გიორგი ბოჭორიშვილი და მისი ახალი რჩეული შვილს ელოდებიან

0
2693

სოციალურ ქსელში მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილი, რომელიც ფართო საზოგადოებამ  “ჩემი ცოლის დაქალებში” ზაზას როლის შესრულებით გაიცნო, რამდენიმე წელი ასევე მსახიობ ეკა დემეტრაძის მეუღლე გახლდათ. მათ ერთი შვილი ჰყავთ. გარკვეული პერიოდის წინ გიორგისა და ეკას ოჯახი დაინგრა, მათ ამ თემაზე საუბარი არ სურდათ, თუმცა ბოლოს ერთ–ერთ ტელეგადაცემაში გიორგი ბოჭორიშვილმა აღიარა, რომ მეუღლეს ნამდვილად გაშორდა და შეყვარებულიც ჰყავდა. მსახიობს არ გაუმხელია ახალი რჩეულის ვინაობა. 

ახლახან სოცქსელში გიორგიმ გააზიარა თაკო ვალიშვილის ფოტო, სადაც ჩანს, რომ გოგონა ორსულადაა. როგორც ამბობენ, ის შვილს გიორგისგან ელოდება  და სწორედ თაკოა ცნობილი მსახიობის ახალი რჩეული.

თაკო ვალიშვილი აქამდეც ყოფილა ჭორების ეპიცენტრში. მედიაში იწერებოდა მისი და ცნობილი პოლიტიკოსის რომანის შესახებ, თუმცა ეს ხმები მხოლოდ ჭორებად დარჩა.

როგორც ჩანს, გიორგისა და თაკოსგან მალე ქორწილსაც უნდა ველოდოთ. აშკარაა, რომ ამ ფოტოს “ფეისბუქზე” განთავსებით გიორგიმ და თაკომ თავიანთი გრძნობების საჯაროდ გამოტანა გადაწყვიტეს.

 

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here