გიგი ადამაშვილის კონცერტი ქუთაისში ანშლაგით ჩატარდა

0
1789

გიგი ადამაშვილი დიდი ხანია, საქართველოს მასშტაბით ტურნეს ატარებს. მომღერალს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს და მისი კონცერტები დიდი წარმატებით იმართება.

ახლახან ქუთაისში ტურნეს რიგით მეთვრამეტე კონცერტი გაიმართა, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო. თავად გიგი ძალიან კმაყოფილია გამართული ღონისძიებით.

ჩვენთან საუბრისას მომღერალმა აღნიშნა:

“დავიწყებ იმით, რომ უკვე საქართველოს 18 ქალაქში ჩავატარე კონცერტი და ვარ აღფრთოვანებული ქართული პუბლიკით და ქართველი მსმენელით. რაც შეეხება 25 მაისს გამართულ კონცერტს ქუთაისში, ამ კონცერტმა ჩაიარა სრული ანშლაგით, ქუთაისელი მსმენელი ყოველთვის არის გამორჩეული და ყოველთვის დგას მოწოდების სიმაღლეზე, მე მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის, მადლობა ამხელა დადებითი მუხტისთვის”

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here