხიშვილის გუნდმა სპეციალურად „ვოისასთვის“ შექმნა სხვადასხვა ტიპის ეკრანული გაფორმება და სრულად გამოიყენა არენის ტექნიკური შესაძლებლობები.

ფოტოები იხილეთ აქ…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here