უსაფრთხოების ახალი სისტემა ბაიკერებისთვის

უსაფრთხოების ახალი სისტემა ბაიკერებისთვის

გამოგონება, რომელმაც შესაძლოა მრავალი სიცოცხლე გადაარჩინოს…

უსაფრთხოების ბალიშებს არაერთი სიცოცხლე გადაურჩენია, მაგრამ ეს მხოლოდ ავტომობილების მფლობელებს ეხება, სამწუხაროდ ბაიკერებისთვის უსაფრთხოების ასეთი სისტემა მიუწვდომელია. თუმცა გამოსავალი არის. კომპანიამ Dainese ორბორბლიანი ტრანსპორტის მოყვარულებისთვის, გამოიგონა სპეციალური ქურთუკი, რომელიც კრიტიკულ სიტუაციაში მომენტალურად იბერება და მფლობელს სერიოზული ტრავმებისგან იცავს.

Misano 1000 გარანტირებულად იცავს შიდა ორგანოებს, გულ-მკერდს, კისერს, ნეკნებს და ლავიწის ძვლებს. ყველაფერი ავტომატურად ირთვება 6 სენსორის წყალობით, რომლებიც ქურთუკის სხვადასხვა ნაწილებშია განთავსებული, გარდა ამისა, შემქმნელებმა გამოგონებას დაამატეს GPS მოდული, იმისათვის, რომ უფრო სწრაფად აღმოუჩინონ დახმარება დაშავებულს. ასეთი მოტო-ქურთუკი ნოემბერში გამოვა გაყიდვაში და მისი ფასი 1699 დოლარი იქნება.

September 22, 2015 / 8:16 pm

TOP გადაცემები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ავტოსერვისი „777“ მომხმარებელს ავტომობილის ამერიკული ტექნოლოგიით შეღებვას სთავაზობს

ავტომობილის შეღებვა სასურველ ფერზე, მისი დაცვა სეტყვისგან გამოწვეული დაზიანებებისგან, ნაკაწრებისა და სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან, ეს ის მომსახურების სრული სერვისია, რომელსაც ავტოსერვისი “777“ მომხმარებელს სთავაზობს.

ვისოლმა ელექტრომობილების დამტენი პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა.

ვისოლმა საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელს ელექტრომობილების დამტენი პირველი ავტოგასამართი სადგური შემატა და ამიერიდან მძღოლები თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე სრულიად უფასოდ შეძლებენ საკუთარი ავტომობილის გამართვას. ელექტრომობილების დამტენი პირველი ავტოგასამართი სადგურის გახსნას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო. ღონისძიებაზე სიმბოლურად ეკო-მეგობრული ტრანსპორტის მედია Test Drive-იც გაიმართა Nissan Leaf Club Georgia-სა და „ავტობილდის“ ხელმძღვანელობით.

საჭესთან მობილურით საუბარი 30 ლარით დაჯარიმდება

საგზაო მოძრაობის მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები დარღვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთისა და საპირისპირო მიმართულებით მოძრაობაზე, წესდება ახალი ადმინისტრაციული ჯარიმა - 300 ლარის ოდენობით.

გაზზე მომუშავე ავტომობილების ტექნიკური შემოწმება მძღოლებს 1 აპრილამდე მოუწევთ

ავტომობილში ჩაყენებული აირის შემოწმება 1 აპრილამდე ყველა მძღოლმა უნდა გაიაროს. ამის შემდეგ კი სპეციალური ფულადი ჯარიმები ამოქმედდება. ვინც ტექდათვალიერების სპეციალურ საბუთს ვერ წარადგენს, 100-ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს. სპეციალური ნიშნის არმქონე მანქანებს კი გაზგასამართ სადგურზე დატუმბვის უფლებას არ მისცემენ.

რეკლამა