გიორგი მახარაძე:„როცა ასეთ რაღაცას იგებ, კარგსაც ფიქრობ და ცუდსაც…“

0
1885

გიორგი მახარაძე, რომელსაც მცირე ხნის წინ ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ნანუკა ჟორჟოლიანს ტელეინტერვიუზე დათანხმდა. ინტერვიუ ემოციური გამოვიდა…

გიორგი მახარაძე:

ყველას აქვს ნაფიქრი ამ დაავადებაზე. ადრე, რამდენჯერაც მიფიქრია, სულ შიშით ვუყურებდი. თავადაც არ ველოდებოდი, რომ ასე შევხვდებოდი ამ ამბავს. იმის მეასედი შიშიც არ მაქვს, რაზეც ადრე მიფიქრია.

შემთხვევით მივედი ექიმთან, არაფერი მაწუხებდა… მანდ შემეშინდა ცოტა, ონკოლოგიური დაავადება უნდა გამოვრიცხოთო, რომ თქვეს…

ჩემებზე დამეწყო ნერვიულობა უფრო, ვიდრე, ვაიმე, მე რამე არ მომივიდეს-მეთქი. ვთქვათ და, ცუდად წავიდეს საქმე, ვნერვიულობდი ჩემებზე… ამაზე მქონდა აქცენტი გაკეთებული. როცა ასეთ რაღაცას ფიქრობ, კარგსაც ფიქრობ და ცუდსაც. რაღაცებს სხვანაირად შევხედე. ბევრ რამეს, რასაც მნიშვნელოვნად და სერიოზულად არ აღიქვამ, მაგ დროს სხვანაირად უყურებ.

 

ტელეინტერვიუში მსახიობმა აღნიშნა, რომ ხალხის მხარდაჭერამ უფრო გააძლიერა დაავადებასთან ბრძოლაში:

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ათი თეთრი იყო, თუ ასი ლარი… უბრალოდ, რომ მოუწერიათ, მახარ, შენთან ვარ და მაგრად იყავიო, ესეც დიდი რამეა ჩემთვის. ძალიან დამეხმარა ეს და კიდევ უფრო გამიათმაგა ის, როგორც ვიყავი მანამდე. რა გავაკეთე და რითი დავიმსახურე ამხელა სიყვარული, არ ვიცი… მაგრამ ეგეთები ვართ ქართველები…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here