თბილისის მერიამ უწყვეტი განათლების მიმართულებით ორი ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყო

თბილისის მერიამ უწყვეტი განათლების მიმართულებით ორი ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყო

თბილისის მერიამ წარმატებული სტუდენტების წახალისების პროგრამა შეიმუშავა, რომელიც მაგისტრატურის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის სტიპენდიის გადაცემას გულისხმობს.

პროგრამის პრეზენტაციას თბილისის მერი დაესწრო. დავით ნარმანიამ სტუდენტებს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა მომავალი თაობის წინსვლისა და განვითარების ხელშეწყობაზე ზრუნავს.

სტიპენდიის მოპოვება შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ სტუდენტს, რომელიც არის ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრანტი და 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში მიღებული აქვს არანაკლებ 91 ქულა.

ასევე, თბილისის მერიამ შეიმუშავა დაფინანსების ახალი წესი, რომლის მიხედვით სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლა დაუფინანსდებათ.

December 21, 2015 / 9:12 pm

TOP გადაცემები

მარიკო კვალიაშვილი შემოქმედებით საღამოს საქართველოს პატრიარქს უძღვნის

მარიკო კვალიაშვილი შემოქმედებით საღამოს საქართველოს პატრიარქს უძღვნის

ნინი გოგიჩაიშვილი „მის მსოფლიოსთვის“ ემზადება

ნინი გოგიჩაიშვილი „მის მსოფლიოსთვის“ ემზადება

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა

თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა

პირველი ზარი “წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის” ბავშვებისთვის დაირეკა

პირველი ზარი "წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის" ბავშვებისთვის დაირეკა

მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი „წიგნიერი“ დაიწყო.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კომპანია „გალფთან“ ერთად პროექტი „წიგნიერი“ დაიწყო. პროექტი მასშტაბურია და მასში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ოპერისა და ბალეტის თეატრში – ახალგაზრდა შემსრულებელთა გაცვლითი პროგრამა იწყება

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ახალ პროექტს ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამას იწყებს. ახალგაზრდა მომღელების, ხელოვნების, განათლებისა და პროფესიული განვითარების მიზნით იგეგმება გაცვლითი პროგრამები, მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან თეატრებთან.

“ინოვაციების მართვა” – ფორტუნა აკადემიას კიდევ ერთი ტრენინგი დასრულდა

ინოვაციების მართვა თანამედროვე მენეჯმენტის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ინოვაციების დანერგვა, ფაქტობრივად, ყველა სფეროში სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი ხდება, რაც კომპანიის იმიჯსა და შემოსავალზე დადებითად აისახება, უფრო მეტიც, დღესდღეობით კომპანიის არსებობა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს თუ ისინი საკმარისად ინოვაციურები არ იქნებიან. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, "ფორტუნა აკადემიამ" აღნიშნული საკითხით დაინტერესებულ პირებს ტრენინგი "ინოვაციების მართვა" შესთავაზა, რომელსაც ანდრო დგებუაძე უძღვებოდა.

რეკლამა