გიორგი დათიაშვილი ვაჟა ტუღუშის ძველ სიმღერას ახლებურად წერს (ვიდეო)

გიორგი დათიაშვილი ვაჟა ტუღუშის ძველ სიმღერას ახლებურად წერს (ვიდეო)

გიორგი დათიაშვილი ახალ სიმღერაზე მუშაობს. ეს მისი ბაშვობის დროინდელი სიმღერაა, რომელიც კომპოზიტორ ვაჟა ტუღუშს ეკუთვნის. კომპოზიციის სახელწოდებაა „ისევ გეძებენ“. გიორგის ძალიან დიდი სურვილი გაუჩნდა, რომ ეს სიმღერა ჩაეწერა და ავტორს მიმართა. შედეგად, ვაჟა ტუღუში სიმღერაში გიტარის პარტიასაც წერს, კომპოზიციის გაორკესტრებაში მომღერალს ზვიად ბოლქვაძე ეხმარება, კლავიშის პარტიას ამირან დიასამიძე, ხოლო ბასის პარტიას შაკო ღელეყვა ჩაწერს.

გიორგი დათიაშვილი, მომღერალი:

ვაჟა ტუღუშის სიმღერაზე „ისევ გეძებენ“ მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს. ეს სიმღერა ჩემი ბავშვობისაა. 14-15 წლის ვიყავი, ეს ალბომი რომ ჩაიწერა და კონკრეტულად ეს კომპოზიცია რომ მოვისმინე. მას მერე ჩამრჩა მეხსიერებაში. ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა, რომ მეც შემესრულებინა. დავუკავშირდი ვაჟას და ვკითხე, რამდენად იყო შესაძლებელი, რომ ამ სიმღერის ჩემეული ვერსია გამეკეთებინა. ძალიან დიდი სიხარული მომანიჭა, რომ დამთანხმდა.

ახლა გიტარის უნიკალური ნაწილი თავად ავტორმა ჩამიწერა (იღიმის). ველოდებით დანარჩენ არანჟირების ნაწილებს, კლავისშ – ამირან დიასამიძე ჩაწერა, ბასს – შაკო ღელეყვა, გაორკესტრების ნაწილში კომპოზიტორი ზვიად ბოლქვაძე მეხმარება… ბოლოს მოკრძალებული მე შევეცდები, ვიმღერო (იცინის).

ვფიქრობ, საინტერესო მუსიკოსებს მოუყარე თავი…

ცოტა მეუხერხულება და ფაქიზად ვეპყრობი ამ სიმღერას. ისეთი ხალხი დგას მის უკან, და ამ შემთხვევაში საუბარს ვაჟათი დავიწყებ, რომ მინდა, ყველანაირი ზედმეტი დეტალის გარეშე ჩავწერო და ისეთივე მნიშვნელოვანი დავტოვო ჩემი შესრულებით, როგორიც ვაჟას ალბომში იყო. იმედია, ამ მისიას შევასრულებ.

როდისთვის მოვისმენთ?

სავარაუდოდ, ერთი კვირა მჭირდება, რომ სიმღერა დასრულდეს. შემდეგ პრემიერა შედგება. აკუსტიკური ვერსიაა, კლასიკური, ვფიქრობ, „ფორტუნას“ ფორმატშიც ჯდება, თუმცა უცვლელად „არ დაიდარდოზე“ შედგება პრემიერა. ჩემი ვარაუდით, „ფორტუნაზეც“ გავა, რადგან მის ფორმატს, მონაწილე მუსიკოსებით, ყველანაირად ერგება.

ვაჟა ტუღუში, კომპოზიტორი:

ეს არის ძველი სიმღერა. ყველა ჩემი სიმღერა პატარა ისტორიას ატარებს, მაგრამ მას საიდუმლოდ დავტოვებ. ტექსტიც მე მეკუთვნის.

გიორგის ვოკალი, ვფიქრობ, „დახატავს“ ამ სიმღერას. პროფესიონალი ვოკალისტია და ამ სიმღერას სულ სხვანაირ სიმაღლეზე აიყვანს.

არის სიახლეები თქვენს შემოქმედებაში?

რაღაც პერიოდი იყო, როცა მეგონა, მუზამ მიმატოვა, მაგრამ თურმე არ მივუტოვებივარ. ამ ბოლო დროს წამოვიდა სიმღერებიც, ტექსტებიც. რამდენიმე ახალი სიმღერა შევქმენი. ვეცდები, მალე ჩავწერო და მივაწოდო მსმენელს (იღიმის).

ნინო მურღულია

სიახლეები/

|

November 14, 2017 / 3:05 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

Q-Net-ის განმარტება, რატომ ვერ მოხვდა აფხაზეთი მათ სარეკლამო ბანერზე

რადიო „ფორტუნას“ მიერ გავრცელებულ ფოტოს, სადაც ასახულია, როგორ განათავსა კომპანიამ „Q-Net“ ყაზბეგის გამზირზე სარეკლამო ბანერი საქართველოს რუკით და მას „აფხაზეთი“ ჩამოაჭრა, დიდი რეზონანსი მოჰყვა ინტერნეტსივრცეში. საგულისხმოა, რომ იგივე ბანერები კომპანიის რუსულმა საიტმა განათავსა საკუთარ გვერდზე და დააწერა: „Q-Net-ის ბილბორდები თბილისში“. კომენტარებს, რომლებიც რუსულ საიტზე ამ ფოტოების განთავსებას მოჰყვა, კომპანიის წარმომადგენელმა, ალიკ კადიროვმა უპასუხა. მისი თქმით, […]

თვითმფრინავი, სადაც ნანუკა ჟორჟოლიანი იჯდა, უამინდობის გამო თბილისში ვერ დაჯდა

ნანუკა ჟორჟოლიანმა ახლახან სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ თვითმფრინვი, რითაც თბილისში მოფრინავდა, საქართველოს დედაქალაქში უამინდობის გამო ვერ დაჯდა. ნანუკა აღწერს, როგორ შეეშინდათ მგზავრებს, მათ შორის თავადაც… „თბილისის თავზე ორჯერ მოწყდასავით თვითმფრინავი. მერე იყანყალა. მერე ისევ ქვევით ჩავარდა. მივხვდით ვერ ვჯდებოდით. ვერ ვჯდებოდით კი არა… გადავხედე თვითმფრინავს, მაინტერესებდა ვისთან ერთად შეიძლება გადავსულიყავი სხვა განზომილებაში. გამიმართლა, მშვიდ […]

“ყველა მეკითხებოდა, რა გაცვიაო” – სოფო ნიჟარაძის შავი სექსუალური ლუქი

გერმანიაში, ჰამბურგში მუსიკალური კონკურსი Bama Music Awards ჩატარდა, სადაც ქართველი შემსრულებელი, სოფო ნიჟარაძეც იყო წარდგენილი. მან აიღო პრიზი საუკეთესო ქართული პერფორმანსისთვის რუსა მორჩილაძის სიმღერით “მაპატიე. სოფო ჰამბურგში სტეფანესთან, როგორც ამ პროექტის პროდიუსერთან ერთად იმყოფებოდა. სოფო წითელ ხალიჩაზე ძალიან ლამაზი ლუქებით წარდგა, მათ შორის, ოქროსფერი სარაფანა და შავი გულამოღებული გამჭირვალე კაბებით, რომლებიც, როგორც თავად წერს, დიზაინერ […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

გიორგი დათიაშვილი თურქ მომღერალთან ერთად დუეტს წერს

ქართველი შემსრულებელი, გიორგი დათიაშვილი თურქეთში იმყოფება, იქაურ სტუდიაში ცნობილ თურქ შემსრულებელ გოგონასთან, ნურგიუზელ კესტანესთან ერთად დუეტი ჩაწერა - ძველი თურქული სიმღერა, რომელიც ორ ენაზე აჟღერდება და მისი პრემიერა თურქეთსა და საქართველოშიც შედგება.

გიორგი დათიაშვილი მეორე შვილის მამა გახდა

გიორგი დათიაშვილი მეორე შვილის მამა გახდა - მომღერალსა და მის მეუღლეს, "ავტორადიოს" წამყვან გვანცა გადაბაძეს დღეს დილით ბიჭი შეეძინათ. წყვილს პირველი შვილიც ბიჭი - გიკა ჰყავთ.

რეკლამა