ცნობილმა ტელეპროდიუსერებმა დემნა ჯაფარიძემ და გიორგი ხაბურზანიამ ახალი სეზონისთვის რამდენიმე არხთან მოლაპარაკებები დაიწყეს. ისინი თავიანთი, ახლა უკვე დამოუკიდებელი ფროდაქშენის კომპანიის „ნოვას“ სახელით სხვადასხვა ტელეპროექტებს მოამზადებენ.
მოლაპარაკებები ჯერჯერობით დასრულებული არ არის. გავრცელდა ინფორმაცია, რომ „პირველ არხს“ „ნოვა ფროდაქშენსი“ „იქს ფაქტორს“ შესთავაზებს, თუმცა, როგორც „ფორტუნამ“ შეიტყო, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და „პირველ არხთან“ მოლაპარაკებები სხვა პროექტს შეეხება.
როგორც გავიგეთ, დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია „იმედსაც“ ესაუბრებიან. შეგახსენებთ, რომ ისინი მცირე ხნის წინ „რუსთავი 2“-დან „იმედზე“ გადავიდნენ და ამ ტელეარხისთვის რამდენიმე ცნობილ პროექტს ამზადებდნენ, თუმცა მათი თანამშრომლობა ამ კუთხით დასრულდა.
რომელ პროექტებს გააკეთებენ სხვადასხვა არხზე, ამას ახალი სატელევიზიო სეზონიდან შევიტყობთ.
September 13, 2018 / 3:51 pm
ნიკა გვარამია „საქართველოს ვარსკვლავს“ აკრიტიკებს. მისი არხის ყოფილი მთავარი პროდიუსერების, დემნა ჯაფარიძისა და გიორგი ხაბურზანიას პროექტი, რომელიც ამჟამად „პირველ არხზე“ გადის და „ევროვიზიისთვის“ ქართველ კონკურსანტს არჩევს, გვარამიას აზრით, „მხოლოდ ქართულის“ ჩინური ვერსიაა. გთავაზობთ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პოსტს ამ თემაზე: „მხოლოდ ქართული” made in China სირცხვილი და თავის მოჭრა. “საქართველოს ვარსკვლავი” კი არა, “მხოლოდ ფანდური” […]
მსახიობი, ია ფარულავა კვლავ არ ერიდება თამამი განცხადებების გაკეთებას და სოციალური ქსელის მეშვეობით იმ ადამიანებს ეხმაურება, რომლებიც მის მიმართ ჩაცმულობის გამო კრიტიკულები არიან. მსახიობი აღნიშნავს, რომ საზოგადოების ნაწილი მას ჭკუას არიგებს: „ჭკუას მარიგებენ – ამდენი ყვავილები სამოსზე ამდენი გუჩი და დოლჩე არ გინდა ტეხავს-ო ვინ გეკითხებათ ნეტა? ალბათ, დაგავიწყდათ ჩემი ძველი სლოგანი – ვისაც რისი […]
ოთო ნემსაძე „დორსში“ კონცერტს მართავს. ღონისძიება 21 თებერვალს, საღამოს ათ საათზეა დაგეგმილი. კონცერტის წამყვანი ნანკა კალატოზიშვილი იქნება. ოთოს სცენაზე შეუერთდებიან მომღერლები და კოლეგები, ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე, თიკა ამხალდიანი, გოგა მესხი, ზურა მოსიავა, მებო ნუცუბიძე. ოთო შეასრულებს სიმღერებს საკუთარი რეპერტუარიდან, ასევე მსოფლიო ჰიტებს. შეგახსენებთ, რომ ოთო ამჟამად „საქართველოს ვარსკვლავში“ მონაწილეობს და „ევროვიზიის“ საგზურისთვის იბრძვის. მუსიკალური […]
„რუსთავი 2“-ის ყოფილი პროდიუსერების, დემნა ჯაფარიძესა და გიორგი ხაბურზანიას „იმედმა“ კონტრაქტი აღარ გაუგრძელა. ისინი „რუსთავი 2“-ის კონკურენტ არხზე თავიანთი პროექტებით, „ნიჭიერითა“ და „იქს ფაქტორით“ გასული წლის ივლისში გადავიდნენ. არასაკმარისი რეიტინგის გამო ტელეარხმა ერთი წლის თავზე მათ კონტრაქტი აღარ გაუგრძელა. არსებული ინფორმაციით, პროდიუსერები აპირებენ, „ნიჭიერი“ მაინც შესთავაზონ „იმედს“, თუმცა არც ჯაფარიძე და არც ხაბურზანია საქართველოში არ […]
„ნიჭიერის“ პროდიუსერი გიორგი ხაბურზანია წერს,, რომ ტელეპროექტმა 25%-იანი რეიტინგი დაწერა და გარდა ამისა, მას არატრადიციულ მედიაშიც ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს. „ნიჭიერის“ გვერდი საქართველოში „ფეისბუქ“-გვერდებს შორის პირველ ადგილზეა და 800 000-იანი მომხმარებელი ჰყავს. გიორგი აღნიშნავს: „რომ შევაჯამოთ შედეგები: „ნიჭიერის“ მეორე სერიამ 25% რეიტინგი დაწერა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია და მზარდ ტენდენციას ნიშნავს. ამავდროულად, ნიჭიერის ფეისბუქ გვერდს […]
გამართლდა ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ „რუსთავი 2“ საერთაშორისო გასართობი პროდიუსერების, გიორგი ხაბურზანიასა და დემნა ჯაფარიძის გარეშე დარჩნენ. პროდიუსერები უკვე „იმედში“ არიან და იქ ოფიციალურად გამოჩნდნენ ნატალია მახვილაძესთან ერთად. შეგახსენებთ, „კურიერის“ ჟურნალისტმა საინფორმაციო პროგრამა და არხი მცირე ხნის წინ დატოვა. ახლახან ნატალიამ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ადგილმდებარეობაში ტელეკომპანია „იმედი“ აქვს მითითებული, ფოტოზე კი დემნასა და გიორგისთან ერთად […]
„რუსთავი 2“-ის მუსიკალური და ყველაზე მასშტაბური პროექტების ავტორები და პროდიუსერები, გიორგი ხაბურზანია და დემნა ჯაფარიძე, რომლებიც წლების განმავლობაში ამ ტელეკომპანიაში ყველაზე რეიტინგულ პროექტებზე მუშაობენ, შესაძლოა, მალე ამ არხის გუნდის წევრები აღარ იყვნენ. პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „იმედის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და სავარაუდოდ, გიორგი და დემნა „იმედზე“ გადავლენ სამუშაოდ საკუთარი გუნდის წევრებთან ერთად. „ფორტუნამ“ სცადა ამ […]
ტელეშოუ "ნიჭიერმა" მთელ მსოფლიოშიც და საქართველოშიც გაამართლა. "რუსთავი 2" რეიტინგს ელოდა, მაგრამ მოლოდინი ზედმეტადაც გამართლდა. როგორც პროექტის გენერალური პროდიუსერი, გიორგი ხაბურზანია ამბობს, 33%-იანი რეიტინგი უპრეცედენტოა ქართული ტელესივრცისთვის. მას "ნიჭიერის" გადადებული ნახევარფინალისა და ზოგადად, შოუს შესახებ რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.