გიგა მაქარაშვილი ღია ეთერში მარიხუანას მოწევაზე – „ძალიან ვდარდობ…“

0
1972

ჟურნალისტი გიგა მაქარაშვილი ორდღიანი დუმილის შემდეგ განმარტავს, რატომ გადაწყვიტა, ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში მარიხუანას მოწევა. მის ამ ნაბიჯს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა და საზოგადოების ნაწილმა ის მარიხუანის რეკლამირებაში დაადანაშაულა.

ჟურნალისტი წერს:

„2 დღიანი ძალიან მძიმე ბულინგის ტალღს შემდეგ, დადგა დრო გავაკეთო განმარტება ჩემს მიერ პირდაპირ ეთერში დემოანსტრაციული მოწევის ფაქტზე:

ჩემი საქციელი იყო მხოლოდ და მხოლოდ “ბნელებზე” და საშინლად არასამართლიან ნარკოპოლიტიკაზე გამარჯვების აღნიშვნის მცდელობა. თუმცა ჩემგან სრულიად დაუგეგმავად პირდაპირ ეთერში მოწევა შესაძლებელია მარიხუანას პოპულარიზაციის და პროპაგანდის მცდელობად ყოფილიყო აღქმული, რაც კატეგორიულად არ მინდოდა და ძალიან ვდარდობ.

ბოდიშს ვუხდი ყველა ბავშვს, ვინც ეს კადრები ნახა და იფიქრა, რომ უნდა მომბაძოს.

არ უნდა მომბაძოთ. უბრალოდ, ისე უნდა მოიქცეთ, როგორც საჭიროდ თვლით და უნდა იცოდეთ კანონი, რომელიც უშუალოდ კანაფის მოხმარებას არ კრძალავს.

რაც შეეხება ჩემს საქმეს, დეტალური გამოკვლევის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩემს სისხლში ვერც ერთი აკრძალული ნივთიერების კვალი ვერ აღმოაჩინა და ახლა მხოლოდ მარიხუანის პროპაგანდის ბრალდებით მემუქრება ადმინისტრაციული სასჯელი, რომელსაც თუ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება, აუცილებლად გადავიხდი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დეკრიმინალიზაციას და მედარდება იმ მშობლებზე, ვინც საღამოს ეთერში „იბერიას“ აყურებინებს ბავშვებს სადაც 2 ბნელი და 1 ჩემნაირი დარტყმული განიხილავს ნარკოპოლიტიკას!

წარმატებები ჩვენს ქვეყანას…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here