New Schooler

New Schooler
ყოველ სამშაბათს 21:00 საათზე MUSIC BOX-ის ეთერში მამაკაცების დრო დგება. ეს ის დროა, როდესაც ქალბატონებმა და სუსტი ნერვების მქონეებმა უნდა დატოვოთ სავარძლები და ადგილი მამრობით სქესს დაუთმოთ. ტექნოლოგიური სიახლეები, საინტერესო სპორტული მოვლენები, ექსტრიმი და ბევრი ადრენალინი. NEW SCHOOLER ყველაზე ექსტრემალური, დინამიკური და მძაფრსიუჟეტიანი გადაცემა სპეციალურად მამაკაცებისათვის. NEW SCHOOLER - სამშაბათი 21:00; განმეორებით ოთხშაბათს 10:00-ზე, ხოლო შაბათს 13:00-ზე.

მათთვის, ვინც ავტომობილში გერმანულ ხარისხს, უახლეს ტექნოლოგიებს და კომფორტს ეძებს Volkswagen-მა ახალი Passat-ი შექმნა.

ავტომობილი, რომელიც მომხმარებლებისთვის ფუფუნებასთან, კომფორტთან და ხარისხთან ასოცირდება - ეს სუპერკომფორტული Mercedes Maybach S Class-ია.

ყველაზე მდიდრული სპორტული სედანი "პორშესთვის" დამახასიათებელი დინამიკით, მანევრულობით და კომფორტით. როგორც ამბობენ, მისი მართვა ავტმოყვარულების ცხოვრებისეული ვალდებულებაა. ეს "პანამერაა" - ”პორშეს” ლუქს კლასის ლიმუზინი.

კომპანია Oukitel-მა თავისი ტელეფონის რეკლამირებისთვის, საკმაოდ უცნაურ ხერხს მიმართა. მწარმოებლის განცხადებით ტელეფონი ისეთი გამძლეა, რომ ჩაქუჩის ფუნქციასაც თავისუფლად შეითავსებს. ამის დასამტკიცებლად კი ვიდეო რგოლიც გამოუშვეს, სადაც ნათლად ჩანს, რომ ლურსმნების ჩაჭედების შემდეგ ტელეფონს ნამდვილად არაფერი არ დაუზიანდა.

Samsung-მა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც Apple Pay-ს უკონტაქტო გადახდების სისტემის ხარვეზებზე გაამახვილა ყურადღება. რგოლში აქცენტი კეთდება იმაზე, რომ Apple Pay-სგან განსხვავებით Samsung Pay-ს გამოყენებით გადახდა შეგიძლიათ ნებისმიერ სავაჭრო წერტილში. ახალი iPhone-ის გამოსვლის შემდეგ Samsung-მა კიდევ ერთი სარეკლამო რგოლი გამოუშვა, სადაც "დასცინა“ Apple-ს უსადენო დამტენის არარსებობის გამო.

პოპულარული თამაშის World of Tanks შემქმნელებმა გადაწყვიტეს თავისი პროდუქტის გატანა იაპონურ ბაზარზე, ამისათვის კი მათ სარეკლამო რგოლის შექმნა დასჭირდათ. რეკლამა, რომელიც მათ წარმოადგინეს აშკარად გადაჭარბებული კრეატივით გამოირჩევა, თუმცა ვიდეო ძალიან პოპულარული გახდა.

როგორც ცნობილია, დღეს დილიდან გაყიდვაში ჩაეშვა გახმაურებული Apple, iPhone 6S და iPhone 6S Plus. აღარაფერს ვიტყვი iPhone -ის ფანების გათნებულ ღამეებზე და გრძელ რიგებში დგომაზე. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წინა მოდელის გამოსვლას გაცილებით უფრო დიდი აჟიოტაჟი მოყვა, რომ არ განმეორებულიყო მსგავსი თავპირის მტვრევა Apple-ის მაღზიებთან, კომპანიამ ონლაინ შეკვეთებზე გააკეთა აქცენტი და შესაბამისად გაყიდვების პროცესიც მშვიდად მიმდინარეობს.

აგენტი 007-ის მორიგი თავგადასავალის გამოსვლამდე დაახლოებით ერთი თვე რჩება. ამასთან დაკავშირებით კომპანიამ Heineken ახალი სარეკლამო რგოლი წარმოადგინა. მთვარი როლის შემსრულებელი რგოლში ისევე, როგორც ფილმში დენიელ კრეიგია. თავბრუდამხვევ ტრიუკებს კი რეკლამაში ბონდის მეგობარი გოგონა ფრანგი მსახიობი ზარა პრასინო ასრულებს. რეკლამა სააგენტომ Wieden + Kennedy Amsterdam გადაიღო. შეგახსენებთ, რომ ფილმის ”007: სპექტრი” მსოფლიო პრემიერა 6 ნოემბერს შედგება.

ცოტა ხნის წინ გამართულ გამოფენაზე Salon Privé 2015 ხორვატიულმა კომპანიამ განახლებული ელექტრო ბაიკი Greyp G12S წარმოადგინა. ის აღჭურვილია 84 ვოლტიანი ახალი ელემენტით, რომელიც შეგიძლიათ სახლის პირობებში დატენოთ 80 წუთში.

რეკლამა

TOP გადაცემები

რეკლამა

Facebook