გახდომის ოქროს წესები ნანუკა ჟორჟოლიანისგან

გახდომის ოქროს წესები ნანუკა ჟორჟოლიანისგან

ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში ძალიან გახდა და კარგ ფორმაშია. ტელეწამყვანი საკუთარ გამოცდილებას ამ კუთხით უზიარებს მათ, ვისთვისაც მისი რეკომენდაცია შესაძლოა, საინტერესო იყოს.

ნანუკა წერს:

„მოგესალმებით, მეგობრებო:)

დიდი ხანია თქვენთან არ მიჭორავია და თემა, რომელზეც მინდა გესაუბროთ, ჩვენივე შესაძლებლობებია. დასტურად ფოტოსაც დავურთავ ნაამბობს.

ჩემი არაჯანსაღი ცხოვრება იწყებოდა სიგარეტით და ყავით, გრძელდებოდა შემწვარ-მოხრაკული საჭმლით, გიჟური რეჟიმით და დარღვეული ძილით. ამას რატომ გიყვებით, იმიტომ რომ ყველაზე უკიდურეს ზარმაც და არასწორი რეჟიმით მცხოვრებ ადამიანსაც კი, ერთ წამში შეუძლია შეცვალოს ყველაფერი.

საკმარისია, გააქროთ რაციონიდან, შაქარი, ტკბილეული, ხილი ჭამოთ მხოლოდ დღის ორ საათამდე, ამოიღოთ ყველანაირი ბურღულეული (გრეჩიხის, ქინოას გარდა) არ მიირთვათ ზეთში შემწვარი არაფერი. არანაირი გაზიანი და ალკოჰოლური სასმელი. წყალი აუცილებლად და ფიზიკური აქტივობა. დაძინება დღეს (12 საათამდე) და გაღვიძება ხვალ.

6 თვეში, ყოველგვარი სტრესის, ნევროზის, ისტერიკის გარეშე ისეთ ფორმაში იქნებით, მიხვდებით, რომ ეს ცხოვრების თავიდან დასაწყისია. კვება ჩვევაში გადაგივათ, რაც ნიშნავს იმას, რომ მთელი ცხოვრება გარანტირებული გაქვთ ჯანსაღი ცხოვრება, კარგი ვიზუალით.

  1. იკვებეთ დღეში 4-ჯერ
  2. შუალედი იყოს 2-3 საათი.
  3. მეორე კვება შეიძლება იყოს ხილი.
  4. არ დაგავიწყდეთ, რომ გამოძინება აუცილებელია.
  5. წყალი
  6. არანაირი შემწვარი საჭმელი. პური, ხაჭაპური დაივიწყეთ და შემდეგ მათაც დაავიწყდებით.
  7. არანაირი ტკბილი.
  8. ფიზიკური აქტივობა.
  9. მწვანე ბოსტნეული, მოხარშული, გრილზე შემწვარი ხორცი, თევზი, არის ძალიან სასარგებლო და აუცილებელი.
  10. თან იქონიეთ ნიგოზი (5-6 ლებანი, თხილი, ნუში), თავიდან ძალიან გეხმარებათ მშრალი ხილი.

მგონი, არაფერი გამომრჩა. წარმატებებს გისურვებთ და არ დაელოდოთ ხვალინდელ დღეს და განსაკუთრებით ორშაბათს:) დაიწყეთ ამ წამს 😀❤ თქვენი ნანუკა.

სიახლეები/

|

March 21, 2018 / 12:29 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნანუკა ჟორჟოლიანი მაყურებელს ბოდიშს უხდის: „მაპატიეთ ჩემი ხავილი…“

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში „მხოლოდ ქართულის“ ზედმეტად ხმამაღლა წაყვანისთვის გააკრიტიკეს. კომენტარებში წამყვანს სთხოვდნენ, უფრო ხმადაბლა გამოეცხადებინა გამომსვლელები. როგორც ჩანს, ნანუკამ შენიშვნა მიიღო მას შემდეგ, რაც ჩანაწერს უყურა და შემდეგი რამ დაწერა სოციალურ ქსელში: „გილოცავთ მხოლოდ ქართულის დაწყებას. ამდენი ნიჭიერი ბავშვის აღმოჩენას. ქართული სიმღერების გაცოცხლებას. მართლა ეროვნული პროექტია, რომელიც დროს გაუძლებს. p.s. დღეს ვუყურე ჩანაწერს და […]

ნანუკა ჟორჟოლიანი პრეზიდენტს როსტოს შეწყალების თხოვნით მიმართავს

ნანუკა ჟორჟოლიანს ძალიან ენატრება თავისი მეგობარი, ლევან როსტოშვილი, როსტო, რომელიც რამდენიმე წელია, პატიმრობაშია. ამის შესახებ მან „ფეისბუქზე“ დაწერა, შემდეგ კი გამოაქვეყნა წერილი, რომლიტაც გიორგი მარგველაშვილს მიმართავს, რათა მან როსტო შეიწყალოს. „ბატონო პრეზიდენტო, შეიწყალეთ ლევან როსტოშვილი. მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ ჩემი მეგობარია, ბრალი აღიარა, სასჯელის ნახევარი მოიხადა, მისი პირველი პატიმრობაა. კომისიის ყველა წევრმა ორჯერ მოაწერა […]

ნანუკა ჟორჟოლიანის ტრანსფორმაცია (ფოტოკოლაჟი)

ნანუკა ჟორჟოლიანი გადაცემის გვერდზე აქვეყნებს ორ ფოტოს, სადაც მის წონას შორის სხვაობა ადვილად შესამჩნევია. მარჯვენა ფოტოზე ტელეწამყვანი ბევრად უკეთესად გამოიყურება. როგორც ნანუკა წერს: „იმ ქალებს, რომლებიც ჯერ არ მისულან იმ გადაწყვეტილებამდე, რომ იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ვურჩევდი, რომ აუცილებლად სცადონ. სპორტსმენები და მოდელები არასოდეს არ არიან ჩემი მაგალითები. ჩემი მოტივაცია მოდელი ვერასოდეს გახდება, იმიტომ რომ […]

„არც დამისვამს კითხვა, დავბრუნებულიყავი თუ არა ტელევიზიაში ნუცას შემდეგ…“

მაია ასათიანმა ნანუკა ჟორჟოლიანს ინტერვიუ მისცა, სადაც ბევრი რამის შესახებ ისაუბრა, მათ შორის იმაზე, როგორ გადაწყვიტა შვილის გარდაცვალების შემდეგ ტელევიზიაში დაბრუნება. მან აღნიშნა – „არც დამისვამს კითხვა, დავბრუნებულიყავი თუ არა ტელევიზიაში ნუცას შემდეგ… მე რომ ვყოფილიყავი პედაგოგი, დავბრუნდებოდი სკოლაში, მე რომ ვყოფილიყავი ექიმი, დავბრუნდებოდი საავადმყოფოში, ვიყავი ჟურნალისტი და დავბრუნდი ტელევიზიაში…“ მაიამ იმაზეც ისაუბრა, ფიქრობს თუა […]

ნანუკა ჟორჟოლიანი ცნობილ სახეებს, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს უჭერენ მხარს, გადაცემაში აღარ მიიწევევს

ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ მის გადაცემაში ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას ის ცნობილი სახეები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს უჭერენ მხარს. ნანუკა წერს: „შოუბიზნესის წარმომადგენლებო, „ცნობილო“ სახეებო, ადამიანებო ვინც, ქვეყნის მტერს, მოღალატეს უჭერთ მხარს, „ნანუკას შოუს“ კარები თქვენთვის დახურულია. იხილეთ მისი ყველა განცხადება საქართველოზე, აგვისტოს ომზე და აღარ გაგიჩნდებათ კითხვა რატომ“.

რეკლამა