თამარ სანიკიძე განათლების მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლდა

თამარ სანიკიძე განათლების მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლდა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. პრემიერის გადაწყვეტილებით, თამარ სანიკიძეს ალექსანდრე ჯეჯელავა შეცვლის.

June 4, 2016 / 12:37 am

TOP გადაცემები

17 ნოემბერს ნინო ქათამაძის კონცერტი თბილისის “Spacehall-ში” გაიმართება

ყველასათვის საყვარელი და გამორჩეული მუსიკოსის ნინო ქათამაძის კონცერტი 17 ნოემბერს თბილისის spacehall-ში გაიმართება. კონცერტს ნინო ქათამაძე და ჯგუფი ინსაითი წარმოგიდგენთ, რომელთა კოლაბორაცია მსმენელისთვის აუცილებლად დაუვიწყარი იქნება. როგორც თავად მუსიკოსმა, ნინო ქათამაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, spacehall-ი არის იდეალური სივრცე, რომელიც მეტ საშუალებას იძლევა მსმენელთან ინტერაქციისა და თავისუფალი იმპროვიზაციისთვის.

ანიტა რაჭველიშვილის წარმატების ფორმულა და სამომავლო გეგმები

ქართველი მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი, სულ ცოტა ხნის წინ დაგვიბრუნდა სამშობლოში გერმანიიდან, სადაც ძალიან ცნობილ დირიჟორთან, რიკარდო მუტისთან ჯუზეპე ვერდის "რექვიემი" შეასრულა. ეს იყო მისი დებიუტი მასთან თანამშრომლობის. როგორც თავად ანიტა რაჭველიშვილი გვეუბნება, მისი მთავარი წარმატების ფორმულა სწავლა და შრომა გახლავთ. მას წინ დიდი გეგმები აქვს, რის შესახებაც მუსიქ ბოქსის კამერასთან ჰყვება.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ტექნოლოგიების გამოყენება განათლების სისტემაში

განათლებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების თემაზე, Microsoft - საქართველოს ორგანიზებით, ორდღიანი კონფერენცია გაიმართა. შეხვედრა გახსნა და თანამედროვე განათლების სისტემაში ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე ისაუბრა განათლების მინისტრმა.

რა პრობლემას უქმნის მძიმე ჩანთა მოზარდებს?

მომავალი წლიდან მოსწავლეების ჩანთები კიდევ უფრო შემსუბუქდება, -ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი რეგულაციები უკვე მომზადებულია და გამომცემლებთან განხილვა მიმდინარეობს. პროცესში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროც.

მოსწავლეებს სკოლაში წიგნების ტარება, შესაძლოა აღარ დასჭირდეთ

მოსწავლეებს სკოლაში წიგნების ტარება შესაძლოა, აღარ დაჭირდეთ. განათლების მინისტრს ახალი ინიციატივა აქვს: “ვმუშაობთ microsoft-თან და სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებთან, რომ ელექტრონული წინგების კონცეფცია მოვსინჯოთ. რა თქმა უნდა, ეს იქნება არჩევითი და ყველა ოჯახი თვითონ გადაწყვეტს უნდა თუ არა, რომ მისმა შვილმა ელექტრონული წიგნებით ისარგებლოს.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დღეს დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს საგამოცდო პროცესში სიახლეა. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ჩასაბარებელი საგნების ცვლილებისთვის აბიტურიენტებს დამატებითი დრო ექნებათ. აღნიშნული ცვლილებებისთვის ვადა წინა წლებში ერთი თვე იყო, ამჯერად კი 3 თვემდე გახანგრძლივდა. სავალდებულო რეგისტრაცია 9 თებერვალს დაიწო და 15 მარტამდე გაგრძელდება.

თბილისის ხუთ სკოლაში სასწავლო პროცესი ისევ შეჩერდა

პრევენციის მიზნით, თბილისის ხუთ სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამი დღით სწავლა შეწყდა თბილისი #81, #152, #112, #21 და #53 საჯარო სკოლებში.

რეკლამა