თბილისის მერიაში სტაჟირების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის მერიაში სტაჟირების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

”დაიწყე კარიერა” ამ სახელწოდების სტაჟირების პროგრამის პრეზენტაცია თბილისის მერიაში გაიმართა. პროგრამის პრეზენტაცია მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში შედგა.

პროგრამის ფარგლებში თბილისის მერია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს მათი განათლების პროფილისა და პროფესიული მიმართულების გათვალისწინებით, სამთვიანი პრაქტიკის გავლას სთავაზობს მერიის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში.

November 17, 2015 / 9:56 pm

TOP გადაცემები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

თბილისში მედიათეკის რიგით მესამე ფილიალი გაიხნსნა

მედიათეკის რიგით მესამე ფილიალი, თბილისის ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკში გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტებით აშენებული და აღჭურვილი შენობა, მოქალაქეებს კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის კიდევ ერთ, ახალ სივრცეს სთავაზობს. ნაძალადევის რაიონში მდებარე ახალი მედიათეკა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ "თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ ხელმძღვანელთან, გურამ ნიკოლაშვილთან ერთად გახსნა.

საახალწლო ციებ-ცხელება საქართველოში – სად შეიძლება გაატაროთ ახალი წლის დღეები?

წელსაც ტრადიციულად თბილისის ქუჩებში საახალწლო ღონისძიებები და აქტივობები იგეგმება. 25 დეკემბრიდან 2 იანვარის ჩათვლით, ახალი თბილისი და დედაენის ბაღი ჯადოსნურ სამყაროდ გადაიქცევა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დრო სასურველ გარემოში გაატაროს.

“დაიწყე კარიერა” – მერიის სტაჟირების პროგრამა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში თბილისის მერიის სტაჟირების პროგრამის ,,დაიწყე კარიერა" (მეორე ეტაპი) დასკვნითი ცერემონიალი გაიმართა. დედაქალაქის მერმა პროგრამის მონაწილე წარმატებულ სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა. დავით ნარმანიას თქმით, აღნიშნული ინიციატივა სტუდენტებს აძლევს შანსს სპეციალობის შესაბამისად აიმაღლონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

თბილისში 2500 ხე-მცენარე დაირგო

თბილისის ზღვის მიმდებარედ, დედაქალაქის მერიისა და კომპანია „აეკომის“ გამწვანების ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, 2500 ხე - მცენარე დაირგო.

გაწყვეტს თუ არა თბილისის მერია “სითი პარკთან“ ხელშეკრულებას?

„სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით, დედაქალაქის მთავრობას, საკრებულოს დეპუტატების ნაწილმა მიმართა. დეპუტატებმა კომპანიის მიერ თბილისის ბიუჯეტში 2014 წლის აგვისტოდან 2016 წლის 18 ოქტომბრამდე ჩარიცხული თანხის რაოდენობაზე, დედაქალაქის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაცია წარმოადგინეს.

რეკლამა