პრევენციის მიზნით, თბილისის ხუთ სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამი დღით სწავლა შეწყდა თბილისი #81, #152, #112, #21 და #53 საჯარო სკოლებში.
განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე, სამინისტრო მონიტორინგს უწყვეტად აგრძელებს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, იმ სკოლებში, სადაც ავადობის გამო გაცდენების რაოდენობა 20%-ს აღემატება, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება პრევენციის მიზნით, 3 დღით სასწავლო პროცესის შეჩერებაზე. გაცდენილი საათები კი, შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება.
February 3, 2016 / 8:11 pm
18 აპრილს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრს დაარსებიდან 90 წელი შეუსრულდა. საზეიმო საღამო მოზარდ მაყურებელთა თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება.
თუ დიზაინერი კოლექციას შექმნის, მას სათანადო რეალიზება სჭირდება, სწორედ ამიტომ ამ საქმეში კომპეტენტურმა ადამიანებმა დამწყებ თუ უკვე შემდგან დიზაინერებს მოდის მარკეტინგის მნიშვნელობა და მთავარი არსი გააცნო.
ახალი ტალანტების აღმოჩენით დაიწყო თბილისის მოდის კვირეულის მე-2 დღე, სადაც 10-მდე ახალბედა დიზაინერი მაყურებლის და ჟიურის წინაშე „დიზაინერთა კონკურსზე“ წარსდგა. ისინი სხვადასხვა ნომინაციაში გახდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც პრიზები ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორებისგან გადაეცათ.
ჩვენი მეშვეობით შეიტყობთ, თუ როგორი სასწავლო პროგრამა აქვთ მილენიუმის მოსწავლეებს. ნახავთ ქართულის, მათემატიკისა და ხელოვნების გაკვეთილებს განსხვავებული ფორმით. გაიცნობთ ნიჭიერ თანაწამყვანებს.
განათლებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების თემაზე, Microsoft - საქართველოს ორგანიზებით, ორდღიანი კონფერენცია გაიმართა. შეხვედრა გახსნა და თანამედროვე განათლების სისტემაში ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე ისაუბრა განათლების მინისტრმა.
მომავალი წლიდან მოსწავლეების ჩანთები კიდევ უფრო შემსუბუქდება, -ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი რეგულაციები უკვე მომზადებულია და გამომცემლებთან განხილვა მიმდინარეობს. პროცესში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროც.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. პრემიერის გადაწყვეტილებით, თამარ სანიკიძეს ალექსანდრე ჯეჯელავა შეცვლის.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დღეს დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს საგამოცდო პროცესში სიახლეა. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ჩასაბარებელი საგნების ცვლილებისთვის აბიტურიენტებს დამატებითი დრო ექნებათ. აღნიშნული ცვლილებებისთვის ვადა წინა წლებში ერთი თვე იყო, ამჯერად კი 3 თვემდე გახანგრძლივდა. სავალდებულო რეგისტრაცია 9 თებერვალს დაიწო და 15 მარტამდე გაგრძელდება.