ღამის თოქშოუს „იმედზე“ ნოე სულაბერიძესთან ერთად ნინი ბადურაშვილი, ანრი ჯოხაძე და ნინო ნადირაძე გაუძღვებიან

0
1673

პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ ახალი ვიდეორგოლი გააზიარა, რომელშიც მონაწილეობს თავად რამდენიმე ცნობილ სახესთან ერთად – ესენი არიან ნინი ბადურაშვილი, ანრი ჯოხაძე, ნინო ნადირაძე-კუზანოვა და ირაკლი მაქაცარია.

როგორც „ფორტუნამ“ შეიტყო, ისინი ერთად გაუძღვებიან ახალ ღამის თოქშოუს, რომელიც „იმედზე“ მალე დაიწყება.

ნოე სულაბერიძე მცირე ხნის წინ „იმედზე“ დაბრუნდა ის „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ უხელმძღვანელებს. მოგეხსენებათ, ეს პროექტი რამდენიმე წლის წინ სწორედ ნოემ დაიწყო ზემოხსენებულ არხზე, რამდენიმე სეზონის შემდეგ ნოეს მაგივრად გენერალურ პროდიუსერად სხვა დაინიშნა.

როგორც ჩანს, ნოეს „ცეკვავენ ვარსკვლავებთან“ ერთად, მეორე პროექტიც ჩაბარდა „იმედზე“. გადაცემის სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია.

https://www.facebook.com/nsulaberidze/videos/10212825687664861/?autoplay_reason=gatekeeper&video_container_type=1&video_creator_product_type=2&app_id=2392950137&live_video_guests=0

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here