ტექნოლოგიების გამოყენება განათლების სისტემაში

ტექნოლოგიების გამოყენება განათლების სისტემაში

განათლებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების თემაზე, Microsoft – საქართველოს ორგანიზებით, ორდღიანი კონფერენცია გაიმართა. შეხვედრა გახსნა და თანამედროვე განათლების სისტემაში ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე ისაუბრა განათლების მინისტრმა.

ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, კონფერენციაზე გაზიარებულ ცოდნას, სამინისტრო რეფორმებში გაითვალისწინებს. კონფერენციას განათლების ტექნოლოგიების სფეროში ლიდერი ქვეყნის – ფინეთის განათლების ექსპერტები უძღვებოდნენ.

November 26, 2016 / 2:55 pm

TOP გადაცემები

მის საქართველო 2017 ქერათმიანი ლამაზმანი 24 წლის ნია წივწივაძე გახდა

ნია არა მხოლოდ განსაკუთრებული ვიზუალით გამოირჩევა, არამედ ინტელექტითაც, რომელიც ისეთივე მნიშვნელოვანია მსოფლიო მისების კონკურსებზე, როგორც სილამაზე. მისის შესახებ გეტყვით, რომ მას ბიზნეს ადმინისტრირების და მენეჯმენტის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, უყვარს მოგზაურობა და აქვს საკუთარ ბლოგი, სადაც წერს სტატიებს და აღწერს თავის შთაბეჭდილებებს მოგზაურობასთან დაკავშირებით.

ქართველმა სელებრითებმა უკვე დაიწყეს მზადება ახალი წლისთვის

მაკა ზამბახიძემ სახლში მიგვიპატიჟა, თუმცა ჩვენი მასპინძელი მხოლოდ მაკა არ ყოფილა. მასთან ერთად მისი ბავშვობის მეგობარი, ნეკა სებისკვერაძე იყო, რომელიც თავის შვილებთან, ნიკუშასა და დათასთან ერთად დაგვხვდნენ.

Fashion Time – ულამაზესი ანი გიუნტერის სტუმრობა ესთეტიკურ ცენტრ “Solo Per Te”-ში

სიბერის საწინააღმდეგო პროცედურა Rf ლიფტინგი, რომელიც ანი გიუნტერმა საკუთარ თავზე გამოსცადა.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

რა პრობლემას უქმნის მძიმე ჩანთა მოზარდებს?

მომავალი წლიდან მოსწავლეების ჩანთები კიდევ უფრო შემსუბუქდება, -ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი რეგულაციები უკვე მომზადებულია და გამომცემლებთან განხილვა მიმდინარეობს. პროცესში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროც.

მოსწავლეებს სკოლაში წიგნების ტარება, შესაძლოა აღარ დასჭირდეთ

მოსწავლეებს სკოლაში წიგნების ტარება შესაძლოა, აღარ დაჭირდეთ. განათლების მინისტრს ახალი ინიციატივა აქვს: “ვმუშაობთ microsoft-თან და სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებთან, რომ ელექტრონული წინგების კონცეფცია მოვსინჯოთ. რა თქმა უნდა, ეს იქნება არჩევითი და ყველა ოჯახი თვითონ გადაწყვეტს უნდა თუ არა, რომ მისმა შვილმა ელექტრონული წიგნებით ისარგებლოს.

თამარ სანიკიძე განათლების მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლდა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. პრემიერის გადაწყვეტილებით, თამარ სანიკიძეს ალექსანდრე ჯეჯელავა შეცვლის.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დღეს დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს საგამოცდო პროცესში სიახლეა. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ჩასაბარებელი საგნების ცვლილებისთვის აბიტურიენტებს დამატებითი დრო ექნებათ. აღნიშნული ცვლილებებისთვის ვადა წინა წლებში ერთი თვე იყო, ამჯერად კი 3 თვემდე გახანგრძლივდა. სავალდებულო რეგისტრაცია 9 თებერვალს დაიწო და 15 მარტამდე გაგრძელდება.

თბილისის ხუთ სკოლაში სასწავლო პროცესი ისევ შეჩერდა

პრევენციის მიზნით, თბილისის ხუთ სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამი დღით სწავლა შეწყდა თბილისი #81, #152, #112, #21 და #53 საჯარო სკოლებში.

რეკლამა