თბილისში საშემოდგომო რგვები იწყება

თბილისში საშემოდგომო რგვები იწყება

თბილისის მერმა, მთავრობის სხდომაზე გამწვანების მიმართულებით ქალაქში დაგეგმილი სამუშაოებზე ისაუბრა. დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე 80 000-მდე ხე-მცენარის დარგვა იგეგმება. მნიშვნელოვანია, რომ გამწვანების ღონისძიებები დაგეგმილია ქალაქის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში, ასევე, სკვერებსა და პარკებში. თბილისის მერის თქმით, დაირგვება დიდი ზომის ხეები და აღდგება დაზიანებული კორომები. საშემოდგომო რგვები მიმდინარე კვირაში დაიწყება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვერეს ხეობაში დარგული ხეების თითქმის 90%-მა გაიხარა, ხოლო იმ ნაწილს, რომელიც გახმა, კონტრაქტორი კომპანია ნოემბრის პირველ ნახევარში ჩააცვლებს.

October 28, 2016 / 9:28 pm

TOP გადაცემები

ანრი ჯოხაძეს „ოქროს ტალღის“ ნომინაციაში გამარჯვებისთვის „ფორტუნამ“ ფულადი პრიზი გადასცა

ანრი ჯოხაძეს „ოქროს ტალღის“ ნომინაციაში გამარჯვებისთვის „ფორტუნამ“ ფულადი პრიზი გადასცა

რას გვეუბნება ასტროლოგია ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ

რას გვეუბნება ასტროლოგია ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ

თავისუფლებაზე ამღერებული ათი თასობით ადამიანი „თბილისი ოუფენ ეარზე“

თავისუფლებაზე ამღერებული ათი თასობით ადამიანი „თბილისი ოუფენ ეარზე“

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

თბილისში მედიათეკის რიგით მესამე ფილიალი გაიხნსნა

მედიათეკის რიგით მესამე ფილიალი, თბილისის ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკში გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტებით აშენებული და აღჭურვილი შენობა, მოქალაქეებს კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის კიდევ ერთ, ახალ სივრცეს სთავაზობს. ნაძალადევის რაიონში მდებარე ახალი მედიათეკა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ "თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ ხელმძღვანელთან, გურამ ნიკოლაშვილთან ერთად გახსნა.

რომელი ქართველი დიზაინერი ზრუნავს დავით ნარმანიას მეუღლის ჩაცმულობაზე?

ქართველი დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი ერთადერთია, რომელიც საკუთარ ჩვენებებს ქველმოქმედებისთვის აწყობს. უყვარს წყნარი ცხოვრება. მასზე ჭორი არასდროს გავრცელებულა. მაგრამ არც მისი გზა ყოფილა მთლად ია - ვარდით მოფენილი და მის ცხოვრობაშიც იყო ისეთი შემთხვევა, რასაც სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. მაგალითისთვის გავიხსენოთ 2015 წლის 26 მაისი, როდესაც თბილისის მერის, დავით ნარმანიას მეუღლის ჩაცმულობა კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. მაშინ გაირკვა, რომ თიკა თინიკაშვილის ლუქი, თინათინ მაღალაშვილს ეკუთვნოდა. დღემდე ის მერის მეუღლის რჩეულ დიზაინერად მოიაზრება.

საახალწლო ციებ-ცხელება საქართველოში – სად შეიძლება გაატაროთ ახალი წლის დღეები?

წელსაც ტრადიციულად თბილისის ქუჩებში საახალწლო ღონისძიებები და აქტივობები იგეგმება. 25 დეკემბრიდან 2 იანვარის ჩათვლით, ახალი თბილისი და დედაენის ბაღი ჯადოსნურ სამყაროდ გადაიქცევა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დრო სასურველ გარემოში გაატაროს.

“დაიწყე კარიერა” – მერიის სტაჟირების პროგრამა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში თბილისის მერიის სტაჟირების პროგრამის ,,დაიწყე კარიერა" (მეორე ეტაპი) დასკვნითი ცერემონიალი გაიმართა. დედაქალაქის მერმა პროგრამის მონაწილე წარმატებულ სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა. დავით ნარმანიას თქმით, აღნიშნული ინიციატივა სტუდენტებს აძლევს შანსს სპეციალობის შესაბამისად აიმაღლონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

თბილისში 2500 ხე-მცენარე დაირგო

თბილისის ზღვის მიმდებარედ, დედაქალაქის მერიისა და კომპანია „აეკომის“ გამწვანების ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, 2500 ხე - მცენარე დაირგო.

რეკლამა