TOP Kids

TOP Kids
Top Kids - ყველაზე საბავშვო, ენერგიული, მხიარული და მუსიკალური გადაცემა ბავშვებისთვის, მათი მშობლებისთვის და ყველასთვის ვისაც უყვარს მუსიკალური აურზაური. გადაცემაში თქვენ ნახვათ კლიპის პრემიერებს, საინტერესო მუსიკალურ ვიდეო-რგოლებს - რა თქმა უნდა ბავშვების შესრულებით. თითოეულ მათგანს მინიჭებული აქვს SMS კოდი, რომელსაც აგზავნით ნომერზე 93090. უმესიჯებთ თქვენს რჩეულს, რომელიც შემდეგ მოხვდება Top Kids-ის მუსიკალურ ხუთეულში. გადაცემა Top Kids - ყოველ შაბათს, 13:00-ზე... შემოგვიერთდით, ერთად ავიმაღლოთ განწყობა და ვიმოგზაუროთ Top Kids-ის მუსიკალურ პლანეტაზე - გადაცემის წამყვან - ნუკი კოპალეიშვილთან ერთად...

ჩვენი მეშვეობით შეიტყობთ, თუ როგორი სასწავლო პროგრამა აქვთ მილენიუმის მოსწავლეებს. ნახავთ ქართულის, მათემატიკისა და ხელოვნების გაკვეთილებს განსხვავებული ფორმით. გაიცნობთ ნიჭიერ თანაწამყვანებს.

ამ გადაცემაში ონისე თირქია გვიამბობს ნილ გეიმანის "კორალაინზე", გოგონაზე, რომელიც საიდუმლო კარით ზღაპრულ სამყაროში გადადის.

ამ გადაცემაში ბავშვთა ფსიქოლოგი ისაუბრებს ტყუილის ანატომიის შესახებ.

ინდოეთის ეროვნულ სიმბოლოდ აღიარებულ ფარშევანგს მართლაც რომ მეფური შესახედაობა აქვს. ალბათ ამიტომაცაა, რომ ამპარტავანი ადამიანების აღსაწერად ზოგ ენაში იყენებენ გამოთქმას „ფარშევანგივით ამაყი“. თუმცა კი, ეს ფრინველი არც ისეთი თავკერძაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მისი მოშინაურება ადვილად შეიძლება.

“Vip Family-ს" სტუმრები იყვნენ, თემო ბაბუციძე და პატარა დემეტრე. იმის გამო, რომ დემეტრემ ჯერ ლაპარაკი არ იცის, მისი მამისგან გავიგებთ, როგორ ცვლის ადამიანს შვილი. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, რამდენად დიდ დროს ატარებენ ერთად და ზოგადად შევიტყობთ მათი ურთიერთობის შესახებ.

ანიტა კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილე გახლდათ, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა. ხოლო ნანუკამ სიმღერით „ნანა“, რომელსაც აკვანში ჩაწოლილ თოჯინას უმღეროდა, პირველი საპრიზო ადგილი დაიმსახურა. პატარებმა ბევრი შრომის შედეგად, სამშობლო ასახელეს, შინ ამაყები და გახარებულები დაბრუნდნენ.

1. რატომ არ ჭამენ ბავშვები? 2. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ასეთ დროს? 3. როგორ უნდა გადაიჭრას კვებასთან დაკავშირებული პრობლემები?

გვიყურეთ და გაიგეთ გადატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, რამდენად დიდ დროს ატარებს დედა - შვილი ერთად. ნიტამ ძალიან კარგად გაართვა თავი მოცემულ დავალებებს. ბლიც კითხვებიდან კი აღმოჩნდა, რომ პატარა უფრო კარგად იცნობს დედას.

მორიელები უხერხემლო ცხოველები არიან, ობობასნაირთა კლასიდან. აქედან გამომდინარე, მათ ენათესავებიან ობობები და ტკიპები. ისინი ოდითგანვე საშიშნი იყვნენ ადამიანებისთვის. მორიელების 1500-ზე მეტი სახეობაა ცნობილი, თუმცა ყველაზე შხამიანი "იმპერატორი მორიელია"

რეკლამა

TOP გადაცემები

რეკლამა

Facebook