TOP Kids

TOP Kids
Top Kids - ყველაზე საბავშვო, ენერგიული, მხიარული და მუსიკალური გადაცემა ბავშვებისთვის, მათი მშობლებისთვის და ყველასთვის ვისაც უყვარს მუსიკალური აურზაური. გადაცემაში თქვენ ნახვათ კლიპის პრემიერებს, საინტერესო მუსიკალურ ვიდეო-რგოლებს - რა თქმა უნდა ბავშვების შესრულებით. თითოეულ მათგანს მინიჭებული აქვს SMS კოდი, რომელსაც აგზავნით ნომერზე 93090. უმესიჯებთ თქვენს რჩეულს, რომელიც შემდეგ მოხვდება Top Kids-ის მუსიკალურ ხუთეულში. გადაცემა Top Kids - ყოველ შაბათს, 13:00-ზე... შემოგვიერთდით, ერთად ავიმაღლოთ განწყობა და ვიმოგზაუროთ Top Kids-ის მუსიკალურ პლანეტაზე - გადაცემის წამყვან - ნუკი კოპალეიშვილთან ერთად...

სილამაზის კონკურსი "New Star” მეცამეტე წელია, მაყურებელს არნახული სანახაობით ანებივრებს. კონკურსი მხოლოდ ჩვენებებით არ შემოიფარგლება, აქ სხვადასხვა სპექტაკლიზებული სცენებია. არის ქართული ტრადიციებით გაჯერებული თეატრალური დადგმები, ნაციონალური სამოსით, სადაც 18 წლამდე გოგოებს და ბიჭებს შეუძლიათ თავის წარდგენა.

Kids.ge ის ადგილია სადაც ბავშვები ძალიან ბევრ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას იღებენ. ასევე საუბრობენ იმ საბავშვო წინებზე, რომელიც წაკითხული აქვთ და განხილვის საინტერესო მეთოდს სწალობენ.

"ამერიკელი ღმერთები", ეს ის წიგნია, რომელიც სხვა სამყაროში გამოგზაურებთ. როგორ შეიძლება იბრძოლო სიმართლისთვის და რა დაბრკოლებებს შეიძლება შეეჩეხო არცთუისე მარტივ გზაზე? გვიყურეთ და დაინტერესდით წიგნების მრავალფეროვნებით.

ყველაზე წიგნიერი ბავშვისგან მოისმინეთ იმ წიგნის მოკლე შინაარსი, რომელიც ცხოვრებისეულ ფაქტებზე, ადამიანთა ურთიერთობებზე და გრძნობებზეა დაფუძვნებული. თუ გსურთ გაიგოთ ადამიანების შესახებ მეტი, არ გამოტოვოთ ეს წიგნი.

თუ გიყვართ ცხოველები და გაინტერესებთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათ შესახებ, დღევანდელი გადაცემა სწორედ თქვენთვისაა. Top kids-ი ზოოტოპიას ეწვია. ეს ის ადგილია, სადაც მრავალი ცხოველი ბინადრობს. გადაცემაში ნახავთ, რომელი ცხოველი უყვართ ბავშვებს და რატომ. მოისმენთ უამრავ იმფორმაციას იმ ცხოველების შესახებ, რომლებიც ასე უყვართ პატარებს.

გაუკეთეთ საჩუქარი თქვენივე ხელით დედიკოებს დედის დღეს. ითამაშეთ ჩევნთან ერთად და ასევე დაამზადეთ დეკორატიული სასანთლე მარტივი ხერხით. გვიყურეთ და გაიცანით განსხვავებული ბავშვები Top kids-თან ერთად.

გვიყურეთ და გაიგეთ, რატომ უნდა ავირჩიოთ ფანტასტიკის ჟანრის წიგნები და რომელია მათ შორის საუკეთესო? არაამქვეყნიურ არსებებზე დაწერილი წიგნები, მხოლოდ ბავშვებისთვისაა თუ შეიძლება დიდებიც დაინტერესდნენ?

რობოსითიში ყველა ბავშვი რობოტების სამყაროში შედის. გადაცემაში ნახავთ, როგორ ითამაშებენ პატარები და სხვადახვა რობოტუნები ერთად. არსეობენ რობოტები, რომლებსაც ხატვა, ცეკვა და ლაპარაკი შეუძლიათ. გვიყურეთ და თქვენი თვალით დარწმუნდით ამაში. ასევე იხილავთ როგორ შეიძლება პატარებმა დაამზადონ ლიმონათი თავიანთი ხელით.

17 თებერვალს ხატვის ნიჭით დაჯილდოებულმა პატარებმა, ელენე ახვლედიანის სახელობის მუზეუმში მოიყარეს თავი, სადაც რამდენიმე სამხატვრო სტუდიის აღსაზრდელების ნამუშევრები გახლდათ გამოფენილი. მათ შორის კი განსაკუთრებით სამხატვრო სტუდია „მატისის“ მოსწვალეების ნამუშევრები გამოირჩეოდა.