New Schooler

New Schooler
ყოველ სამშაბათს 21:00 საათზე MUSIC BOX-ის ეთერში მამაკაცების დრო დგება. ეს ის დროა, როდესაც ქალბატონებმა და სუსტი ნერვების მქონეებმა უნდა დატოვოთ სავარძლები და ადგილი მამრობით სქესს დაუთმოთ. ტექნოლოგიური სიახლეები, საინტერესო სპორტული მოვლენები, ექსტრიმი და ბევრი ადრენალინი. NEW SCHOOLER ყველაზე ექსტრემალური, დინამიკური და მძაფრსიუჟეტიანი გადაცემა სპეციალურად მამაკაცებისათვის. NEW SCHOOLER - სამშაბათი 21:00; განმეორებით ოთხშაბათს 10:00-ზე, ხოლო შაბათს 13:00-ზე.

უსაფრთხოების ბალიშებს არაერთი სიცოცხლე გადაურჩენია, მაგრამ ეს მხოლოდ ავტომობილების მფლობელებს ეხება, სამწუხაროდ ბაიკერებისთვის უსაფრთხოების ასეთი სისტემა მიუწვდომელია. თუმცა გამოსავალი არის. კომპანიამ Dainese ორბორბლიანი ტრანსპორტის მოყვარულებისთვის, გამოიგონა სპეციალური ქურთუკი, რომელიც კრიტიკულ სიტუაციაში მომენტალურად იბერება და მფლობელს სერიოზული ტრავმებისგან იცავს.

ცოტა ხნის წინ კომპანია Apple-მა წარმოადგინა ახალი iPhone 6S და iPhone 6S Plus. შესაბამისად iPhone 5S ერთი საფეხურით ჩამოქვეითდა, ხოლო 4s მალე საერთოდ მიეცემა დავიწყებას…

იაპონიაში ვიდეო თმაშებისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ გამოფენამდე ცოტა ხნით ადრე, კომპანიამ Sony გადაწყვიტა თავის მომხმარებლებს რამოდენიმე სიახლე წარუდგინოს. საათნახევრიან კონფერენციაზე საუბარი იყო როგორც უკვე ანონსირებულ პროექტებზე, ასევე სულ ახალ თამაშებზე.

Go Pro-ს საპასუხოდ, რომელიც აქტიურად მუშაობს უპილოტო მფრინავი აპარატის შექმნაზე, დრონების მწარმოებელმა კომპანიამ DJI წარმოადგინა ორი ახალი კამერა უკვე არსებული დრონისთვის Inspire 1.

ბრიტანულმა სტარტაპმა Roli-მ თავისი გახმაურებული, რეზინის საფარიანი სინტეზატორის Seaboard-ის მცირე და ხელმისაწვდომი ვერსია წარმოადგინა. 37 კლავიშიანი უფროსი ძმისგან განსხვავებით, Seaboard Rise-ს 25 კლავიში აქვს, თუმცა თითების სხვადასხვა მოძრაობებით შესაძლებებლია უამრავი ხმოვანი ეფექტის მიღწევა. შემცირებული ზომის ხარჯზე საგრძნობლად დაიწია სინთეზატორის ფასმაც, თუ Seaboard Grand-ი 2000 დოლარი დაგიჯდებოდათ, Rise-ის შეძენა 800 დოლარად შეგიძლიათ. ნახეთ ვიდეო და თვად შეაფასეთ Seaboard Rise-ის შესაძლებლობები.

სან ფრანცისკოში არსებულმა კომპანია Boombotix-მა 4 დუიმიანი უსადენო დინამიკი Boombot Pro წარმოადგინა. ამიერიდან საყვარელი სიმღერების მოსმენას წყალქვეშ შეძლებთ, რა თქმა უნდა, თუ ამის სურვილი გაგიჩნდებათ. Boombot Pro წყალგამძლეა და 1 მეტრის სიღრმეზე თავისუფლად მუშაობს. პორტატული დინამიკი 120 დოლარი ღირს, გააჩნია ხმოვანი ბრძანებების ფუნქცია, მუშაობის რეჟიმში 6 საათს ძლებს და თავსებადია ნებისმიერ მობილურ მოწყობილობასთნ ბლუთუზის მეშვეობით.

▶ GTA რეალურ ცხოვრებაში ▶ ახალი მაუსი გეიმერებისთვის ▶ ჭკვიანი სექს-თოჯინები