თეონა ჯორბენაძის დოკუმნეტური ფილმი “სევდის ანგელოზები“ – პრემიერა, რომელიც გია ყანჩელს მიეძღვნა

თეონა ჯორბენაძის დოკუმნეტური ფილმი “სევდის ანგელოზები“ – პრემიერა, რომელიც გია ყანჩელს მიეძღვნა

“ჩემი მეგობრების შიშით ნოტებს იღლიის ქვეშ ვმალავდი, მასხრად არ ამიგდონ-მეთქი. ამის გამო მრავალი ფათერაკი გადამხდა თავს, მაგრამ იმათ რას დავუმალავდი. ჩემი „მუზიკანტობა“ გაიგეს და ბახი შემარქვეს.” – გია ყანჩელი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და დაფასებული ქართველი კომპოზიტორია. მის მუსიკას განსხვავებული ჰარმონიულობა და მელოდიურობა აქვს. ის საამაყო კომპოზიტორია, რომელიც არამარტო საქართველოშია ცნობილი, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

სწორედ მისმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ და დაფასებამ განაპირობა ის, რომ კინოთეატრ „ამირანში“ დოკუმენტური ფილმის „სევდის ანგელოზების“ პრემიერა გაიმართა, რომელიც გამოჩენილ ქართველ კომპოზიტორ, გია ყანჩელს მიეძღვნა. თეონა ჯორბენაძის ფილმში, რომლის გადაღებასაც ერთი წელი დასჭირდა, შესულია ფრაგმენტები კომპოზიტორის საიუბილეო საკონცერტო ტურნედან, რომელიც 2015 წელს ჩატარდა. ფილმი გადაღებულია ბერლინში, ბრიუსელში, ანტვერპენსა და ბაქოში.

November 25, 2016 / 5:17 pm

საკვანძო სიტყვები

TOP გადაცემები

ქართველი მომღერალი წყვილი, რომელიც შვილის გაჩენას სუროგაციის გზით აპირებს

ლოლიტა გიორგიზე ათი წლით უფროსია, ქართული საზოგადოება კი ასეთ წყვილებს რთულად იღებს. დიდი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, მათ ჰარმონიული ოჯახი აქვთ და ასაკს საერთოდ ვერ გრძნობენ. საქართველოში წარუმატებელი მკურნალობის შემდეგ, ცოტა ხნის წინ, სუროგაციის მიზნით მათ ისრაელის ერთ-ერთ კლინიკას მიმართეს.

ქართველი ლამაზმანები, რომლებიც საკუთარ სილამაზეს პლასტიკურ ქირურგიას უნდა უმადლოდნენ

კრიზისის მიუხედავად, ქართველი ქალების უმეტესობა უშურველად აგროვებს ფულს სხეულის ამა თუ იმ ნაწილის ფორმის შესაცვლელად. პლასტიკურ ქირურგ გია გვარამიას თქმით, ყველაზე ხშირად ქართველი ქალები, მკერდს იდიდებენ და ცხვირის რინოპლასტიკას იკეთებენ. პლასტიკურ ქირურგიაზე უარს, არც ცნობილი ქართველები ამბობენ, ისინი სისტემატურად სტუმრობენ ქირურგს, ზოგი მკერდს იდიდებს, ზოგი ტუჩს, ზოგი წარბის ფორმას იცვლის, ზოგი ზედმეტ კილოგრამებს იშორებს და ა.შ… სიუჟეტში ნახავთ ყველაზე ცნობილ ქართველ ვარსკვლავებს, რომლებმაც საკუთარი ვიზუალი, სწორედ პლასტიკური ქირურგიის დახმარებით შეცვალეს

რა შეცდომა დაუშვა თიკა ფაცაციამ და აპირებს თუ არა ცნობილი ტელესახე მეოთხე შვილის გაჩენას?

2006 წელს კი თიკას სინგლი „სიმართლის დროა“ მუსიკალური ჩარტების სათავეში მოექცა. დატვირთული კარიერული ცხოვრების მიღმა, მან ოჯახიც შექმნა და დღეს ის სამი შვილის დედაა. ამბობს, რომ შვილებს მკაცრად არ ზრდის, თუმცა ცდილობს მათი ყოველი ნაბიჯი იცოდეს. ვერავინ უარყოფს, რომ ცნობილი და წარმატებული ქალისთვის რთული საქმეა დიასახლისობაც მოირგოს, თუმცა როგორც თიკა გვეუბნება, ეს ყველაფერი მას კარგად გამოსდის და მეოთხე შვილის გაჩენაზეც ფიქრობს.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

გია ყანჩელის “AL Niente სიმფონიური ორკესტრისათვის“ საქართველოში პირველად შესრულდა

გია ყანჩელი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და დაფასებული ქართველი კომპოზიტორია.მის მუსიკას განსხვავებული ჰარმონიულობა და მელოდიურობა აქვს. ის საამაყო კომპოზიტორია, რომელიც არამარტო საქართველოშია ცნობილი, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. გუშინ კი ოპერისა და ბალეტის თეატრში, გია ყანჩელის ნაწარმოების "Al Niente სიმფონიური ორკესტრისათვის“ საქართველოში პირველად შესრულდა.

გია ყანჩელის მუსიკაზე ამღერებული საოპერო მომღერალი – ნინო სურგულაძე კონსერვატორიის სცენაზე

კინოთეატრ ამირანში ფილმის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ჯაზური მუსიკის კონცერტი იმართებოდა, სადაც როილათან იჯდა მაშინ უცნობი და დღეს უკვე მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსი - გია ყანჩელი. სულ ცოტა ხნის წინ მას 80 წელი შეუსრულდა. ამჯერად კი კონსერვატორიის დიდ დარბაზში გია ყანჩელის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ქართველი კომპოზიტორის მუსიკის მოსასმენად მეცო სოპრანომ - ნინო სურგლაძემ მიგვიწვია,რომელმაც კომპოზიცია შეასრულა.

გია ყანჩელის იუბილეს თბილისში აღნიშნავენ – გრანდიოზული კონცერტი რუსთაველის თეატრში

გია ყანჩელის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონცერტს რუსთევლის თეატრი მასპინძლობს, სცენაზე კი ნატო მეტონიძე დგას. შემსრულებელი, რომლისთვისაც ქართველი კომპოზიტორის მუსიკა ყველაზე ახლოა, ამჯერად იმ ექსპერიმენტს ატარებს, რომელიც თავად გია ყანჩელმა მოიწონა. ნატოს აკომპონირებას ლატვიური - ქსილემ ტრიო უწევს.

ლატვიური “ხანუმა“ გრიბოედოვის თეატრის სცენაზე

გია ყანჩელის მუსიკა, გოგი-ალექსი მესხიშვილის სცენოგრაფია და რიგის თეატრის მსახიობების ხელოვნება - ეს სრულიად განსხვავებული, არა ქართული, ამავდროულად მაინც ქართული “ხანუმაა”, რომელსაც მიხეილ თუმანიშვილის სახელობის, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, გრიბოედოვის თეატრი მასპინძლობს. ალა სიგალოვას ქორეოგრაფიულ-დრამატული დადგმა თბილისელი მაყურებლის წინაშე პირველად თამაშდება და დადებითთან ერთად კრიტიკული შეფასებების მოლოდინია.

სულ სხვა ყანჩელის სულ სხვა ხანუმა – რიგის თეატრის ექსპერიმენტი ქართულ სცენაზე

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 1996 წლიდან მოყოლებული ახერხებს თბილისში საერთაშორიოს თეატრალური ზეიმის მოწყობას და არც წლევანდელი სეზონი იქნება გამონაკლისი. ამის ერთ-ერთი დასტური კი Gift-ის ფარგლებში ჩვენთან ლატვიური თეატრის მიერ დადგმული “ხანუმას“ ჩამოსვლაა.

რეკლამა