TOP Kids

TOP Kids
Top Kids - ყველაზე საბავშვო, ენერგიული, მხიარული და მუსიკალური გადაცემა ბავშვებისთვის, მათი მშობლებისთვის და ყველასთვის ვისაც უყვარს მუსიკალური აურზაური. გადაცემაში თქვენ ნახვათ კლიპის პრემიერებს, საინტერესო მუსიკალურ ვიდეო-რგოლებს - რა თქმა უნდა ბავშვების შესრულებით. თითოეულ მათგანს მინიჭებული აქვს SMS კოდი, რომელსაც აგზავნით ნომერზე 93090. უმესიჯებთ თქვენს რჩეულს, რომელიც შემდეგ მოხვდება Top Kids-ის მუსიკალურ ხუთეულში. გადაცემა Top Kids - ყოველ შაბათს, 13:00-ზე... შემოგვიერთდით, ერთად ავიმაღლოთ განწყობა და ვიმოგზაუროთ Top Kids-ის მუსიკალურ პლანეტაზე - გადაცემის წამყვან - ნუკი კოპალეიშვილთან ერთად...

ფაუნალენდში წიწილები გამოიჩეკნენ. გაიგე, რამდენ ხანი სჭირდება წიწილას გამოსაჩეკად და აუცილებელია თუ არა, კრუხმა გამოჩეკოს.

საქართველო ის ქვეყანაა, სადაც დიდი ხნის მანძილზე უცხო ქვეყნიდან შემოტანილი სამოსი უფრო იყიდებოდა, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში დამზადებული. საბედნიეროდ ბოლო პერიოდში ხშირად ვიხილავთ მარკებს წარწერით „დამზადებულია საქართველოში“. სწორედ ჩვენს ქვეყანაში დაფუძნებულია საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი „ნიკოლი“, რომელიც მომხმარებელს ხარისხიან, ნატურალური ქსოვილით დამზადებულ და მოდურ ტანსაცმელს სთავაზობს, მრავალფეროვანი ასორტიმენტით.

Top Kids-ის თანაწამყვანებმა გასართობ ცენტრ "ბუმბუმში" მაყურებელს არაჩვეულებრივი სანახაობა შესთავაზეს. ჩვენი გადაცემის მეშვეობით შეიტყობთ, როგორი ფიზიკური აქტივობებია ბავშვებისთვის საყვარელი.

კულტურის საერთაშორისო ცენტ „მუზაში“ მეკო სტუდიამ და არტ ჰაუსმა გამოფენა „ფერთა სამყარო“ მოაწყო, სადაც წარმოდგენილი იყო მათი ბავშვების ნამუშევრები. ბავშვები არ იყვნენ შეზღუდულნი, სურვილის მიხედვით ხატავდნენ და ქმნიდნენ ამ ძალიან ლამაზ ნამუშევრებს, რადგან თემა თავისუფალი იყო.

ფსიქოლოგი გვირჩევს, როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვები სადღაც ცუდ სიტყვებს სწავლობენ და მერე იმეორებენ.

ამ რუბრიკაში მარიამ ონიანი მოგვიყვება მისი საყვარელი წიგნის, ჯონ გრინის "ბედის ვარსკვლავის ბრალია", შესახებ.

თანამედროვე მაიმუნებს შორის ბრჭყალებიანი მაიმუნები ყველაზე პრიმიტიულებია. გავრცელებული არიან სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში, ცენტრალურ ამერიკაში. ოჯახში 4 გვარია და მოიცავს 33 სახეობას. ყურები და კუდი დაფარული აქვთ ხშირი ბალნით. სხვა პრიმატებისაგან განსხვავებით ყბების ორივე მხარეზე აქვთ 2—2 დიდი ძირითადი კბილი. ერთდროულად შობენ 3 ნაშიერს.

ამ გადაცემაში გიორგი საბანაძე გვესაუბრება ყველაფერზე.

ამ გადაცემაში თამთა კვაჭაძე მოგვიყვება ფილმად ქცეული წიგნის, ჯოდი პიკოს "ჩემი დის მფარველი ანგელოზის", შესახებ.