თბილისის ფოტო ფესტივალი გი ბურდენის გამოფენით გაიხსნა

0
2153

ფოტოგრაფია ის პროცესია, რომელიც სამყაროს ახლებური კუთხით გვიჩვენებს და ყოველი განსაკუთრებული წამის დაფიქსირების საშუალებას გვაძლევს. ეს არის თვითგამოხატვისა და ადამიანებთან ურთიერთობის შესაძლებლობა. ამ მხრივ მოდის ფოტოგრაფია უფრო საინტერესო და მრავალფეროვანია. როგორც მიხვდით ახლა Tbilisi Photo Festival 2017-ზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც მოდის თემატიკაზეა აგებული. იმაზე არ ვდაობთ, რომ საქართველო მოდის რუქაზე მოინიშნა და ამის დასამტკიცებლად დევიდ კომა და დემნა გვასალიაც კი კმარა. ფესტივალი 13 სექტემბერს გი ბურდენის ნამუშევრებით გაიხსნა. ის მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფოტოგრაფი იყო. მან არა მხოლოდ მოდის, არამედ ზოგადად, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ფოტოგრაფიის განვითარებაზე მოახდინა გავლენა და მომდევნო თაობების დიდ ინსპირაციად იქცა. ხელოვანის ნამუშევრებს ფონად ნიკა მაჩაიძის მუსიკა ამშვენებდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here