თბილისში 2500 ხე-მცენარე დაირგო

თბილისში 2500 ხე-მცენარე დაირგო

თბილისის ზღვის მიმდებარედ, დედაქალაქის მერიისა და კომპანია „აეკომის“ გამწვანების ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, 2500 ხე – მცენარე დაირგო.

კონტრაქტორი კომპანია ხე – მცენარეებს ოთხი წლის განმავლობაში მოუვლის. თბილისის მერიის ინფორმაციით, გამწვანების სეზონური ღონისძიებები დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. დედაქალაქის მასშტაბით 80 000 ხე – მცენარე დაირგვება.

November 23, 2016 / 6:50 pm

TOP გადაცემები

სად “ღრუბლაობენ” ქართველი სელებრითები – ახალი მოდური ტენდენცია თბილისში

ღუბლებში სეირნობა ბოლო დროს, თბილისში მოდურ ტენდენციად იქცა. ამას რა თქმა უნდა არც ქართველი სელებრითები ჩამორჩნენ, რადგან ჩვენმა თანამემამულე ვარსკვლავებმა, ღრუბელი არა ცაში, არამედ ხმელეთზე აღმოაჩინეს და უკვე მათი თავშეყრის საყვარელ ადგილად აქციეს. წლებია მწეველთა რაოდენობა ელექტრონული სიგარეტის დახმარებით შემცირდა, რომელიც ნაკლებ ზიანს აყენებს ადმიანის ჯანმრთელობას, ვიდრე თამბაქოს მოწევა. ზუსტად ამ იდეის პოპულარიზაციას ლაუნჯ ბარი “ღრუბელიც" ემსახურება.

“მისტერ და მის თბილისი 2017” – კონკურსის გამარჯვებულები

რაც არ უნდა ბევრი ისაუბრონ, რომ მთავარი ადამიანის შინაგანი სამყაროა, პირველი რასაც მამრობითი და მდედრობითი სქესის წარმომადგენლები ყურადღებას აქცევენ, ვიზუალური მხარეა. გარეგნობა ყველასთვის გარკვეულ სტანდარტებშია მოქცეული. ამ ყველაფრის უკეთ შეფასებისთვის, სილამაზის კონკურსები ნათელი მაგალითია. უკვე წლებია საქართველოში ყველაზე ლამაზი თბილისელი გოგონას და ბიჭის ტიტულის მოსაპოვევლად, უამრავი კონკურსანტი იბრძვის. წლევანდელი კონკურსის ჩატარების პატივი კი სამოდელო სააგენტო "boom models" ერგო.

ვინ არიან ახლად გამომცხვარი ვარსკვლავები სტეფანეს კლიპიდან და ვის მიუძღვნა სიმღერა მომღერალმა?

ჩვენს საზოგადოებაში დამკვირდებული სტერეოტიპი, რომ ქართულ შოუბიზნეში არაფერი ხდება და ქართველი მუსიკოსები, მსმენელს გემოვნებიან მუსიკასა და ვიდეოკლიპებს ვერ სთავაზობენ, მომღერალმა სტეფანე მღებრიშვილმა, რამდენიმე დღის წინ დაამსხვია. მან თავისი ძველი სიმღერის – "დამიბრუნდი“ ახალი ვერსია შესთავაზა ქართველ მსმენელს და მასზე კლიპიc გადაიღო, სადაც ულამაზესი ქართველი წყვილი მონაწილეობს. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა კი მომღერალთან და ახლად გამომცხვარ ვარსკვლავებთან ინტერვიუ ჩაწერა. როგორც სტეფანე გვეუბნება, მისი გადაწყვეტილება იყო, რომ თავად კლიპში არ გამოჩენილიყო და მთავარი გმირის როლი, ვაჟა გოდერძიშვილს მოერგო.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

რომელი ქართველი დიზაინერი ზრუნავს დავით ნარმანიას მეუღლის ჩაცმულობაზე?

ქართველი დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი ერთადერთია, რომელიც საკუთარ ჩვენებებს ქველმოქმედებისთვის აწყობს. უყვარს წყნარი ცხოვრება. მასზე ჭორი არასდროს გავრცელებულა. მაგრამ არც მისი გზა ყოფილა მთლად ია - ვარდით მოფენილი და მის ცხოვრობაშიც იყო ისეთი შემთხვევა, რასაც სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. მაგალითისთვის გავიხსენოთ 2015 წლის 26 მაისი, როდესაც თბილისის მერის, დავით ნარმანიას მეუღლის ჩაცმულობა კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. მაშინ გაირკვა, რომ თიკა თინიკაშვილის ლუქი, თინათინ მაღალაშვილს ეკუთვნოდა. დღემდე ის მერის მეუღლის რჩეულ დიზაინერად მოიაზრება.

საახალწლო ციებ-ცხელება საქართველოში – სად შეიძლება გაატაროთ ახალი წლის დღეები?

წელსაც ტრადიციულად თბილისის ქუჩებში საახალწლო ღონისძიებები და აქტივობები იგეგმება. 25 დეკემბრიდან 2 იანვარის ჩათვლით, ახალი თბილისი და დედაენის ბაღი ჯადოსნურ სამყაროდ გადაიქცევა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დრო სასურველ გარემოში გაატაროს.

“დაიწყე კარიერა” – მერიის სტაჟირების პროგრამა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში თბილისის მერიის სტაჟირების პროგრამის ,,დაიწყე კარიერა" (მეორე ეტაპი) დასკვნითი ცერემონიალი გაიმართა. დედაქალაქის მერმა პროგრამის მონაწილე წარმატებულ სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა. დავით ნარმანიას თქმით, აღნიშნული ინიციატივა სტუდენტებს აძლევს შანსს სპეციალობის შესაბამისად აიმაღლონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

გაწყვეტს თუ არა თბილისის მერია “სითი პარკთან“ ხელშეკრულებას?

„სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით, დედაქალაქის მთავრობას, საკრებულოს დეპუტატების ნაწილმა მიმართა. დეპუტატებმა კომპანიის მიერ თბილისის ბიუჯეტში 2014 წლის აგვისტოდან 2016 წლის 18 ოქტომბრამდე ჩარიცხული თანხის რაოდენობაზე, დედაქალაქის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაცია წარმოადგინეს.

ნუცუბიძის 46-ში სტუდენტის მიერ დაპროექტებული სკვერი გაიხსნა

საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი ახალი სკვერი გაიხსნა - პროექტის ავტორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი გვანცა ცქიფურიშვილია, რომელიც საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად გამოვლინდა. ნუცუბიძის 46-თან არსებული სკვერი პირველია საბურთალოზე, სადაც შინაური ცხოველებისთვის სპეციალური, იზოლირებული სასეირნო ზონა მოეწყო.

რეკლამა