გამოჯანმრთელებულ მიხეილ გიორგაძეს თელავის თეატრში ფეხზე წამოუდგნენ (ვიდეო)

0
921

თელავის თეატრში შეხვედრაზე ჩასულ მიხეილ გიორგაძეს ოვაციებით შეხვდნენ და ფეხზე წამოუდგნენ. განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ოფიციალურ შეხვედრაზე იმყოფებოდა, სადაც ქართული თეატრის დღეს აღნიშნავდნენ. ის პაატა გულიაშვილმა წარადგინა შემდეგი სიტყვებით: „ეს არის ადამიანი, რომელიც გვიყვარდა ყველას და ასმაგად და ასიათასჯერ უფრო შეგიყვარდა, იმიტომ, რომ ამ მდგომარეობაში მაინც ჩვენ გვერდითაა“. ამ წარდგენის შემდეგ მიხეილ გიორგაძე სცენაზე გამოვიდა და მას აპლოდისმენტებით შეეგებნენ.

მაკა მჭედლიშვილი ავრცელებს ამ ვიდეოს და წერს: „კულტურაში 8-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში, ეს იყო ყველაზე ემოციური და გულისამაჩუყებელი გამოსვლა, რაც მინახავს!“

თავად მიხეილ გიორგაძემ აღნიშნა, – „ძალიან მიჭირს სიტყვებით გადმოგცეთ ჩემი ემოციები ახლა ამ წამს. ვარ ძალიან ბედნიერი, რომ მაქვს შესაძლებლობა, პირადად მოგესალმოთ დღევანდელ დღეს. მოგეხსენებათ, 14 იანვარი ქართული თეატრის დღეა…“

შეგახსენებთ, რომ მინისტრის მოადგილეს მძიმე ავარია შეემთხვა და საქართველოში მისი გამოჯანმრთელება ვერ შეძლეს, ამიტომაც ის ახლობლების გადაწყვეტილებით, თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც ახლახან დაბრუნდა.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here