ტელეფონი-ჩაქუჩი

ტელეფონი-ჩაქუჩი

კომპანია Oukitel-მა თავისი ტელეფონის რეკლამირებისთვის, საკმაოდ უცნაურ ხერხს მიმართა. მწარმოებლის განცხადებით ტელეფონი ისეთი გამძლეა, რომ ჩაქუჩის ფუნქციასაც თავისუფლად შეითავსებს. ამის დასამტკიცებლად კი ვიდეო რგოლიც გამოუშვეს, სადაც ნათლად ჩანს, რომ ლურსმნების ჩაჭედების შემდეგ ტელეფონს ნამდვილად არაფერი არ დაუზიანდა.

რაც შეეხება მის მონაცემებს, ის 5 დუიმიანი, სუპერდაცული ეკრანით არის აღჭურვილი, 4 ბირთვიანი პროცესორით, მეხსიერება 1 გიგაბაიტი და ფლეშ მეხსიერება 16 გიგაბაიტი. ფრონტალური კამერა 5 და ძირითადი 13 მეგაპიქსელი. ოპერაციული სისტემა Android 5.1 Lollipop. ტელეფონი-ჩაქუჩი 120 დოლარი ღირს.

September 29, 2015 / 9:44 pm

საკვანძო სიტყვები

TOP გადაცემები

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის პრემიერა შედგება

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის „ჰორიზონტის“ პრემიერა შედგა. ეს უკანასკნელი რეჟისორის რიგით მეორე სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია, რომლის პრემიერა წელს ბერლინის კინოფესტივალზე გაიმართა.

სტუდია “ელენერნა” საახალწლოდ სასიამოვნო სიახლეებს გიმზადებთ

რა სასიამოვნო სიახლეები გელოდებათ სტუდია "ელენერნაში" საახალწლოდ, ნახეთ ჩვენს სიუჟეტში.

გიორგი შენგელაიას, როგორც 60-იანი წლების გამორჩეულ რეჟისორს, საპატიო “ოქროს პრომეთე” გადაეცა

ის ყოველთვის ცდილობდა თავი ახალ ჟანრში მოესინჯა და ქართულ კინოში არსებული პოპულარული ჟანრების არეალი გაეფართოებინა. გიორგი შენგელაია ისეთი ფილმების ავტორია, როგორებიცაა: „ვერის უბნის მელოდიები“, „სიყვარული ყველას უნდა“ და „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“.

Facebook

რეკლამა

რეკლამა