TOP Kids

TOP Kids
Top Kids - ყველაზე საბავშვო, ენერგიული, მხიარული და მუსიკალური გადაცემა ბავშვებისთვის, მათი მშობლებისთვის და ყველასთვის ვისაც უყვარს მუსიკალური აურზაური. გადაცემაში თქვენ ნახვათ კლიპის პრემიერებს, საინტერესო მუსიკალურ ვიდეო-რგოლებს - რა თქმა უნდა ბავშვების შესრულებით. თითოეულ მათგანს მინიჭებული აქვს SMS კოდი, რომელსაც აგზავნით ნომერზე 93090. უმესიჯებთ თქვენს რჩეულს, რომელიც შემდეგ მოხვდება Top Kids-ის მუსიკალურ ხუთეულში. გადაცემა Top Kids - ყოველ შაბათს, 13:00-ზე... შემოგვიერთდით, ერთად ავიმაღლოთ განწყობა და ვიმოგზაუროთ Top Kids-ის მუსიკალურ პლანეტაზე - გადაცემის წამყვან - ნუკი კოპალეიშვილთან ერთად...

ფსიქოლოგი აგვიხსნის, რა სირთულეები გვხვდება პირველ დღეს ბაღში და როგორ მოვაგვაროთ ისინი.

ამ გადაცემაში ანი ტეფნაძე ისაუბრებს პერსი ჯექსონის "მეხის ქურდის" შესახებ.

გადაცემა ტოპ ქიდსმა სილამაზის კონკურსში გამარჯვებულ ბავშვებს უმასპინძლა. ჩვენი მაყურებელი შეიტყობს, თუ როგორი ფერები და სტილის სამოსია მოდაში ბავშვების აზრით. ასევე, იხილავთ ულამაზეს კაბებში გამოწყობილ პატარებს.

ყველასთვის საყვარელმა მომღერალმა - ირინა ბაირამაშვილმა რამდენიმე წლის წინ სტუდია - Sit Voice გახსნა საგარეჯოში. სტუდიაში მისულ ბავშვებს ძალიან თბილი გარემო ხვდებათ. სტუდიის ხელმძღვანელი ირინა, ხოლო მასწავლებელი - თეა ხატიაშვილია. რამდენიმე დღის წინ საკონცერტო დარბაზ „მუზაში“ სტუდიის ბავშვებს კონცერტი ჰქონდათ, რომელიც თვითონ ირინა ბაირამაშვილს მიჰყავდა. კონცერტში 25 ბავშვი მონაწილეობდა. რაც შეეხება, ასაკს 3-დან 20 წლამდე გოგო-ბიჭები იყვნენ.

„Vip Family“-ის სტუმარი იყო „თათის ბუტიკი“-ს დამფუძნებელი და კარატის კლუბ „ალიგატორის“ მწვრთნელი თათა მელუა, შვილთან - ალექსანდრესთან ერთად. პატარას კარგი მონაცემები აქვს კარატისთვის და თათა არ გამორიცხავს, ალექსანდრეც ამ სპორტს რომ გაჰყვეს.

ჰიპერ - ბერძნული სიტყვაა და აღნიშნავს ნორმის გადამეტებას. ჰიპერაქტიური ბავშვების ორგანიზმში ნერვული იმპულსების გადაცემაა გაძლერებული. ის, რომ ბავშვი უბრალოდ ცელქი და აქტიურია, არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად ჰიპერაქტიურია. გაიგეთ მეტი ჰიპერაქტიურობაზე, ბავშვთა ფსიქოლოგ თათია გურგენიძესგან.

ვისაც სურვილი გაქვთ და ჯერ ვერ მოხვდით ამ კონკურსში, მოემზადეთ, სექტემბრის ბოლოს იწყება „მის და მისტერ ბეიბის“ კონკურსის რეგისტრაცია, სამოდელო სააგენტო „New Look Models–ის" სტუდიაში, რომელიც მდებარეობს დიღმის მასივში, მიქელაძის 7 ნომერში და სოლოლაკში, ლეონიძის 11 ა.

“Vip Family-ს" სტუმარი იყო "შატო მუხრანის“ ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი - ელენე ოთარაშვილი, შვილებთან - ნიკოლოზ და ლიზა სულაძეებთან ერთად. ბავშვებმა ძალიან კარგი დრო გაატარეს „შუმბა ლენდში“.

ტყუილი ჩვენი ერთგული თანამგზავრია. იტყუება ყველა, ყოველთვის და ყველგან, საჭიროების და მონაცემების მიხედვით. იტყუებიან ბავშვებიც. ამ თემაზე კი ბავშვთა ფსიქოლოგი - თათია გურგენიძე საუბრობს.

რეკლამა

TOP გადაცემები

რეკლამა

Facebook