UNICEF: ყველაზე დაუცველ ფენად, ბავშვები სახელდებიან

UNICEF: ყველაზე დაუცველ ფენად, ბავშვები სახელდებიან

საქართველოში, სიღარიბის მაჩვენებელი 3,9%-დან 2,1%-მდე შემცირდა. ბავშვიან ოჯახებს შორის სიღარიბის მაჩვენებელი უფრო მაღალია ვიდრე უბავშვო ოჯახებში. ასეთია გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის შედეგები.

კვლევის თანახმად, უთანასწორობა გამოიკვეთა სოფლად და ქალაქად მცხოვრებ ბავშვებს შორის. კერძოდ, ბავშვთა სიღარიბის დონე დაახლოებით 50 %-ით უფრო მაღალია სოფლად, ვიდრე ქალაქად.

როგორც გაერო-ს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელმა მაია ქურციკიძემ აღნიშნა, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სიღარიბესთან ბრძოლის მიმართულებით, რაც პენსიებისა და მიზნობრივი სოციალური დახმარების შედეგია.

მისივე თქმით, კვლევამ გამოკვეთა კიდევ ერთი პრობლემა, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის დანახარჯი მათ შემოსავლებს ბევრად აღემატება.

გაერო-ს ბავშვთა ფონდმა შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავა. როგორც მაია ქურციკიძემ აღნიშნა, აუცილებელია შეიქმნას უფრო ძლიერი სოციალური დაცვის პოლიტიკა, რომელიც დაეხმარება არამხოლოდ უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს, არამედ ყველა იმ ოჯახს, რომელიც რისკის ქვეშ დგას.

გაერო-ს ბავშვთა ფონდი კეთილდღეობის კვლევას ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს. მომდევნო კვლევის ჩატარება 2017 წელს იგეგემება.

November 26, 2016 / 2:48 pm

საკვანძო სიტყვები

TOP გადაცემები

საბავშვო ევროვიზიის კულუარული ამბები ელენე კალანდაძისგან

ალბათ, ყველა თქვენგანს გაინტერესებთ, რა ხდებოდა შიდა სამზარეულოში, როგორ მიდიოდა მომზადების პროცესი და საერთოდ, იყო თუ არა რაიმე ხარვეზები, რაც მაყურებელმა ვერ შეამჩნია. საინტერესოა ისიც, როგორ გახდა ელენე ამ დიდი შოუს მნიშვნელოვანი ნაწილი.

მის საქართველო 2017 ქერათმიანი ლამაზმანი 24 წლის ნია წივწივაძე გახდა

ნია არა მხოლოდ განსაკუთრებული ვიზუალით გამოირჩევა, არამედ ინტელექტითაც, რომელიც ისეთივე მნიშვნელოვანია მსოფლიო მისების კონკურსებზე, როგორც სილამაზე. მისის შესახებ გეტყვით, რომ მას ბიზნეს ადმინისტრირების და მენეჯმენტის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, უყვარს მოგზაურობა და აქვს საკუთარ ბლოგი, სადაც წერს სტატიებს და აღწერს თავის შთაბეჭდილებებს მოგზაურობასთან დაკავშირებით.

გიო ხუციშვილისა და მისი ბენდის “გიო +”-ის ახალი სიმღერის პრემიერა

მომღერალი მუდამ აქტუალურია და შესაბამისად, თავად გიოც ცდილობს, მისი მსმენელი გულდაწყვეტილი არ დატოვოს და მათ სიახლეები შესთავაზოს. დიახ, მან თავის ბენდთან "გიო +"-სთან ერთად სიმღერა "ზღაპარ იყო" ჩაწერა, რაზეც უკვე კლიპიც გადაიღო. კლიპის პრემიერა კი სულ ცოტა ხნის წინ შედგა.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნიკოლოზ რაჭველს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩის წოდება მიენიჭა

კომპოზიტორს, დირიჟორსა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელს ნიკოლოზ რაჭველს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩის წოდება მიენიჭა. ამ ამპლუაში ის უნისეფს დაეხმარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთა უფლებების დაცვასა და იმ ნეგატიური სოციალური ნორმების შეცვლაში, რომელიც ხელს უწყობს ბავშვთა მიმართ ძალადობას. მის საქმიანობაში ასევე განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ადვოკატირებას და სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების მიმართ ძალადობის აღმოფხვრას.

“გოგონა დაიბადა“ – გენდერული თანასწორობის თემაზე გამოფენა გაიმართა

საქართველოში, ტრადიციის მიხედვით, ბიჭის დაბადებას თოფის სროლით და დიდი ზარზეიმით აღნიშნავდნენ, გოგონას დაბადებისას კი სახლში ფაფას ამზადებდნენ. ეს პროცესი ყველანაირ აღფრთოვანებას მოკლებული იყო.

გაეროს გენერალურ მდივნად ანტონიო გუტიერეში აირჩიეს

66 წლის ანტონიო გუტიერეში, გაეროს დევნილთა კომისარიატს 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, მანამდე კი პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. ანტონიო გიურეში გენერალური მდივნის რანგში მუშაობას 2017 წლის 1-ელი იანვრიდან შეუდგება.

ადრეული ქორწინება და სქესის სელექცია – სად არის გამოსავალი?

ადრეულ ასაკში გათხოვება ერთ-ერთი გადაუჭრელი პრობლემაა საქართველოში. გოგონებს ერთმევათ ბავშვობა და მოზარდობა. მოკლებულები არიან განათლებას, დასაქმებას და პერსონალურ თავისუფლებას. გოგონების ადრეულ ასაკში გათხოვება მათ ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც მოქმედებს. არასწულწლოვანი გოგონების გარდაცვალების მიზეზები, ხშირ შემთხვევაში ორსულობას და მასთან დაკავშირებულ გართულებებს უკავშირდება.

გაეროს ახალი გენერალური მდივანი ეყოლება

2017 წლის იანვრიდან გაეროს ახალი გენერალური მდივანი ეყოლება. ბან გი მუნის შემცვლელად, პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და გაეროს ყოფილი კომისრის, ანტონიო გუტიერეშის კანდიდატურა დასახელდა. კანდიდატის საბოლოოდ დასამტკიცებლად, გაეროში რამდენიმე პროცედურაა დარჩენილი.

რეკლამა