თაკო გაჩეჩილაძეს “ოქროს ტალღაზე“ გამარჯვების იმედი აქვს

0
1772

დაჯილდოება, რომელიც თქვენთვის საყვარელ მუსიკოსებს, ერთი სივრცეში აერთიანებს. ქართული ესტრადის წარმომადგენლები ყოველწლიურად “ოქროს ტალღას” ისევე ელოდებიან, როგორც, არაერთი სხვა ქვეყნის მუსიკოსი “MTV-ის” მუსიკალურ დაჯილდოებას. წითელი ხალიჩა, საზეიმო გახსნა, უამრავი ტელევიზია და რა თქმა უნდა, არაერთ ნომინაციაში გამარჯვებულების დასახელება.

მუსიკალური ღონისძიება, რომელიც რადიო ჰოლდინგმა “ფორტუნა” დაარსა, ივნისის ბოლოს მეხუთედ გაიმართება. ქართველი პოპულარული მომღერალი, თაკო გაჩეჩილაძე “ოქროს ტალღის” ერთ-ერთი ნომინანტია. მან ჩვენი კამერების წინ, დაჯილდოების მნიშვნელობაზე ისაუბრა, როგორც გვეუბნება “ოქროს ტალღა” ქართველი მუსიკოსებისთვის მოტივაციის მიმცემია და მათ კარიერულ ზრდაში ეხმარება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here