ვინ მიიღებს მონაწილეობას Tbilisi Open Air 2018-ზე?

0
1718

ფესტივალი, რომელიც ქვეყნის ყველაზე დიდ კულტურულ მოვლენად ითვლება და მას ყოველწლიურად 50 000 მდე ადამიანი ესწრება 22, 23 და 24 ივნისს გაიმართება. დიახ, “ალთერ ვიჟენ ჯგუფი” თბილისი ოფენ ეარ 2018-ს წარმოგვიდგენს და ივნისში სამი დღის განმავლობაში დაუვიწყარ დღეებს გვპირდება. წლევანდელი წლის ლაინ აფი დღეს პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. მსმენელის წინაშე 60-ზე მეტი არტისტი წარსდგება, მათ შორის კი არიან Tom odelli და Rosin murphy. წინა წლების მსგავსად, ფესტივალში მონაწილეობას ქართველი შემსრულებლებიც მიიღებენ და 22 ივნისს ფესტივალს კაიაკატა გახსნის. რაც შეეხება უცხოელ შემსრულებლებს, 23 ივნისის მთავარი ჰედლაინერი, Rosin murphy-ია, ხოლო 24 ივნისს მთავარ სცენაზე ტომ ოდელი წარსდგება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here