გიორგი მახარაძე პირველად ტელეკამერის წინ საკუთარ ავადმყოფობაზე – „არ ვიცი, რით დავიმსახურე ხალხის ამხელა სიყვარული…“

0
2733

მსახიობი გიორგი მახარაძე ნანუკა ჟორჟოლიანის სტუმარია. ტელეწამყვანთან საუბრისას ის აღნიშნავს, რომ ავთვისებიანი სიმსივნე აქვს. ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე ხნის წინ გახდა, როდესაც მისმა ნათესავმა, მარიამ ქაცარავამ ამის შესახებ დაწერა და საზოგადოებას ოჯახის ფინანსური დახმარებისკენ მოუწოდა. თურქეთში გამოკვლევების ჩასატარებლად მსახიობისთვის ფული რეკორდულ დროში შეგროვდა. ახლა გიორგიმ მკურნალობა უნდა დაიწყოს, მას ქიმიოთერაპია აქვს დანიშნული.

გადაცემის ანონსში მსახიობი ამბობს: „რა გავაკეთე ეგეთი, არ ვიცი და რითი დავიმსახურე მაგხელა სიყვარული…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here