თბილისში 10 ახალი ავტობუსი ჩამოვიდა

თბილისში 10 ახალი ავტობუსი ჩამოვიდა

თბილისში MAN -ის 10 ახალი ავტობუსი ჩამოვიდა. ავტობუსები უახლოეს დღეებში #61 ხაზზე იმოძრავებენ. როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, ახალი ავტობუსები ევროსტანდარტების შესაბამისია. ავტობუსების პრეზენტაციას ესწრებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ნოდარ ხადურის განცხადებით, ძალიან მნიშნელოვანია ის ფაქტი, რომ გარდა კომფორტისა, ისინი მუშაობენ ბუნებრივ გაზზე. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსებისთვის EBRD-მა 27 მილიონი გამოყო. 143 ავტობუსი თებერვლის ბოლომდე შემოვა თბილისში.

September 30, 2016 / 9:11 pm

TOP გადაცემები

პირველი ზარი “წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის” ბავშვებისთვის დაირეკა

პირველი ზარი "წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის" ბავშვებისთვის დაირეკა

ლელა წურწუმიას შავ-თეთრი კლიპი და ემოციებით გადმოცემული სათქმელი

ლელა წურწუმიას შავ-თეთრი კლიპი და ემოციებით გადმოცემული სათქმელი

გერმანელი მუსიკოსის დევიდ გარეტის ემოციური კონცერტი და შეხვედრა ქართველ მელომანებთან

გერმანელი მუსიკოსის დევიდ გარეტის ემოციური კონცერტი და შეხვედრა ქართველ მელომანებთან

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

თბილისში მედიათეკის რიგით მესამე ფილიალი გაიხნსნა

მედიათეკის რიგით მესამე ფილიალი, თბილისის ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკში გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტებით აშენებული და აღჭურვილი შენობა, მოქალაქეებს კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის კიდევ ერთ, ახალ სივრცეს სთავაზობს. ნაძალადევის რაიონში მდებარე ახალი მედიათეკა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ "თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ ხელმძღვანელთან, გურამ ნიკოლაშვილთან ერთად გახსნა.

რომელი ქართველი დიზაინერი ზრუნავს დავით ნარმანიას მეუღლის ჩაცმულობაზე?

ქართველი დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი ერთადერთია, რომელიც საკუთარ ჩვენებებს ქველმოქმედებისთვის აწყობს. უყვარს წყნარი ცხოვრება. მასზე ჭორი არასდროს გავრცელებულა. მაგრამ არც მისი გზა ყოფილა მთლად ია - ვარდით მოფენილი და მის ცხოვრობაშიც იყო ისეთი შემთხვევა, რასაც სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. მაგალითისთვის გავიხსენოთ 2015 წლის 26 მაისი, როდესაც თბილისის მერის, დავით ნარმანიას მეუღლის ჩაცმულობა კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. მაშინ გაირკვა, რომ თიკა თინიკაშვილის ლუქი, თინათინ მაღალაშვილს ეკუთვნოდა. დღემდე ის მერის მეუღლის რჩეულ დიზაინერად მოიაზრება.

“დაიწყე კარიერა” – მერიის სტაჟირების პროგრამა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში თბილისის მერიის სტაჟირების პროგრამის ,,დაიწყე კარიერა" (მეორე ეტაპი) დასკვნითი ცერემონიალი გაიმართა. დედაქალაქის მერმა პროგრამის მონაწილე წარმატებულ სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა. დავით ნარმანიას თქმით, აღნიშნული ინიციატივა სტუდენტებს აძლევს შანსს სპეციალობის შესაბამისად აიმაღლონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

თბილისში 2500 ხე-მცენარე დაირგო

თბილისის ზღვის მიმდებარედ, დედაქალაქის მერიისა და კომპანია „აეკომის“ გამწვანების ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, 2500 ხე - მცენარე დაირგო.

მთავრობის ახალი შემადგენლობა ცნობილია

მთავრობის ახალი შემადგენლობა უკვე ცნობილია. პრემიერმინისტრობის მოვალეობის შემსრულებელის გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის.

რეკლამა