გიორგი მახარაძის დედის, თეო ჩივაძის ინტერვიუ – „გიორგი მამშვიდებს, ნახე, როგორ კარგად ვიქნებიო…“

გიორგი მახარაძის დედის, თეო ჩივაძის ინტერვიუ – „გიორგი მამშვიდებს, ნახე, როგორ კარგად ვიქნებიო…“

ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში მსახიობ გიორგი მახარაძის დედა, თეონა ჩივაძე, შვილის დიაგნოზის შესახებ საუბრობს. მოგეხსენებათ, მას ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს. მსახიობის დედა აცხადებს, რომ თურქეთში დიაგნოზის გადასამოწმებლად 3 იანვარს გაემგზავრებიან.

„უეცრად აიტკივა თავი, მერე სხვა ორგანოები. საქართველოში თუ ვინმე პროფესორი იყო, ყველასთან მყავდა. უცებ დაისვა დიაგნოზი და გაკეთდა ოპერაცია. თავიდანვე სიმსივნეზე ჰქონდათ ეჭვი. მერე ჩატარდა მორფოლოგიური კვლევა და დადგინდა, რომ ავთვისებიანი სიმსივნეა. დახოცილები ვართ! სულ არ წარმოგვედგინა, რომ ამ ყველაფრის წინაშე დავდგებოდით!.

რას ამბობენ ექიმები?

ამბობენ, რომ უნდა დავიწყოთ ქიმიოთერაპია.

გიორგი რა მდგომარეობაშია?

აქეთ მამშვიდებს, მეუბნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება და სულაც არ არის სანერვიულო. ნახე, როგორ კარგად ვიქნებიო – ასეთი განწყობა აქვს. ჯვარი გვწერია, ისეთი მდგოამრეობა არ არის, რომ ქუჩაში ვერ გადიოდეს და იწვეს. ჩვეულებრიად არის, მაგრამ თავი უნდა დავიზღვიოთ, რომ სადმე კერა არ იყოს.

როგორც თეონა ჩივაძე ამბობს, საწყისი თანხა, რომელიც თურქეთში წასასვლელად და გამოსაკვლევადაა საჭირო, 10 000 დოლარია. მკურნალობის თანხა კი თურქეთში გამგზავრების და იქაურ ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ გახდება ცნობილი.

როგორც გიორგის დედა აღნიშნავს, ხელისუფლებასთან დაკავშირება არ უცდია, გიორგის კოლეგები კი გვერდზე უდგანან და სხვადასხვა სხის აქციას გეგმავენ.

ვრცლად ინტერვიუს წაკითხვა დღევანდელ „სარკეში“ შეგიძლიათ.

სიახლეები/

|

December 27, 2017 / 12:18 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

დიზაინერი მეგი გაბუნია მილანში “White show”-ზე იმყოფება

“White show” მილანში მნიშვნელოვანი გამოფენაა მოდის ინდუსტრიაში, სადაც ჩამოდიან მსოფლიოდან ცნობილი ბაიერები. გამოფენაზე იმყოფება დიზაინერი მეგი გაბუნია, კოლექციით „უნისექსი“. მეგი გაბუნიას ექსკლუზიური კომენტარი : „მილანში ერთ-ერთმა ცნობილმა ბაიერმა ნახა ჩემი სამოსი, რის შემდეგაც მიმიწვიეს “WHITE SHOW”-ში,  ყველა დიზაინერის ოცნებაა ამ შოურუმში მოხვედრა, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგანაც ბაიერები ინტერესდებიან კოლექციით და ასევე ჩემი წარმომავლობით, ჩემთვის საამაყოა […]

„ჩცდ“-ს მე-12 სეზონი სრულდება – როდის განახლდება სერიალის ჩვენება

„ჩემი ცოლის დაქალების“ მეთორმეტე სეზონის ბოლო სამი სერია ეთერში ამ პარასკევს, კვირას და ორშაბათს გავა. 26 თებერვალს ეს სეზონი დასრულებულად გამოცხადდება. შემდეგ სერიალი ერთი თვის განმავლობაში ტაიმ-აუტს გამოაცხადებს. როდის დაბრუნდება ეთერში, ამის შესახებ ინფორმაცია სერიალის პროდიუსერისგან, ირაკლი საღინაძისგან მივიღეთ. როგორც მან გვითხრა, მეცამეტე სეზონი ეთერში აპრილის დასაწყისში იქნება. მანამდე კი მის თაყვანისმცემლებს მცირე ლოდინი მოგიწევთ. […]

„TV პირველის“ ულამაზესი წამყვანი: „ვოცნებობ კარგ მეუღლესა და ბევრ შვილზე…“

ეთუნა ინწკირველი „ტევე პირველის“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანია. როგორც ჩვენთან საუბრისას ამბობს, ამჟამად მისი მთელი დრო ტელევიზიას უკავშირდება, რამაც მისი მთელი თავისუფალი დრო და პირადი ცხოვრებაც შეიწირა. ცხოვრებაში ორჯერ ჰქონდა სერიოზული ურთიერთობა… ეთუნა გულწრფელად აღნიშნავს, რომ უკვე ფიქრობს ოჯახის შექმნაზე და გვიმხელს, რომ ბევრი შვილის ყოლა სურს. ეთუნა ინწკირველი: ტელევიზიამდე დიდი გზა გავიარე. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ […]

Facebook

რეკლამა

რეკლამა