TOP Kids

TOP Kids
Top Kids - ყველაზე საბავშვო, ენერგიული, მხიარული და მუსიკალური გადაცემა ბავშვებისთვის, მათი მშობლებისთვის და ყველასთვის ვისაც უყვარს მუსიკალური აურზაური. გადაცემაში თქვენ ნახვათ კლიპის პრემიერებს, საინტერესო მუსიკალურ ვიდეო-რგოლებს - რა თქმა უნდა ბავშვების შესრულებით. თითოეულ მათგანს მინიჭებული აქვს SMS კოდი, რომელსაც აგზავნით ნომერზე 93090. უმესიჯებთ თქვენს რჩეულს, რომელიც შემდეგ მოხვდება Top Kids-ის მუსიკალურ ხუთეულში. გადაცემა Top Kids - ყოველ შაბათს, 13:00-ზე... შემოგვიერთდით, ერთად ავიმაღლოთ განწყობა და ვიმოგზაუროთ Top Kids-ის მუსიკალურ პლანეტაზე - გადაცემის წამყვან - ნუკი კოპალეიშვილთან ერთად...

ვაკის პარკში ძველი ატრაქციონები აღადგინეს. რა შთაბეჭდილება დატოვა მილენიუმის სკოლის ბავშვებზე.

აფრიკული სირაქლემა დღეს არსებულ ფრინველთა შორის ყველაზე დიდი ზომისაა. ბინადრობს აფრიკის სავანებში, ნახევარუდაბნოებსა და უდაბნოებში. გაიგეთ მეტი სირაქლემების შესახებ.

მარიამ სესიტაშვილი Top Kids-ის მაყურებელს ჯონ გრინის "ქაღალდის ქალაქებზე" ესაუბრება.

რძის გველი უწყინარი ქვეწარმავალია. იზრდება 50-150 სანტიმეტრი. იგი იკვებება მწერებით, ლოკოკინებით, ჭიებით და მოზრდილები ხვლიკებითაც. რძის გველი ძალიან ჰგავს მარჯნის გველს, რომელიც სასიკვდილოდ შხამიანია. იცით, როგორ უნდა გავარჩიოთ ეს ორი გველი ერთმანეთისაგან? თუ წითელი რგოლის მერე მოდის შავი, ეს რძის გველია. ხოლო თუ წითელი რგოლს ყვითელი აგრძელებს, გაიქეცი, ფორესტ, გაიქეცი!

ფსიქოლოგი აგვიხსნის, რა სირთულეები გვხვდება პირველ დღეს ბაღში და როგორ მოვაგვაროთ ისინი.

ამ გადაცემაში ანი ტეფნაძე ისაუბრებს პერსი ჯექსონის "მეხის ქურდის" შესახებ.

გადაცემა ტოპ ქიდსმა სილამაზის კონკურსში გამარჯვებულ ბავშვებს უმასპინძლა. ჩვენი მაყურებელი შეიტყობს, თუ როგორი ფერები და სტილის სამოსია მოდაში ბავშვების აზრით. ასევე, იხილავთ ულამაზეს კაბებში გამოწყობილ პატარებს.

ყველასთვის საყვარელმა მომღერალმა - ირინა ბაირამაშვილმა რამდენიმე წლის წინ სტუდია - Sit Voice გახსნა საგარეჯოში. სტუდიაში მისულ ბავშვებს ძალიან თბილი გარემო ხვდებათ. სტუდიის ხელმძღვანელი ირინა, ხოლო მასწავლებელი - თეა ხატიაშვილია. რამდენიმე დღის წინ საკონცერტო დარბაზ „მუზაში“ სტუდიის ბავშვებს კონცერტი ჰქონდათ, რომელიც თვითონ ირინა ბაირამაშვილს მიჰყავდა. კონცერტში 25 ბავშვი მონაწილეობდა. რაც შეეხება, ასაკს 3-დან 20 წლამდე გოგო-ბიჭები იყვნენ.

„Vip Family“-ის სტუმარი იყო „თათის ბუტიკი“-ს დამფუძნებელი და კარატის კლუბ „ალიგატორის“ მწვრთნელი თათა მელუა, შვილთან - ალექსანდრესთან ერთად. პატარას კარგი მონაცემები აქვს კარატისთვის და თათა არ გამორიცხავს, ალექსანდრეც ამ სპორტს რომ გაჰყვეს.