Top Kids – ბაქოში, ხელოვნების კონკურსის “არტ-ოლიმპია“ ქართველმა მონაწილემ გაიმარჯვა

0
1483

სულ ახლახანს ბაქოში, ხელოვნების ფესტივალ-კონკურსი “არტ-ოლიმპია“ ჩატარდა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ბავშვებმა მოიყარეს თავი. კონკურსზე საესტრადო ვოკალურ ჟანრში, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები იყო წარდგენილი. უმცროს ასაკობრივ ჯგუფში მონაწილეობდნენ პატარა ქართველი სოლისტები ანიტა ჯაოშვილი და ნანუკა შუბითიძე.

ანიტა კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილე გახლდათ, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა. ხოლო ნანუკამ სიმღერით „ნანა“, რომელსაც აკვანში ჩაწოლილ თოჯინას უმღეროდა, პირველი საპრიზო ადგილი დაიმსახურა. პატარებმა ბევრი შრომის შედეგად, სამშობლო ასახელეს, შინ ამაყები და გახარებულები დაბრუნდნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here