გიგი ადამაშვილი: „ბუნებით რომანტიკოსი და ძალიან თბილი ადამიანი ვარ…“

0
2583

გიგი ადამაშვილს „ორანჟერეაში“ დავუთქვით შეხვედრა. მომღერალი თავისი კარიერის სრულიად ახალ ეტაპზე გადადის და ამის შესახებ ნახევრად გვესაუბრა, ნახევარიც დაგვიმალა, რადგან ახალ პროექტს უცხოელებთან ერთად ამზადებს, რომელიც მსმენელისთვის სიურპრიზი უნდა იყოს…

ახალი სიმღერით დავიწყოთ საუბარი…

გიგი ადამაშვილი:

ძალიან მერყევი ადამიანი ვარ და დიდხანს ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა. მსმენელს ჰქონდა მოთხოვნა, რომ ჩამეწერას ქართულენოვანი სიმღერა. ნატო ღოღობერიძემ დამიწერა „ქარი არის“, არანჟირება ეკუთვნის ანრი ჯოხაძეს, მადლობა მას გვერდით დგომისთვის. საკმაოდ კარგი გამოხმაურება მივიღე. კომერციულად არ გამითვლია, ნახვებისა თუ ფინანსებისთვის. მომეწონა და გულით ჩავწერე. ვეცდები, მსმენელს კიდევ შევთავაზო საინტერესო სიახლეები. რაც მთავარია, ყოველთვის ვცდილობ, ჩემი ნამუშევრები იყოს დახვეწილი და გემოვნებიანი. ბევრ შემოთავაზებაზე მითქვამს უარი, მათ შორის ისეთ შეთავაზებაზეც, რომელიც საკმაოდ მომგებიანი უნდა ყოფილიყო ფინანსურად, მაგრამ იმას ვერ ვიმღერებდი, რაც მე მინდოდა, ბევრი ვერ გაუძლებდა ამ ცდუნებას… მაგრამ როცა 19 წლის ხარ და ყველაფერი წინ გაქვს, არ შეიძლება, შენი კარიერა და მუსიკა გაწირო იმისთვის, რომ ფინასნურად შედარებით კარგად იყო. ეს შემოთავაზება იყო უცხოელებისგან, ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნიდან. უნდა მემღერა მათი სტილისტიკის მუსიკა, რაც მე არ შემიძლია. ვერ მოვიტყუები, თუ არ მომწონს, ვერასდროს გავაკეთებ. ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ.

ქართულ სიმღერებს კიდევ ჩაწერ?

მაქვს სხვა გათვლები, რაც ეხება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, მაგრამ მაინც ვცდილობ, ჩემს მსმენელს გული არ დავწყვიტო, როცა ითხოვს ქართულ სიმღერას. თავადაც მიყვარს და მემღერება ქართული. კიდევ ბევრი თემა მაქვს შესასრულებელი, როგორც ძველი კინოფილმებიდან, ასევე ახალი სიმღერები. ვიბრძოლებ ორივე ფრონტზე, თანამედროვე მუსიკასაც შევასრულებ.

გაქვს ახალი ინგლისურენოვანი სიმღერაც…

…რომელიც კლიპთან ერთად გამოვა. იქნება სიუპრიზი ბევრი ადამიანისთვის. ამაზე უცხოელები იმუშავებენ. ვფიქრობ, სერიოზული გარდატეხა მოხდება ჩემს ცხოვრებაში. კონკრეტულად ვერ ვიტყვი, მაგრამ მაყურებელი მალე ნახავს. დიდი შოკი მივიღე ამ შეთავაზების შემდეგ. ალბათ, ყველას ოცნებაა ეს, მით უმეტეს, პატარა ქვეყნიდან დამწყები მუსიკოსისთვის არასდროს ვამბობ, რომ უკვე პროფესიონალი მუსიკოსი ვარ. მგონია, ყველაფერი ეტაპობრივად მოვა. არასდროს არაფერი მინანია, ვფიქრობ, სწორად მივდივარ.

(ვრცლად/ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here