Tbilisi Info

Tbilisi Info
გადაცემა მოიცავს თბილისში არსებულ ყველა აქტუალურ თემას. ვაშუქებთ საზოგადოებისთვის საინტერესო და პრობლემურ საკითხებს. სიუჟეტებში განვიხილავთ სოციალურ-ეკონომიკურ, ასევე კულტურულ სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს… ერთი კონკრეტული საკითხის წარმოჩენა ხდება ყველა დაინტერესებული მხარის მოსაზრების გათვალისწინებით. გადაცემაში დასმული ყველა აქტუალური საკითხის ირგვლივ მოისმენთ როგორც თბილისის საზოგადოების აზრს, ასევე კომპეტენტური ადამიანებისა და ექსპერტების შეფასებებს…

ორგანიზაციის ინფორმაციით, გასული წლის მარტიდან, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 36000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. 2 მილიონი ადგილობრივი მცხოვრები კი, იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლი მიეტოვებინა.

მთავრობის ახალი შემადგენლობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. პრემიერ მინისტრი კონკრეტულ გვარებს ჯერჯერობით არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეებიც იქნებიან. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მინისტრთა მომავალ კაბინეტში ძალოვანი უწყებების მინისტრების ცვლილება არ იგეგმება.

სავალდებულო სამხედრო სამსახური განახლებული სახით აღდგება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება უცხოელ პარტნიორებთან და ექსპერტებთან სამთვიანი აქტიური თანამშრომლობის შედეგად მიიღეს.

მომავალი წლიდან მოსწავლეების ჩანთები კიდევ უფრო შემსუბუქდება, -ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი რეგულაციები უკვე მომზადებულია და გამომცემლებთან განხილვა მიმდინარეობს. პროცესში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროც.

საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი ახალი სკვერი გაიხსნა - პროექტის ავტორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი გვანცა ცქიფურიშვილია, რომელიც საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად გამოვლინდა. ნუცუბიძის 46-თან არსებული სკვერი პირველია საბურთალოზე, სადაც შინაური ცხოველებისთვის სპეციალური, იზოლირებული სასეირნო ზონა მოეწყო.

საქართველოში კონკურენტული კონსალტინგის თაობაზე, პირველი ღონისძიება გაიმართა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. ქეთევან ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა მთავრობის მიერ აღებულ კურსს, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში.

თუ ევროპული ცხოვრებისკენ მიმავალ გზას ვეძებთ, ეს საქართველოს კულტურული ცხოვრების პოპულარიზაციით უნდა ვცადოთ. ამის ნათელი მაგალითი კი მოდის ინდუსტრიაა და კერძოდ "Mercedes Benz"-ის მოდის კვირეული, რომელიც 3-დან 7 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება. ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს 5%-ით უსწრებს.

მმართველი პარტიის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებმა, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებით, 50-დან 48 საარჩევნო უბანზე გამარჯვება მოიპოვეს.