თვის ყველაზე აქტუალური ჯგუფი “New one“ ჩარტების სათავეში – “Artificial Love” -ის ახალი ქავერ ვერსია

თვის ყველაზე აქტუალური ჯგუფი “New one“ ჩარტების სათავეში – “Artificial Love” -ის ახალი ქავერ ვერსია

ბოლო დროს სასიხარულოა ის ამბავი, რომ ქართული შოუბიზნესი გააქტიურდა. ფაქტია ძალებს არ იშურებენ ახალ-ახალი ნამუშევრები შემოგვთავაზონ. მათ რიგებს კი თამამად შეგვიძლია ახალბედა ჯგუფი, “New One” მივაკუთვნოთ, რომლებმაც სერგი გვარჯალაძის ცნობილი სიმღერის “Artificial Love” ახალი ვერსია შემოგვთავაზეს, მასზე კლიპიც გადაიღეს და ქართული ჩარტების სათავეშიც მოექცნენ. ჯგუფის სოლისტი თიკა ბალანჩინი გახლვათ, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ x factor – დან გაიცნო. თუმცა გეტყვით, რომ თიკას და ჯგუფის ურთიერთობა მუსიკალურ პროექტამდე დაიწყო. “Music box” ჯგუფ new one-ს ესტუმრა, მათი შექმნის ისტორიაც გაიგო და სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა.

November 17, 2016 / 10:03 pm

საკვანძო სიტყვები

TOP გადაცემები

ჟურნალ “Hello”-ს თებერვლის თვის გლამურული ქალი, შორენა ბეგაშვილი გახდა

მადლობა წმინდა ვალენტინს ამ დღისთვის და საბედსიწერო სასიყვარულო ბარათისთვის. ეს დღე ჩვენ მივიღეთ და გავითავისეთ, ალბათ ყველას გყავთ ისეთი ადამიანი, რომელთან ერთადაც ვალენტინობას, დანარჩენ 364 დღეს და მთელ ცხოვრებას სიამოვნებით გავატარებდით. სწორედ ამიტომ ჟურნალმა "Hello" თავისი ერთგული მკითხველისთვის, გადაწყვიტა თებრვლის ნომერი, სიყვარულის დღისთვის მიეძღვნა და თქვენთვის საინტერესო რჩევებიც მოეცა.

ახალბედა ბიზნესმენი გური სალუქვაძე – ქართული ბრენდი “ჩირჩხელა“ ნაციონალური ჯანსაღი ნუგბარი

ნათქვამია მთავარია იცოდე, რა გინდა და მიზანს აუცილებლად მიაღწევო. ჩვენ ეს ბევრჯერ გვსმენია, მაგრამ სტუდენტმა, გური სალუქვაძემ ეს ყველაფერი სისრულეშიც მოიყვანა. მისთვის საქართველო, კერძოდ კი კახეთი, გახდა ინსპირაციის წყარო, შეექმნა ნაციონალური ბრენდი, რომელიც არა მხოლოდ მისი წარმატების საწყისი იქნებოდა, არამედ საქართველოს პოპულარიზაციასაც შეუწყობდა ხელს. "ჩირჩხელა" ესა არის ქართული, ნაციონალური, ჯანსაღი ნუგბარი, იქნება ეს ჩურჩხელა, ჩირი, ჩაი თუ ჯემი.

ზუკა ხუციშვილი დაოჯახებას აპირებს, ევა ბარბაქაძე დედის კვალს მიჰყვება – კვირის Facebook ამბები

ზუკა ხუციშვილი ერთი კვირის წინ, კლასელზე ქეთუშა მანიჟაშვილზე დაინიშნა. ზუკამ ქეთუშას ხელი ფუნიკულიორზე მდებარე პრესტიჟულ რესტორანში სთხოვა და საყვარელი ქალისგან თანხმობაც მიიღო. ზუკას და მის საცოლეს, ჩვენი გადამღები ჯგუფი გიო ხუციშვილის კონცერტზე შეხვდა. წყვილს ერთმანეთი ძალიან უყვარს და როგორც უკვე გაიგეთ, ქორწილისთვისაც ემზადებიან.

Facebook

რეკლამა

რეკლამა