თიკა ჯამბურიას ტრიუმფალური დაბრუნება შოუ ბიზნესში და კლიპის პრემიერა

თიკა ჯამბურიას ტრიუმფალური დაბრუნება შოუ ბიზნესში და კლიპის პრემიერა

იმაზე საუბარი, რომ ქართულ შოუბიზნესს აყვავების ხანა დაუდგა, აღარც კი ღირს, რადგან ყველაფერი ნათლად ჩანს. ქართველი მომღერლები მუდმივად სიახლეებს გვთავაზობენ. ზოგჯერ ვიგებთ, რომ სიმღერა ჩაწერეს, ზოგჯერ ვიგებთ, რომ ვიდეო-რგოლი გადაიღეს, ზოგჯერ კი ვიგებთ, რომ სოლოკონცერტისთვის ემზადებიან. მოკლედ, ქართულ შოუბიზნესში გამოცოცხლების პერიოდი დადგა. ამის ერთ-ეთი დასტური კი თიკა ჯამბურიას ახალი სიმღერა და ვიდეო-რგოლია. შეიძლება ვთქვათ, რომ კარიერული თვალსაზრისით, თიკას რამდენიმეწლიანი პაუზა ჰქონდა აღებული, თუმცა, დაბრუნება სწორედაც რომ ასეთი უნდა. მან უცხოურენოვანი სიმღერა, სახელწოდებით Sunshine ჩაწერა, ვიდეო-რგოლიც გადაიღო და მსმენელს კარგი პროდუქტიც შესთავაზა. ბუნებრივია, როდესაც ჰიტებთან გვაქვს საქმე, იქ რადიო „ფორტუნა პლუსი“ ექსკლუზივებს არავის უთმობს და ამჯერადაც, მომღერლის ახალი სიმღერის პრემიერა რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ერთ-ერთ რადიოსადგურში, „ფორტუნა პლუსში“ შედგა.

July 28, 2018 / 1:13 am

TOP გადაცემები

R.O x Konoba – ინტერვიუ მუზიქ ბოქსისთვის

R.O x Konoba თბილისს "Project 10"-ის ფარგლებში ეწვევა და ტურის დასკვნით კონცერტს 27 ოქტომბერს თბილისში, კომპანია Movement & Funday Entertainment ორგანიზებით, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მეხუთე პავილიონში გამართავს.

რატომ თქვა ვოგთან თანამშრომლობაზე უარი ბლოგერმა გიგა უჩუვატოვმა

გიგა უჩუვატოვი, რეგალიით მოდის ბლოგერი, უკვე მრავალი წელია მოდის კულუარებიდან საინტერესო ამბებს გვაწვდის და რჩევებსაც გვაძლევს. კრიტიკა მისი საქმიანობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ფაქტორია, თუმცა ეს კრიტიკა ხშირად მამოტივირებელიც კია ხოლმე დიზაინერებისთვის და უბრალოდ მოდის მოყვარულებისთვის.

თბილისის მოდის კვირეულის მე-18 სეზონი გაიხსნა

2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის კოლექციების ჩვენებებს, შოურუმსა და სხვა ღონისძიებებს ღვინის უბანი უმასპინძლებს. კვირეულის 4 დღიანი პროგრამა 20-მდე ღონისძიებას მოიცავს, რომელთა შორისაა ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებები.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ბექა ბროლაძე ქართულ შოუბიზნესში დაბრუნდა

სიმღერა „მხოლოდ შენ“ მაიკო კაჭკაჭიშვილის ეკუთვნის, არანჟირების ავტორი აჩი ვანიშვილი გახლავთ. კლიპის რეჟისორი კი თათა მეტივიშვილია. ვიდეო-რგოლის მთავარი თემა სიყვარულია, კლიპში შეხვდებით ეროტიკულ კადრებსაც.

4 წლიანი მუშაობის შემდეგ ანრი ჯოხაძემ მსმენელს ახალი ვიდეო-რგოლი წარუდგინა

შოუბიზნესის აქტიურმა წარმომადგენელმა ანრი ჯოხაძემ, რომელიც ბოლო პერიოდშია საკუთარი კოლეგებისთვის ვიდეო-რგოლების რეჟისურას აკეთებს, ახლა საკუთარი ვიდეო-რგოლი შემოგვთავაზა. სიმღერა ნიკო გომელაურის ლექსზეა დაწერილი, ვიდეო-რგოლში კი ჩვენი დღევანდელი რეალობაა ასახული.

აჩი ფურცელაძისა და სალომე გოგიაშვილის “ახლა რომ არ მოგეფერო” პრემიერა

ქართული ვარიანტი „ახლა, რომ არ მოგეფერო“ წლების წინ აჩი ფურცელაძემ და ქეთა თოფურიამ ჩაწერეს. ეს სიმღერა 2000-იან წლებში საკმაოდ პოპულარულ ჰიტად იქცა. სწორედ ამიტომ, აჩიმ თავის ძველი სიმღერის რიმეიქი გააკეთა, სადაც მისი ახალი მუსიკალური პარტნიორი სალომე გოგიაშვილია.

რა სიახლეები აქვს ანსამბლ “რუსთავს” მსმენელისთვის

ცნობილი და საზოგადოებისთვის საყვარელი ანსამბლი „რუსთავი“ და სტუდია „მართვე“ გაერთიანდნენ. სწორედ ამ სიახლით კი რადიოჰოლდიგ „ფორტუნას“ თათა სადრაძის გადაცემას, „არტ ეფემს“ ორი გაერთიანებული გუნდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი გაბუნია ესტუმრა, სადაც მათი გაერთიანების იდეასთან და სიახლეებთან დაკავშირებით ისაუბრა.

ჯგუფი „სანდას“ ახალი სიმღერის „ჩალისფერი თმების“ პრემიერა რადიოჰოლდინგ ფორტუნაში

ჯგუფის ერთ ერთმა წევრმა, სოსო საყვარელიძემ რადიოში, ახალი ალბომიდან პირველი სიმღერის, „ჩალისფერი თმები“-ს ჩვენი რადიომსენელებისთვის გაზიარება გადაწყვიტა. მუსიკოსი გვიყვება, რომ სიმღერა 1 წლის წინ შეიქმნა და ის უკვე სხვადასხვა კონცერტებზე იქნა შესრულებული, თუმცა სტუდიური ჩანაწერი ახალია მსმენელისთვის.

რეკლამა