თავდასხმა იაპონიაში პანსიონზე

თავდასხმა იაპონიაში პანსიონზე

იაპონიაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პანსიონზე დანით შეიარაღებული მამაკაცის თავდასხმის შედეგად სულ მცირე 19 ადამიანი გარდაიცვალა, 45 კი დაიჭრა.

ინციდენტი ქალაქ საგამიხარაში მოხდა, კანაგავას პრეფექტურაში. „ბიბისის“ ინფორმაციით, 26 წლის დამნაშავე დაკავებულია. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ის თავად ჩაბარდა სამართალდამცველებს.

თავდამსხმელის მოტივზე ცნობილი, ჯერ-ჯერობით, არაფერია. იგი პოლიციაში მივიდა და განაცხადა, რომ პანსიონს დაესხა თავს.

July 26, 2016 / 8:03 pm

საკვანძო სიტყვები

TOP გადაცემები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

იაპონიასა და არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროზე 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 6:49 საათზე ცუნამი დაიწყო, ტალღის სიმაღლემ 1 მეტრს გადააჭარბა.

თავდასხმა საფრანგეთში ეკლესიაზე

ორი შეიარაღებული მამაკაცი, რომლებმაც საფრანგეთში, ეკლესიაში მძევლები აიყვანეს, უკვე ლიკვიდირებულები არიან, ფრანგულ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

თავდასხმა გაეროს სამშვიდობო მისიაზე

მალიში გაერო-ს სამშვიდობო მისიაზე თავდასხმა განახორციელდა. დაღუპულია სამშვიდობო მისიის ხუთი წევრი, 3 პირი კი დაშავდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, სამშვიდობო მისიის ავტოკოლონამ დანაღმულ გზაზე გაიარა, რის შემდეგაც გაერო-ს თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს. საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, მიმდინარე წელს მალიში გაერო-ს სამშვიდობო მისიაზე 10-მდე თავდასხმა განხორციელდა.

მიწისძვრა იაპონიაში

იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 250 დაშავდა. მიწისქვეშა ბიძგებმა ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში სახლები და ელექტროგადამცემი ბოძები დააზიანა. მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ სამაშველო ჯგუფები.

“სმარტის” დაცვის წევრების დაჭრის ფაქტზე 17 წლის მოზარდი დააკავეს

სუპერმარკეტ სმარტის დაცვის წევრების დაჭრის ფაქტზე 17 წლის მოზარდი დააკავეს. პოლიცია კიდევ რამდენიმე თანამონაწილეს ამ დრომდე ეძებს.

რეკლამა