გადაცემები

Et Cetera…
ორშაბათი - პარასკევი/13:00

Kevin Spacey, Amy Winehouse, Elton John, Madonna, Julia Roberts... ცნობილი ადამიანები და მათი ცხოვრების საინტერესო დეტალები. ყოველდღიური რუბრიკა, რადიო ფორტუნას წამყვან თუთა ჩხეიძესთან ერთად...

Fashion Time
სამშაბათს და პარასკევს/20:30

ყველაზე თანამედროვე, სტილური და მოდური გადაცემა Music Box-ის ეთერში.
გადაცემა, მათთვის ვისაც აქვს სურვილი იყოს ინფორმირებული რა ხდება ქართულ თუ მსოფლიო მოდაში, გაეცნოს უახლოეს ტენდენციებს, აუწყოს ფეხი და არ ჩამორჩეს მას.
გადაცემა მათთვის ვისაც აინტერესებს თუ რას სთავზობენ თბილისური ბრენდული მაღაზიები, საიუვილერო სალონები, სილამაზის და გამაჯანსაღებელი ცენტრები.

New Schooler
სამშაბათს/21:00

ყოველ სამშაბათს 21:00 საათზე MUSIC BOX-ის ეთერში მამაკაცების დრო დგება. ეს ის დროა, როდესაც ქალბატონებმა და სუსტი ნერვების მქონეებმა უნდა დატოვოთ სავარძლები და ადგილი მამრობით სქესს დაუთმოთ. ტექნოლოგიური სიახლეები, საინტერესო სპორტული მოვლენები, ექსტრიმი და ბევრი ადრენალინი. NEW SCHOOLER ყველაზე ექსტრემალური, დინამიკური და მძაფრსიუჟეტიანი გადაცემა სპეციალურად მამაკაცებისათვის.

News Box
ორშაბათი – პარასკევი/19:30

News Box - ცხელ-ცხელი შოუბიზნესური ჭორები, სკანდალები, წითელი ხალიჩა და ყვითელი სიახლეები - ეს ყველაფერი News Box-ში. ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, 19:30 საათზე უყურეთ ქართულ და უცხოურ შოუ-ბიზნესში მომხდარ სიახლეებს. გაიგეთ, გლამურული ჭორები და ჩაერთეთ ქართული და არამარტო ქართული ელიტური საზოგადოების ცხოვრებაში. გაიგეთ ყველაზე ადრე და ყველაზე მეტი - ეს News Box-ია...

Tbilisi Info
სამშაბათსა და პარასკევს/20:00

გადაცემა მოიცავს თბილისში არსებულ ყველა აქტუალურ თემას. ვაშუქებთ საზოგადოებისთვის საინტერესო და პრობლემურ საკითხებს. სიუჟეტებში განვიხილავთ სოციალურ-ეკონომიკურ, ასევე კულტურულ სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს…

TOP Kids
შაბათს/13:00

Top Kids - ყველაზე საბავშვო, ენერგიული, მხიარული და მუსიკალური გადაცემა ბავშვებისთვის, მათი მშობლებისთვის და ყველასთვის ვისაც უყვარს მუსიკალური აურზაური. შემოგვიერთდით, ერთად ავიმაღლოთ განწყობა და ვიმოგზაუროთ Top Kids-ის მუსიკალურ პლანეტაზე - გადაცემის წამყვან - რუსკა ხვედელიძესთან ერთად...

Top Kids - ყველაზე საბავშვო, ენერგიული, მხიარული და მუსიკალური გადაცემა ბავშვებისთვის, მათი მშობლებისთვის და ყველასთვის ვისაც უყვარს მუსიკალური აურზაური. გადაცემაში თქვენ ნახვათ კლიპის პრემიერებს, საინტერესო მუსიკალურ ვიდეო-რგოლებს - რა თქმა უნდა ბავშვების შესრულებით.

ავატარი
კვირა/21:15

ყველაზე საინტერესო და განსხვავებული გადაცემა ”ავატარი“ -თანამედროვე, მსოფლიო ფილმებზე. გადაცემა ნებისმიერი ასაკის, სქესის, ხასიათისა და განწყობის ადამიანისთვის - მათთვის ვისაც საუკეთესო ფილმების ყურება იტაცებს. განსხვავებული ჟანრის ჰოლივუდური კინოსურათები, ქართული კინოს სიახლეები და მნიშვნელოვანი მოვლენები, კადრს მიღმა სცენები და ფილმები, რომელიც აუცილებლად ნანახი უნდა გქონდეთ.

ავტოგრაფი
ოთხშაბათი/20:00

დატოვე შენი „ავტოგრაფი“ „მიუზიკბოქსზე“!..
გადაცემა „ავტოგრაფი“ – „მიუზიკბოქსის“ ეთერშია ყოველ ოთხშაბათს, 20:00 საათზე, განმეორებით პარასკევს - 13:00 საათზე და კვირას 12:30 საათზე.
თქვენ გელით შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან, რომლებიც გულახდილად საუბრობენ პროფესიულ და პირად თემებზე, კვირის აქტუალური თემების გამოხმაურებები და რასაკვირველია, ექსკლუზიურად გაშუქებული სიახლეები.

TOP გადაცემები

რატომ ამბობს უარს დათო ხუჯაძე საქართველოში სიმღერაზე და როგორი მამაა ის?

რატომ ამბობს უარს დათო ხუჯაძე საქართველოში სიმღერაზე და როგორი მამაა ის?

მაშინ, როცა ქართული შოუბიზნესი მოწოდების სიმაღლეზე იყო და ამ მწვერვალების სათავეში გვევლინებოდა "ბოიბენდი" "სახე", სწორედ მისი წევრი იყო მომღერალი დათო ხუჯაძე, რომელიც გოგონების გულთამპყრობელის სტატუს ინარჩუნებდა. 2000 წლიდან, დათოს შემოქმედებაში ახალი ეტაპი იწყება – სოლო კარიერა. მის რეპერტუარში არაჩვეულებრივად ერწყმის ერთმანეთს სოული, დისკო, რეგის საცეკვაო რიტმები და ეთნიკური მელოდიები. ამის შემდეგ მომღერალმა მოღვაწეობა, რუსულ შოუბიზნესშიც სცადა და საკმაოდ წარამტებულიც აღმოჩნდა.

“Boyz II Men” თბილისში კონცერტს 14 და 15 იანვარს გამართავს

“Boyz II Men” თბილისში კონცერტს 14 და 15 იანვარს გამართავს

საქართველო რომ მსოფლიოს მუსიკალურ რუქაზე მოინიშნა, უცხო არავისთვაა. ამის დასტური კი მსოფლიო ვარსკვლავების გახშირებული ვიზიტებია. გასული სეზონი კი ამ მხრივ მართლაც მრავალფეროვანი გახლდათ. ამჯერად ქართველი მელომანებისთვს, ჩვენს ქვეყანას ყველა დროის ერთერთი ყველაზე პოპულარული R&B ჯგუფი, "BOYZ II MEN" ესტუმრება. ამ ყველაფრის ორგანიზატორი კი "სოლო“ ჯგუფი გახლავთ, რომელთა ანგარიშზეც ქრის ბოტის, სტინგის და ერიკ ბენეს კონცერტებია.

Fashion Time – რომელი ბრენდის სამკაულებით წარსდგნენ ვარსკვლავები 2017 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე?

Fashion Time – რომელი ბრენდის სამკაულებით წარსდგნენ ვარსკვლავები 2017 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე?

გაიგეთ, რომელი ბრენდის სამკაულებით წარსდგნენ ვარსკვლავები 2017 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე

რეკლამა