გიგა კუხიანიძე გამარჯვებას არა რუსეთის წარმომადგენელს, არამედ გრიგოლ ყიფშიძეს ულოცავს

გიგა კუხიანიძე გამარჯვებას არა რუსეთის წარმომადგენელს, არამედ გრიგოლ ყიფშიძეს ულოცავს

გიგა კუხიანიძემ, რომელიც საბავშვო „ევროვიზიის“ ერთგვარი ექსპერტიც გახლავთ, უკცე ჩავლილ ღონისძიებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ გამარჯვებას გრიგოლ ყიფშიძეს ულოცავს, რადგან რეალურად, კონკურსი მან მოიგო. ყოველ შემთხვევაში, გიგა კუხიანიძე ასე ფიქრობს.

კომპოზიტორი წერს:

„ვულოცავ გრიგოლს გამარჯვებას. ის ჩემთვის გამარჯვებულია. მე მას რამდენიმე თვეა ვიცნობ. მიყვარს ეს ადამიანი თავისი ბუნებით, ზრდილობით, მუსიკალურობით. ვუსურვებ ულევ წარმატებას. ვულოცავ ჩემ გოგოებს, ბექვოკალებს მარტო ამ გოგოების ქართული ჯიშის სილამაზის ყურება ღირდა ყველაფერზე მეტად. ვამაყობ კიდევ და კიდევ. მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ცოტანი არიან, ვინც გვიგულშემატკივრა და გვამხნევებდა. ახლა სასაცილოდ მიმაჩნია იმ ადამიანების გულისწყვეტა, ვინც პირადად მე მერჩოდა ამ სიმღერის შექმნისთვის, რაც ასე ხდება გაუთავებლად ბოლო 10 წლის განმავლობაში. ახლა ნუ სეირობთ, მე ხომ ყველა დათვლილი მყავხართ და ჩაგწერეთ ბოროტებიას სიაში:)))“.

გიგა კუხიანიძემ გადაუხადა მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც საბავშვო „ევროვიზიაში“ ჩაერთო და თავისი წვლილი შეიტანა შოუს მომზადებაში.

სიახლეები/

|

November 27, 2017 / 2:19 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ბექა ბროლაძემ ახალი კლიპი წყალქვეშ გადაიღო

მომღერალი ბექა ბროლაძე ახალ კლიპზე მუშაობს, რომლის გადაღებებიც წყალქვეშაც მიმდინარეობს და სხვა ლოკაციებზეც. ახალი სიმღერა მაიკო კაჭკაჭიშვილსა და რეპერ ძვალს ეკუთვნით. ბექა სიმღერასა და კლიპზე გვესაუბრა. „მაიკო კაჭკაჭიშვილის და ძვალის ( აჩი ვანიშვილის ) ერთობლივი ნამუშევარზე ვიღებ კლიპს, ტექსტის ავტორი მაიკოა, არანჟირება ეკუთვნის ძვალს, მასტერინგი კობა მესხიას. კლიპი სამ ლოკაციოაზე გადავიღეთ, ერთ-ერთი გადაღება კი წყალქვეშ […]

სოფო ბათილაშვილს პატარა ბიჭუნამ ყვავილი აჩუქა (ვიდეო)

„მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებული, სოფო ბათილაშვილი, კონკურსის შემდეგ ძალიან დატვირთულია და სხვადასხვა რეგიონში კონცერტებით დადის. კონცერტებზე ის კომპოზიტორ ზვიად ბოლქვაძესა და ბენდ „ნიუტონთან“ ერთად გამოდის და ყველა იმ სიმღერის ახალ ვერსიას ასრულებს, რომლითაც ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი მომღერალი გახდა. სოციალური ქსელის მეგობრებს ის უამრავი სახალისო ვიდეოთი ანერბივრებს. მათ შორისაა ერთ-ერთი ვიდეო, სადაც უსაყვარლესი ბიჭუნა მას ყვავილს […]

თიკა ფაცაციას უფროსი ვაჟი 18 წლის გახდა

თიკა ფაცაცია არაჩვეულებრივად გამოიყურება, მუდამ ფორმაშია, თუმცა ის, აქტიური მუშაობის პარალელურად, სამ შვილზე ზრუნავს. მისი უფროსი ვაჟი ახლახან 18 წლის გახდა. ანდრო ანთელიძე საზღვარგარეთ, საფრანგეთში სწავლობს და შესანიშნავად ფლობს ფრანგულ და ინგლისურ ენებს. მცირე ხნის წინ დედა მას პარიზში სტუმრობდა, სადაც დედა-შვილმა კარგი დრო გაატარა და ამ ვოიაჟის ამსახველი ფოტოები თიკამ სოციალურ ქსელშიც გააზიარა. ახლახან […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

“სან რემო ჯუნიორის“ კონკურსზე საქართველო, 11 წლის ლიზი წერეთელმა წარადგინა

"იტალიის „სან რემო ჯუნოირის“ პრეზიდნტმა, რომელიც არის ჩემი მეგობრის, ვასიკო თედორაშვილის მეგობარი, ძალიან დიდი სურვილი გამოთქვა, რომ საქართველოს მიეღო მონაწილეობა ამ კონკურსში. თვენახევრის წინ, მან დაგვპატიჟა სან რემოში, როდესაც დავბრუნდი საქართველოში, კონკურსზე გასამგზავრებლად, შევარჩიეთ 11 წლის ლიზი წერეთელი. გიგა კუხიანიძის და მაკა დავითაიას ძალისხმვით, უმოკლეს დროში შევარჩიეთ რეპერტუარი და მალევე გამოვემგზავრეთ იტალიაში. გუშინ უკვე ლიზიმ წარადგინა საქართველო, მას არაჩვეულებრუვი შესრულება ჰქონდა სიმფონოურ ორკესტრთან ერთად! გამარჯვებული 6 მაისს გამოვლინდება, ასე რომ გვიგულშემატკივრეთ."

“ველოდები რა შემოთავაზებას მივიღებ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ” – გიგა კუხიანიძე

საბავშვო ევროვიზია საქართველოში ჩატარდება, როგორ გაირკვა კონკურსზე მიწვეული არ არის კომპოზიტორი გიგა კუხიანიძე, რომელიც წლებია საბავშვო ევროვიზიის მუსიკალური ხელმძღვანელია და მისი დახმარებით, საქართველო კონკურსის გამარჯვებული სამჯერ გახდა.

ანა გურჯმა ფილმი გადაიღო

ახალგაზრდა ქართველი მსახიობი ანა გურჯი, წლებია ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მისი სახელი განსაკუთრებით პოპულარული, მაშინ გახდა, როცა ფილმში „ისლამის უცოდველობა“ მთავარი როლი შეასრულა. ანა გურჯის ნამდვილი გვარი გიორგობიანია, მას სულ 7 ფილმში აქვს მიღებული მონაწილეობა. მსახიობმა რამდენიმე კვირის წინ საკუთარ ფილმზე დაასრულა მუშაობა, მოკლემეტრაჟიანი სურათი "G4" ამერიკაში ეკრანებზე, ნოემბრის ბოლოს გამოვა. “Music box”  ანას ამერიკაში დაუკავშირდა და მისი სადებიუტო ნამუშევრის შესახებ ესაუბრა.

ვინ წარადგენს საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე?

2016 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს 10 წლის მარიამ მამადაშვილი წარადგენს. კონკურსანტი ხუთკაციანმა ჟიურიმ შეარჩია. საკონკურსო სიმღერაზე, მარიამ მამადაშვილთან ერთად, კომპოზიტორმა გიორგი კუხიანიძემ იმუშავა.

“ხალხი გასართობად წავიდა და ესენი პანაშვიდს აღავლენენ” – შოუბიზნესის წევრები თავიანთი კოლეგების წინააღმდეგ

წლევანდელი თბილისობის კონცერტს, სადაც ქართული ესტრადის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ, როგორც მოსალოდნელი იყო, კრიტიკა მოჰყვა. სოციალური ქსელი ამ ყველაფერს საუკეთესოდ წარმოაჩენდა, რადგან მაშინ, როდესაც ნინი ბადურაშვილი, მაკა ზამბახიძე, ნოდიკო ტატიშვილი თუ შოუბიზნესის სხვა წევრები ბიგ-ბენდთან ერთად გამართული კონცერტის წინ ფოტოებს ათავსებდნენ და შემდეგ საკუთარი შესრულების ვიდეოს, პარალელურად, სხვა მუსიკოსები კრიტიკულ შენიშვნებს წერდნენ კონცერტის მიმდინარეობისას.

რეკლამა