გიორგი დათიაშვილი რესტორან „ალაზანში“ სარვამარტო კონცერტში მონაწილეობს

გიორგი დათიაშვილი რესტორან „ალაზანში“ სარვამარტო კონცერტში მონაწილეობს

გიორგი დათიაშვილი 8 მარტის კონცერტისთვის ემზადება. რესტორან „ალაზანში“ მისული სტუმრებისთვის ის საკუთარი რეპერტუარიდან ჰიტებს შეასრულებს. მასთან ერთად სცენაზე მალიბუ გამოვა.

გიორგის ახალ კლიპსა და სარვამარტო კონცერტზე ვესაუბრეთ.

გიორგი დათიაშვილი:

8 მარტს მქონდა რამდენიმე შეთავაზება, მათ შორის, თბილისს ფარგლებს გარეთაც, მაგრამ რესტორან „ალაზანს“ დავთანხმდი, სადაც მალიბუსთან ერთად კონცერტი მექნება. ჩემი რეპერტუარიდან ექვს სიმღერას შევასრულებ, რომლებიც მსმენელს უყვარს. ქალბატონებს ამ დღეს დიდი სიამოვნებით მივულოცავ. ამ ბოლო დროს ბევრი შემოთავაზება მაქვს, მათ შორის, სარესტორნო სივრცეებიდანაც.

ახალი კლიპი „ისევ გეძებენ“ მცირე ხნის წინ განათავსე „იუთუბზე“. როგორია გამოხმაურება?

გამოხმაურება ძალიან კარგია. სოციალურ ქსელში სხვადასხვა გვერდზე მოწონება და დადებითი კომენტარები დაიმსახურა. სამწუხაროდ, მისი სატელევიზიო პრემიერა ვერ შედგა. რამდენიმე გადაცემას მივმართე, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით უარი მითხრეს, ზოგს ორი თვით ადრე აქვს ჩაწერილი გადაცემები, ერთმა კი მითხრა, რომ რადგან სიმღერა მამას მივუძღვენი, ამის აფიშირებას ვერ მოახდენდნენ, რამაც გამაკვირვა, მაგრამ რა უნდა მეთქვა (იღიმის)?!.

რაიმე ახალს ხომ არ ამზადებ შენი მსმენელისთვის?

გადავწყვიტე, რომელიმე კომპოზიტორს მივმართო, ახალ სიმღერას ვეძებ და მალე მინდა ჩავწერო და კლიპიც გადავიღო. მომეწონა სხვა კომპოზიტორის სიმღერის შესულება, კარგად მოვირგე და ისევ ვაპირებ გამორებას (იღიმის).

სიახლეები/

|

February 28, 2018 / 4:23 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ნანი ბრეგვაძისა და სტეფანეს ახალი კლიპი გამოვიდა (ვიდეო)

ნანი ბრეგვაძისა და სტეფანეს ახალი კლიპი სიმღერაზე „ისევ წვიმს“ (კომპოზიტორი: ვაჟა აზარაშვილი, ვერსია: ნიკოლოზ რაჭველი) გუშინ „ნანუკას შოუში“ აჩვენეს. პრემიერის შემდეგ ვიდეორგოლი სტეფანეს ოფიციალური „იუთუბის“ გევრდზე აიტვირთა. გადაღებები სამი ღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რეჟისორი გახლავთ ზაზა ორაშვილი. კლიპს გუშინ საღამოდან უამრავი გაზიარებ აქვს სოციალურ ქსელში. (ვიდეო)

9 აპრილისთვის „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“-ს ახალი ვერსია იწერება (ფოტოები)

წელს 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი სრულდება, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით “ბრავო რექორდსში” 25 ახალგაზრდა ქართველი მომღერალი ტრაგედიისადმი მიძღვნილი სიმღერის ,,ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები” – ახალი ვერსიის ჩაწერაზე მუშაობს. 1989 წელს მორის ფოცხიშვილის ტექსტზე შექმნილი ჯემალ სეფიაშვილის სიმღერას, ქართველი მომღერლები: თამარ გვერდწითელი, ნანი ბრეგვაძე, გოგი დოლიძე, მედეა ძიძიგური, ბუბა კიკაბიძე, ეკა მამალაძე, ეკა კახიანი, ეკა კვალიაშვილი, მერაბ […]

რატი დურგლიშვილი მაკა ზამბახიძესთან ერთად კვლავ იმღერებს (ვიდეო)

რატი დურგლიშვილი და მაკა ზამბახიძე კვლავ გაერთიანდნენ და ამჯერად მაკას სოლოკონცერტზე, „დორსში“, 22 მარტს წარდგებიან მსმენელის წინაშე. დუეტი „ჯორჯია“ არ აღდგა, რადგან სოლომომღერლები ცალ-ცალკე წარმატებით აგრძელებენ კარიერას, თუმცა მაკა ზამბახიძის წინა კონცერტზე ერთად სამი სიმღერა შეასრულეს, ახლა კი მთელ სეტს დაუთმობენ საკუთარ რეპერტუარს ბენდ „ნონსტოპთან“ ერთად. შესრულდება ის კომპოზიციები, რომლებიც „ჯორჯიას“ რეპერტუარიდან ასე ძალიან უყვარს […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

გიორგი დათიაშვილის „ისევ გეძებენ“- ახალი კლიპი ძველ სიმღერაზე

გიორგი დათიაშვილის ახალი კლიპი გუშინ გამოვიდა. სიმღერა „ისევ გეძებენ“, ძველია, ის ბათუმელ კომპოზიტორს, ვაჟა ტუღუშს ეკუთვნის და თავად ასრულებდა. გიორგიმ თავისი ბავშვობისდროინდელი სიმღერის ხელახლა აჟღერება გადაწყვიტა და ნებართვისთვის კომპოზიტორს მიმართა. სიმღერაში გიტარის პარტია სწორედ მას ეკუთვნის, ხოლო კომპოზიციის გაორკესტრება – ზვიად ბოლქვაძეს, კლავიშზე ამირან დიასამიძე უკრავს, ბასზე – შაკო ღელეყვა. კლიპის რეჟისორი გახლავთ თამუნა ტაბატაძე. […]

გიორგი დათიაშვილი ვაჟა ტუღუშის ძველ სიმღერას ახლებურად წერს (ვიდეო)

გიორგი დათიაშვილი ახალ სიმღერაზე მუშაობს. ეს მისი ბაშვობის დროინდელი სიმღერაა, რომელიც კომპოზიტორ ვაჟა ტუღუშს ეკუთვნის. კომპოზიციის სახელწოდებაა „ისევ გეძებენ“. გიორგის ძალიან დიდი სურვილი გაუჩნდა, რომ ეს სიმღერა ჩაეწერა და ავტორს მიმართა. შედეგად, ვაჟა ტუღუში სიმღერაში გიტარის პარტიასაც წერს, კომპოზიციის გაორკესტრებაში მომღერალს ზვიად ბოლქვაძე ეხმარება, კლავიშის პარტიას ამირან დიასამიძე, ხოლო ბასის პარტიას შაკო ღელეყვა ჩაწერს. გიორგი […]

გიორგი დათიაშვილი თურქ მომღერალთან ერთად დუეტს წერს

ქართველი შემსრულებელი, გიორგი დათიაშვილი თურქეთში იმყოფება, იქაურ სტუდიაში ცნობილ თურქ შემსრულებელ გოგონასთან, ნურგიუზელ კესტანესთან ერთად დუეტი ჩაწერა - ძველი თურქული სიმღერა, რომელიც ორ ენაზე აჟღერდება და მისი პრემიერა თურქეთსა და საქართველოშიც შედგება.

გიორგი დათიაშვილი მეორე შვილის მამა გახდა

გიორგი დათიაშვილი მეორე შვილის მამა გახდა - მომღერალსა და მის მეუღლეს, "ავტორადიოს" წამყვან გვანცა გადაბაძეს დღეს დილით ბიჭი შეეძინათ. წყვილს პირველი შვილიც ბიჭი - გიკა ჰყავთ.

რეკლამა