„გიო ხუციშვილს უთხარით, რომ იმ პატარა ელენეს ძალიან უყვარს“ – ემოციური ამბავი მომღერალზე…

„გიო ხუციშვილს უთხარით, რომ იმ პატარა ელენეს ძალიან უყვარს“ – ემოციური ამბავი მომღერალზე…

ელენე მარგალიტაშვილი გიო ხუციშვილის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ელენეს თქმით, 13-14 წლის იყო, როცა მომღერალმა მასა და მის ოჯახს ისეთი დახმარება გაუწია, რომელმაც მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. მან გაიგო, რომ გიო ხუციშვილი თავს ცუდად გრძნობს და გადაწყვიტა, ეს ამბავი ყველასთვის საჯაროდ მოეთხრო. გთავაზობთ მის სტატუსს.

„დაახლოებით 13-14 წლის წინ, როცა ინტერნეტი ახალი ხილი იყო და მეილიც ახალი გახსნილი მქონდა, TV Imediს ეთერში ვნახე, რომ საახალწლოდ “იმედის ექსპრესი” იგეგმებოდა – უნდა გაგეგზავნა ყველაზე სანუკვარი ოცნება და ისინი შეეცდებოდნენ, ახალი წლის ღამეს აესრულებინათ.

მამაჩემს სამსახური არ ჰქონდა. და 13 თუ 14 წლის ელენეს ყველაზე დიდი ოცნება ის იყო, რომ მამამისს სამსახური ჰქონოდა. მაშინ ჩვეულებრივ ამბად მეჩვენებოდა ეს სურვილი. ახლა ვხვდები, რომ ჩვეულებრივი არ იყო.

თელავის ერთადერთ ინტერნატკაფეში მივედი და “იმედს” მივწერე. რა ეწერა, სიტყვა-სიტყვით მახსოვს, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვარ მზად ემოციურად, რომ გავასაჯაროვო. ერთ კვირაში პასუხი დამხვდა – საკონტაქტო ინფორმაციას მთხოვდნენ. მეგონა, რაღაც ავტომატური შეტყობინება იყო. დედაჩემის მობილური მაინც მივწერე. ეს იყო და ეს.

1-2 თვე გავიდა.

31 დეკემბერს დედაჩემის ნომერზე დარეკეს. მე ვუპასუხე. “იმედიდან” ვართ და გთხოვთ, დღეს საახალწლო გადაცემას ბოლომდე უყუროთო. ჩემ გარდა არავინ იცოდა, რაც გავაკეთე. ძალიან ავნერვიულდი და, პირველ რიგში, დედაჩემს და ჩემს დას ვუთხარი. მამაჩემთან მე არ მილაპარაკია – შემრცხვა, მომერიდა და ვინერვიულე. საბოლოო ჯამში, ყველა ახლობელმა გაიგო და დაიწყო უსასრულო ნერვიულობა და ლოდინი.

პირველი წამიდან ვუყურე, როგორ უსრულებდნენ სურვილებს ბავშვებს, რომლებმაც მიწერეს. ზოგს ძაღლი აჩუქეს, ზოგს – მობილური… ყველანაირმა სურვილმა გაიჟღერა. თითქმის ყველა მახსოვს. გადაცემა ინგა გრიგოლიას და გიორგი თარგამაძეს მიჰყავდათ. ახალი წელი რომ დადგა და 1-2 საათიც გადასცდა, მეკვლეები გავაცილე და ყველა იმედი, რაც მაგ დღეს გამიჩნდა, დავკარგე.

გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა, მაგრამ არაფერი. მახსოვს, რომ იმედგაცრუების ცრემლები ყელში მქონდა გაჩხერილი. დასაძინებლად წავედი.

ემოციებისგან დაცლილი ვიყავი და თვალები დავხუჭე თუ არა, ჩამეძინა. ინგას და გიორგის ხმები ბუნდოვნად ჩამესმოდა. ყველას დაგვემშვიდობნენ. მერე უცებ დაიწყეს: “დღეს შევასრულეთ თითქმის ყველა სურვილი, გარდა ერთისა. მაგრამ ისე ვერ დაგემშვიდობებით, ეს წერილი რომ არ წაგიკითხოთ”… და დაიწყეს ჩემი მიწერილი სიტყვების კითხვა. მე ღრმად დარწმუნებული ვიყავი, რომ “ჩამყვა” და მესიზმრებოდა. “ელენეს ოცნება ყველაზე განსაკუთრებული იყო და ყველას გულზე მოგვხვდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შევასრულეთ”, – დაასრულა ინგამ. ძილშიც კი გული ჩამწყდა.

ამ დროს მესმის მესამე ხმა, რომელიც ამ ორს აჩერებს. გიო ხუციშვილის ხმა იყო. მაშინ “თელიან ველში” მუშაობდა. “მე მინდა, რომ ელენეს ოცნება ავასრულო. ელენეს მამა მოვიდეს ჩემთან თელავში და ჩათვალოს, რომ სამსახური აქვს”.

მე ისევ მეგონა, რომ მესიზმრებოდა და თვალები უფრო მაგრად დავხუჭე, მაგრამ ეხლაც მახსოვს, გული როგორ მიცემდა.

უცებ ყვირილი და შეძახილები გავიგე და სახლის ტელეფონზე ზარებმა უსასრულოდ რეკვა დაიწყო. ოთახში ვიღაც შემოვიდა და მითხრა, რომ სასწრაფოდ უნდა გავსულიყავი. არ მახსოვს, ვინ იყო ან მერე რა მოხდა იმიტომ, რომ ეგ დღეები რეალური არ მეგონა და სიზმარივით “დამავიწყდა”, მაგრამ ის მახსოვს, რომ გიომ თავისი სიტყვა შეასრულა და მამაჩემს მუშაობა მართლა დააწყებინა. მაშინ ჩემი ცხოვრება და კიდევ ბევრი რამე მთლიანად შეიცვალა.

პირადად არასოდეს შევხვედრივარ, მაგრამ იმ დღის შემდეგ გიოს ხმის გაგონება ჩემთვის რაღაც სხვა გრძნობებთან დაკავშირდა. თვითონ გიოც სხვანაირად ახლობელი და განსაკუთრებული გახდა.

არ ვიცი და არც მაინტერესებს, რა და როგორ იყო მაშინ გათვლილი პიარ-მარკეტინგულად. მე ის ვიცი, რომ გიოს ხმამ ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. მაშინ პირველად დავიჯერე და ვირწმუნე, რომ ოცნებები, რომლებსაც გულით ვინატრებდი, აუცილებლად ამიხდებოდა.

გუშინ აღმოვაჩინე, რომ ძალიან ცუდად არის. და ალბათ ვერ შევძლებ გამოვხატო, როგორ განვიცადე და როგორ მინდა, რომ კარგად იყოს. და როგორ მინდა, რომ რამით დახმარება და იმ მადლობის რამით გადახდა შემეძლოს. ჰოდა, გადავწყვიტე, რომ თვითონ ამ ამბის მოყოლა ყველაზე კარგად იტყოდა ჩემს სათქმელს.

ვინმეს ხმა თუ მიგიწვდებათ, უთხარით, აუცილებლად უთხარით, რომ იმ პატარა ელენეს ძალიან უყვარს, სუპერგმირივით უყვარს. და რომ დიდ ელენესაც ძალიან უყვარს და ყველაზე დიდ მადლობას უხდის, რაც კი ოდესმე ვინმესთვის გადაუხდია.

მინდა, რომ ძალიან დიდხანს და ძალიან კარგად იყოს. ეს არის და ეს“.

სიახლეები/

|

June 4, 2018 / 12:16 pm

TOP სიახლეები

ბექა ბროლაძემ ახალი კლიპი წყალქვეშ გადაიღო

მომღერალი ბექა ბროლაძე ახალ კლიპზე მუშაობს, რომლის გადაღებებიც წყალქვეშაც მიმდინარეობს და სხვა ლოკაციებზეც. ახალი სიმღერა მაიკო კაჭკაჭიშვილსა და რეპერ ძვალს ეკუთვნით. ბექა სიმღერასა და კლიპზე გვესაუბრა. „მაიკო კაჭკაჭიშვილის და ძვალის ( აჩი ვანიშვილის ) ერთობლივი ნამუშევარზე ვიღებ კლიპს, ტექსტის ავტორი მაიკოა, არანჟირება ეკუთვნის ძვალს, მასტერინგი კობა მესხიას. კლიპი სამ ლოკაციოაზე გადავიღეთ, ერთ-ერთი გადაღება კი წყალქვეშ […]

სოფო ბათილაშვილს პატარა ბიჭუნამ ყვავილი აჩუქა (ვიდეო)

„მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებული, სოფო ბათილაშვილი, კონკურსის შემდეგ ძალიან დატვირთულია და სხვადასხვა რეგიონში კონცერტებით დადის. კონცერტებზე ის კომპოზიტორ ზვიად ბოლქვაძესა და ბენდ „ნიუტონთან“ ერთად გამოდის და ყველა იმ სიმღერის ახალ ვერსიას ასრულებს, რომლითაც ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი მომღერალი გახდა. სოციალური ქსელის მეგობრებს ის უამრავი სახალისო ვიდეოთი ანერბივრებს. მათ შორისაა ერთ-ერთი ვიდეო, სადაც უსაყვარლესი ბიჭუნა მას ყვავილს […]

თიკა ფაცაციას უფროსი ვაჟი 18 წლის გახდა

თიკა ფაცაცია არაჩვეულებრივად გამოიყურება, მუდამ ფორმაშია, თუმცა ის, აქტიური მუშაობის პარალელურად, სამ შვილზე ზრუნავს. მისი უფროსი ვაჟი ახლახან 18 წლის გახდა. ანდრო ანთელიძე საზღვარგარეთ, საფრანგეთში სწავლობს და შესანიშნავად ფლობს ფრანგულ და ინგლისურ ენებს. მცირე ხნის წინ დედა მას პარიზში სტუმრობდა, სადაც დედა-შვილმა კარგი დრო გაატარა და ამ ვოიაჟის ამსახველი ფოტოები თიკამ სოციალურ ქსელშიც გააზიარა. ახლახან […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ზუკა ხუციშვილის ემოციური სიტყვა, როცა მამის მაგივრად „ოქროს ტალღა“ მიიღო

26 ივნისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში „ოქროს ტალღის“ საიუბილეო ღონისძიება ჩატარდა. მუსიკალური კონკურსი, წლის სიმღერის დაჯილდოება, სადაც შოუბიზნესის წევრებს 15 ნომინაციაში გადასცემენ პრიზებს, მეხუთე წელია ტარდება. წელს რადიო „ფორტუნას“ 20 წლის იუბილე და „ოქროს ტალღის“ 5 წლის იუბილე განსაკუთრებული პომპეზურობით აღინიშნა. სპეციალური სტუმრის, ლიზა ფიშერის შესანიშნავ ვოკალურ პერფორმანსზე მეორე დღეა, აქტიურად საუბრობენ სოციალურ ქსელებში, ნიკოლოზ […]

გიო ხუციშვილის უკანასკნელი დუეტი მეუღლესთან (ვიდეო)

29 მაისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მომღერლისა და მსახიობის, გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. როგორც თავად მომღერალი აღნიშნავდა, ეს ვარსკვლავი მან თავის თაობას მიუძღვნა. კონცერტზე უკვე ყველასთვის ცნობილი იყო, რომ მძიმე ავადმყოფობის გამო გიო ხუციშვილი ძალიან იყო დასუსტებული, თუმცა მსმენელის წინაშე უკანასკნელად მომღერალი ღირსეულად წარდგა. მან მეუღლესთან, მაია ჯორჯაძესთან ერთად ცნობილი დუეტი შეასრულა, უკანასკნელად… შეგახსენებთ, რომ […]

ჟურნალისტის მოგონება: „ასე მიხსნა გიო ხუციშვილმა უმუშევრობისგან…“

დღეს ცნობილ მომღერალსა და მსახიობს, გიო ხუციშვილს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. ჟურნალისტი თეა ყიფშიძე იხსენებს, როგორ იხსნა მომღერალმა უმუშევრობისგან… გთავაზობთ მის პოსტს. „გიო გასული საუკუნის 90-იან წლებში გავიცანი, გავიცანი, როგორც ჟურნალისტმა რესპონდენტი. რამდენჯერაც ვხვდებოდით, გულითადად მომიკითხავდა ხოლმე… ერთ-ერთი ასეთი თბილი მოკითხვა განსაკუთრებით ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში. რას შვრებიო, მკითხა. რა ვიცი, ახლა უმუშევარი ვარ-მეთქი (მოგეხსენებათ, იყო დრო, […]

როგორ ემშვიდობებიან გიო ხუციშვილს ცნობილი მეგობრები

გიო ხუციშვილი გარდაიცვალა. 56 წლის მომღერალს გარკვეული პერიოდის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, მან თურქეთში იმკურნალა, თუმცა მკურნალობის კურსი უშედეგო აღმოჩნდა. 29 მაისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გიო ხუციშვილს ვარსკვლავი გაუხსნეს. ეს იყო მომღერლის ბოლო გამოჩენა საზოგადოების წინაშე. რადიო „ფორტუნას“ საიტთან ინტერვიუში მომღერალი ამბობდა: „სიყვარულს წლების განმავლობაში ბევრი ხალხი მიხსნიდა, მაგრამ ახლა, როცა ფიზიკურად ცოტა ვერ […]

გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნა – ბევრი ცრემლი, სიმღერა და ღიმილი…

29 მაისს, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. მან თავისი ვარსკვლავი მთელს მის თაობას მიუძღვნა, იმ ადამიანებს, რომლებიც 90-იან წლებში მასთან ერთად იბრძოდნენ. ვარსკვლავის გახსნამდე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტი გაიმართა, სადაც მასთან ერთად მისმა კოლეგებმა მიიღეს მონაწილეობა. სცენაზე მაყურებლის წინაშე ნატო გელაშვილი, თამრიკო ჭოხონელიძე, ნუკრი კაპანაძე, მაია ჯაბუა,ლელა წურწუმია, მერაბ სეფაშვილი, […]

რეკლამა