Tbilisi Info

Tbilisi Info
გადაცემა მოიცავს თბილისში არსებულ ყველა აქტუალურ თემას. ვაშუქებთ საზოგადოებისთვის საინტერესო და პრობლემურ საკითხებს. სიუჟეტებში განვიხილავთ სოციალურ-ეკონომიკურ, ასევე კულტურულ სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს… ერთი კონკრეტული საკითხის წარმოჩენა ხდება ყველა დაინტერესებული მხარის მოსაზრების გათვალისწინებით. გადაცემაში დასმული ყველა აქტუალური საკითხის ირგვლივ მოისმენთ როგორც თბილისის საზოგადოების აზრს, ასევე კომპეტენტური ადამიანებისა და ექსპერტების შეფასებებს…

საქართველოში, ტრადიციის მიხედვით, ბიჭის დაბადებას თოფის სროლით და დიდი ზარზეიმით აღნიშნავდნენ, გოგონას დაბადებისას კი სახლში ფაფას ამზადებდნენ. ეს პროცესი ყველანაირ აღფრთოვანებას მოკლებული იყო.

განათლებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების თემაზე, Microsoft - საქართველოს ორგანიზებით, ორდღიანი კონფერენცია გაიმართა. შეხვედრა გახსნა და თანამედროვე განათლების სისტემაში ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე ისაუბრა განათლების მინისტრმა.

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში თბილისის მერიის სტაჟირების პროგრამის ,,დაიწყე კარიერა" (მეორე ეტაპი) დასკვნითი ცერემონიალი გაიმართა. დედაქალაქის მერმა პროგრამის მონაწილე წარმატებულ სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა. დავით ნარმანიას თქმით, აღნიშნული ინიციატივა სტუდენტებს აძლევს შანსს სპეციალობის შესაბამისად აიმაღლონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

საქართველოში, სიღარიბის მაჩვენებელი 3,9%-დან 2,1%-მდე შემცირდა. ბავშვიან ოჯახებს შორის სიღარიბის მაჩვენებელი უფრო მაღალია ვიდრე უბავშვო ოჯახებში. ასეთია გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის შედეგები.

პოლიციამ სტრასბურგში ტერაქტი აღკვეთა. სტრასბურგსა და მარსელში შვიდი ეჭვმიტანილია დაკავებული. დაკავებულები საფრანგეთის, მაროკოსა და ავღანეთის მოქალაქეები არიან. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ისინი თავდასხმას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, კონტრტერორისტული ოპერაციების ფარგლებში 400-ზე მეტი ადამიანი დაკავებული.

ქაბულში, მეჩეთში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 27 ადამიანი გარდაიცვალა. BBC-ს ინფორმაციით, ინციდენტი შიიტურ მეჩეთ ბაქირ ოლუმში მოხდა. როგორც ხელისუფლება აცხადებს, მსხვერპლი, შესაძლოა, გაიზარდოს. შემთხვევის შედეგად 40 ადამიანი დაიჭრა. მომხდარზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არავის აუღია.

იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროზე 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 6:49 საათზე ცუნამი დაიწყო, ტალღის სიმაღლემ 1 მეტრს გადააჭარბა.

თბილისის ზღვის მიმდებარედ, დედაქალაქის მერიისა და კომპანია „აეკომის“ გამწვანების ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, 2500 ხე - მცენარე დაირგო.

მთავრობის ახალი შემადგენლობა უკვე ცნობილია. პრემიერმინისტრობის მოვალეობის შემსრულებელის გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის.

რეკლამა

TOP გადაცემები

რეკლამა

Facebook