თბილისში საბალეტო ფესტივალი დაიწყო

თბილისში საბალეტო ფესტივალი დაიწყო

თბილისში საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი დაიწყო, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი პრიმა ბალერინა, ნინო ანანიაშვილია. ღონისძიებამ სტარტი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 21 ივნისს აიღო და 2 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალი კრეინის “ლაურენსიას” პრემიით გაიხსნა. ვახტანგ ჭაბუკიანის ცნობილი ბალეტის ახალი ქორეოგრაფიული რედაქცია და დადგმა ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის.

June 22, 2017 / 7:49 pm

TOP გადაცემები

პირველად საქართველოში საუკეთესო ქოუბერების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

საუკეთესო ქართველი ქოუბერი, საუკეთესო Mashup, საუკეთესო Radio Coub, საუკეთესო Coub ქართულ თემატიკაზე, საუკეთესო დაუფასებელი Coub და სპონსორის რჩეული. გამარჯვებულებს გადაეცათ ქოუბის ლოგოს (ხელის) ნიშანი.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

მუსიკალური პროექტის “მუზამე” სეზონს “მოტორამა” დახურავს

შევაჯამოთ გასული ივენთები და გავიხსენოთ ის შემსრულებლები, რომლებმაც საზოგადოებას თავი ყველაზე მეტად დაამახსოვრეს. როგორც პროექტ მუზამეს ავტორი გიორგი კიკონიშვილი გვეუბნება, მისთვის რთულია კონკრეტული არტისტის გამოყოფა, რადგან თითოეული მათგანის საღამო, ხარისხიანი მუსიკითა თუ საშემსრულებლო ოსტატობით, ნამდვილად დაუვიწყარი იყო.

ART-გენი 2017 გამოფენები, მონაწილეები, ტრადიციული კერძები და ფესტივალის საფეხურები

ქართულ ეზოშიც მრავალწლიანი სტუმარ-მასპინძლობით განთქმული ბებო და ბაბუც კარგად მოკალათებულიყვნენ და პატარა გოგო-ბიჭების მუსიკალურ ჰანგებს უსმენდნენ. არტ გენის მიზანია საოჯახო ფოლკლორის და სხვადასხვა ძირძველი ტრადიციების მოძიება და მათი პოპულარიზაცია. ეს ყველაფერი კი ფესტივალის ფარგლებში ყოველთვის ნათელია. აქ ყველაგან ქართული სული ჩანს. ტრადიციული ორნამენტები, თექა, თავსაბურავები თუ ყელსახვევები - ყველაფერი ეს ხელით არის შექმნილი.

Top Kids – მეკო სტუდიისა და ბეიბი ბალეტის პროექტი – “მე ვარ ბალერინა”

უკვე წლებია მეკო სტუდიო ბავშვებში შემოქმედებით უნარებს ავითარებს, რაზეც მათი ბევრი წარმატებული ნაბიჯი მეტყველებს. ამჯერად მეკო სტუდიომ და ბეიბი ბალეტმა ერთობლივი პროექტი „მე ვარ ბალერინა“ წარმოგვიდგინეს. ამით ყველაფერი ნათქვამია, მარცვალი - ბალეტისადმი სიყვარული, პატარებს სწორედ მეკო სტუდიოში უღვივდებათ. ბეიბი ბალეტი ეს არის კლასიკური ბალეტის სწავლების ახალი ხედვა, რომელიც მეკო სტუდიოში ბალეტის პედაგოგ - ქორეოგრაფების, ნანა სანაძისა და ნანა სალუქვაძის მიერ დაინერგა.

X Factor 2017-ის გამარჯვებული სანდრო კურცხალიძე და რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ რჩეული გრიგოლ ყიფშიძე

ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და წარმატებული მუსიკალური პროექტის 2017 წლის "X factor" გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია. ეს ტიტული ახალგაზრდა მომღერალმა სანდრო კურცხალიძემ მოიპოვა, რომელიც სოფო ნიჟარაძის მენტორობის ქვეშ იყო. თუმცა, სანამ შოუ კულმინაციამდე მივიდოდა, მანამდე "X factor-ის" ფინალისტებმა, გრიგოლ ყიფშიძემ, ჯგუფმა "მიქსტურამ" და სანდრო კურცხალიძემ მაყურებელს კიდევ ერთი დაუვიწყარი შოუ აჩვენეს.

ქეთი მელუას და გორის ქალთა კამერული გუნდის კოლაბორაცია Black Sea Arena-ზე

ქეთი მელუა ის პირველი ქართველი მომღერალია, რომელიც თამამად შეგვიძლია ვთქვათ,რომ მსოფლიო მასშტაბის პოპ ვარსკვლავია. თანამედროვე მუსიკის მექაში – ბრიტანეთში, მან თითქმის ყველა ჩარტის მწვერვალი დაიპყრო. მას მთელ მსოფლიოში უსმენენ. მის მილიონობით თაყვანისმცემელს შორის ინგლისის დედოფალი, ელიზაბეტ II გახლავთ. თუმცა ამჯერად black sea arena-ზე გასამართი კონცერტისთვის ემზადება. "ზაფხულის დღესასწაული", ასე ეწოდება შოუს, რომელითაც ქეთი მელუა ქართველი მაყურებლის წინაშე წარსდგება.

რეკლამა