გიგი უგულავა ლელა კილაძეს გუკა რჩეულიშვილის გამო დაშორდა?!

0
170

თავის დროზე ლელა კილაძისა და გიგი უგულავას სიყვარულის ამბავზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა. ლელა პირველ მეუღლეს გაშორებული იყო, გიგი კი სწორედ ლელას გამო დაშორდა პირველ ცოლს. ვინაიდან მაშინ თბილისის მერი იყო, ამ ინფორმაციას დიდხანს მალავდნენ, შემდეგ კი საზოგადოებას ერთ-ერთი გაზეთის საშუალებით გაუმხილეს, სადაც დაიბეჭდა ფოტორეპორტაჟი ლელა კილაძის დაბადების დღიდან, გიგი უგულავა ვარდების დიდი თაიგულით რომ ესტუმრა. წყვილი დაქორწინდა, ერთად დაიწყეს ცხოვრება და შეეძინათ ვაჟი, ალექსანდრე.

მას შემდეგ მუდმივად ვრცელდებოდა ჭორები მათი დაშორების შესახებ. ლელა კილაძეს ხან ვისთან აბრალებდნენ რომანს და ხან – ვისთან. თავად ჭორებს არასდროს პასუხობდა და წყვილიც ერთად რჩებოდა, 2014 წლამდე, როდესაც მისი მეუღლის დაჭერის შემდეგ, კვლავ გავრცელდა ხმა იმასთან დაკავშირებით, რომ ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილთან დადიოდა…

ამ ამბავზე კომენტარი ოჯახის ახლო მეგობარმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა გააკეთა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დანამდვილებით იცოდა, არც ლელა აპირებდა გუკაზე გათხოვებას და არც გუკა – ლელას ცოლად მოყვანას. მოგვიანებით, გუკა რჩეულიშვილმა დაწერა, რომ ჰყავს ცოლი, ნუცა კუხიანიძე, რომელიც ძალიან უყვარს და მასთან დაშორებას არ გეგმავდა. ლელა კილაძემ ასევე გამოაქვეყნა ვრცელი სტატუსი და აღნიშნა, რომ გიგი უგულავას არ დაშორებია და გავრცელებული ხმა მხოლოდ ჭორი იყო.

სანამ ლელა კილაძისა და გუკა რჩეულიშვილის რომანის შესახებ ჭორი გავრცელდებოდა, მანამდე დადიოდა ხმები, რომ ნუცა კუხიანიძე გუკას გაშორდა და საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. სულ რამდენიმე დღის წინ, თავად გუკამ დაწერა სოციალურ ქსელში: “დღეს ჩემი უსაყვარლესი შვილი კატო 9 წლის გახდა, დიდი გოგოა უკვე, ის ატლანტაშია და ძალიან მენატრება“. როგორც ჩანს, დედა-შვილი მართლაც აღარ ცხოვრობს თბილისში და ამან კიდევ მეტად გაამძაფრა ეჭვი იმის შესახებ, რომ გუკა რჩეულიშვილი ცოლს მართლაც დაშორდა.

დღეს დილით, გიგი უგულავას ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე გამოჩნდა ინფორმაცია მისი ცოლთან დაშორების შესახებ – “ეს გადაწყვეტილება დიდი ხანი მწიფდებოდა და ურთიერთშეთანხმებით მივიღეთ“ – აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

რასაკვირველია, ყველას აინტერესებს, რა გახდა წყვილის დაშორების მიზეზი – ლელა კილაძე ხომ სულ გვერდში ედგა ახლა უკვე ყოფილ მეუღლეს. გვახსოვს მისი ცრემლებიც, როცა რამდენიმე საათის წინ ციხიდან გათავისუფლებული გიგი უგულავა კვლავ საპატიმროში შეაბრუნეს. როგორც ამბობენ, უკვე მაშინ იყო გადაწყვეტილი, რომ ერთმანეთს დაშორდებოდნენ და მიზეზი ლელას რომანია გუკა რჩეულიშვილთან. ამბობენ, რომ მათ ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს და ყველგან ერთად ჩნდებიან. გიგი უგულავამ კი მიიღო გადაწყვეტილება ოფიციალური განქორწინების შესახებ…

არ არის გასაკვირი, რომ არც ერთი მხარე ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს. ეს მხოლოდ ჭორებია, რომელზეც დღეს უკვე მთელი თბილისი საუბრობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here